8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01325 ურეცეპტო

ფლუტინექსი

Flutinex

50მკგ ცხვირის დოზირებული აეროზოლი 14.5გ 120 დოზა ბალონში

დან41.01 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ფლუტინექსი, 50მკგ ცხვირის დოზირებული აეროზოლი 14.5გ 120 დოზა ბალონში
მოქმედი ნივთიერება
Fluticasone propionate
მწარმოებელი
Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გლუკოკორტიკოიდული საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
ასფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

50მკგ

  • ავერსი

    ფლუტინექსი 50მკგ/120დ.ცხ/აეროზ

50მკგ/1დოზა

  • GPC ყველაზე იაფი

    ფლუტინექსი სპრეი ცხვირის 50მკგ/1დოზა 120დოზა ფლაკონი #1

    41.01 ₾

    48.25 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ფლუტინექსი სპრეი ცხვირის 50მკგ/1დოზა 120დოზა ფლაკონი #1

    41.01 ₾

    48.25 ₾

    ყიდვა ↗

50მკგ/დოზა

  • PSP

    ფლუტინექსი - Flutinex აეროზოლი 50მკგ/დ 120

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Fluticasone propionate. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

ნაზალური წყლიანი დოზირებული სუსპენზია 1 დოზა. ფლუტიკაზონის პროპიონატი 50 მკგ. სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეტილცელულოზა, დექსტროზა, პოლისორბატი 80, ბენზალკონის ქლორიდი, ფენილეთილის სპირტი,დინატრიუმის ჰიდროფოსფატი, ლიმონის მჟავა, გაწმენდილი წყალი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტოპიური გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი ინტრანაზალური გამოყენებისთვის. გამოხატული აქვს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება. ფლუტიკაზონი არის მძლავრი კორტიკოსტეროიდი გლუკოკორტიკოიდული რეცეპტორების მიმართ მაღალი მგრძნობელობით, რომელიც გამოიყენება ალერგიული რინიტების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ფლუტიკაზონი გამოირჩევა ადგილობრივი ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტით და ორგანიზმზე სუსტი სისტემური მოქმედებით. გამოკვლევებში ალერგიული რინიტების სიმპტომების დროს, შედარებული იქნა ფლუტიკაზონის პლაზმური კონცენტრაცია ადგილობრივი და პერორალური გამოყენების შემდეგ: იყენებდნენ 200 მკგ ნაზალურ სპრეის (პლიუს პლაცებო per os) და 5-10მგ ფლუტიკაზონს per os (პლიუს ნაზალური სპრეი) 14 დღის განმავლობაში. პერორალურ გამოყენებასთან შედარებით,ინტრანაზალური გამოყენებისას ფლუტიკაზონის პლაზმური კონცენტრაცია არ იქნა დაფიქსირებული. ინტრანაზალური სპრეის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ალერგიული რინიტის სიმპტომები. კვლევამ დაადასტურა ინტრანაზალური გამოყენებისას მისი თერაპიული ეფექტის უპირატესობა. ფლუტინექსი თერაპიული დოზით არ ახდენს ზემოქმედებას ჰიპოთალამო-ჰიპოფიზო-თირკმელზედა სისტემაზე. ფლუტიკაზონის შესხურებისას ცხვირის ლორწოვანში, მისი ნაწილი ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევის წრეში, დანარჩენი კი ცხვირის ლორწოვანის აქტივაციით და ჩაყლაპვით ელიმინირდება. დადგენილია, რომ კორტიკოსტეროიდები ავლენენ სხვადასხვა ტიპის უჯრედებზე ფართო დიაპაზონის ეფექტებს (მაგ: ეოზინოფილები, ბაზოფილები, ლიმფოციტები, მაკროფაგები, ნეიტროფილები) და მედიატორებზე (ჰისტამინი, ეიკანაზოიდები, ლეიკოტრიენები და ციტოკინები). გლუკოკორტიკოიდები არ იწვევენ გაუთვალისწინებელ ეფექტებს ალერგიის სიმპტომებზე.

03

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარეატის ბიოშეღწევადობა ინტრანაზალური გამოყენებისას შეადგენს 2%-ზე ნაკლებს. ინტრანაზალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტებში ალერგიული რინიტით 3 კვირის განმავლობაში, ფლუტიკაზონის კონცენტრაციის დონე პლაზმაში იყო უფრო მაღალი აღმოჩენის დონესთან შედარებით(50 მგ/მლ). დაბალი ბიოშეღწევადობის გამო ინტრანაზალური გამოყენებისას, ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიღებული იქნა სხვა გზით შეყვანით. აღმოჩნდა, რომ ფლუტიკაზონის დიდი ნაწილი გამოიყოფა პლაზმით, ხოლო აბსორბციის ხარისხი დაბალია. ფლუტიკაზონს ახასიათებს მაღალი ლიპოფილობა და ამის ხარჯზე მისი ქსოვილებთან დაკავშირება საკმაოდ მაღალია. განაწილების მოცულობა შეადგენს 4,2 ლ/კგ. კონცენტრაციისგან დამოუკიდებლად პლაზმის ცილებთან შეერთება შეადგენს 91%-ს.Fფლუტიკაზონის უმნიშვნელო რაოდენობა უერთდება ადამიანის ტრანსკორტინს.
მეტაბოლიზმი: ფლუტიკაზონი სწრაფად და მთლიანად გამოიყოფა სისხლიდან (საშუალოდ 1,093 მლ/წთ,თირკმლისმიერი კლირენსით 0.02% მთლიანი რაოდენობიდან. ერთადერთი მოცირკულირე მეტაბოლიტი, რომელიც აღმოჩნდება ადამიანის სისხლში, არის ფლუტიკაზონის წარმოებული 17ß-კარბოქსილის მჟავა,რომელიც ფორმირებულია ციტოქრომი P450 3Aდ მონაწილეობით. ავლენს ნაკლებ ეფექტურობას, ვიდრე ძირითადი პრეპარატი. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადფგენს 7-8 საათს, 5% -ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით, მეტაბოლიტების სახით, დანარჩენი კი ფეკალურ მასებთან ერთად.

04

ჩვენებები

სეზონური ალერგიული რინიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
არასეზონური ალერგიული რინიტების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

05

მიღების წესი და დოზირება

ფლუტინექსი გამოიყენება მხოლოდ ინტრანაზალურად. სრული თერაპიული ეფექტის მისაღებად მიღებული უნდა იქნას რეგულარულად.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: სეზონური და არასეზონური რინიტების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ინიშნება თითოეულ ნესტოში 100 მკგ. (2 დოზა) ერთჯერ დღეში, უპირატესად დილის საათებში. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა 100 მკგ (2 დოზა) თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მკგ/დღეში (4 დოზა) თითოეულ ნესტოში.
ხანში შესულ პაციენტებს დოზის კორექცია არ სჭირდებათ.
ბავშვებში 4-11 წლამდე სეზონური რინიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია დაენიშნოს 50 მკგ. (1 დოზა) თითოეულ ნესტოში ერთჯერ Dდღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 100მკგ (2 დოზა) თითოეულ ნესტოში.
მაქსიმალური თერაპიული მოქმედება გამოვლინდება 3-4 დღის შემდეგ.
გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონი ფრთხილად შევანჯღრიოთ, ავიღოთ ხელში და საჩვენებელ და შუა თითს შორის მოვათავსოთ შესასხურებლის ქვედა ნაწილი, ხოლო დიდი თითი დავდოთ ფლაკონის ძირზე. პრეპარატის პირველად გამოყენებისას ან 1 კვირით შესვენების შემდეგ აუცილებელია შემოწმდეს შესასხურებლის ვარგისიანობა. ამის შემდეგ აუცილებელია ცხვირი გაისუფთავოთ (მსუბუქად მოიხოცეთ), მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით დახურეთ ერთი ნესტო და მეორეში შეისხურეთ პრეპარატი, შემდეგ პირიქით. თავი რამდენადმე წინ უნდა იყოს გადაწეული, ფლაკონი უნდა გვეჭიროს ვერტიკალურად. ჩასუნთქვა უნდა მოხდეს ცხვირით, ამოსუნთქვა პირით. გამოყენების შემდეგ აუცილებელია შესასხურებელი გაიწმინდოს სუფთა ხელსახოცით ან ცხვირსახოცით და დაეხუროს თავსახური.

06

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი რეაქცია იშვიათად გამოვლინდება, ძირითადად, ცხვირ-ხახის გაღიზიანება და სიმშრალე, უსიამოვნო გემო და სუნი.

07

უკუჩვენებები

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ფლუტინექსის უსაფრთხოება ორსულებში დღესდღეისობით დადგენილი არ არის. პრეპარატის ინტრანაზალური შეყვანა სისტემური მოვლენების შესაძლებლობას მინიმუმადე ამცირებს. ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში ფლუტინექსის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის სასიცოცხლო ჩვენებაა. ექსპერიმენტალურ კვლევებში ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ, ფლუტიკაზონის პროპიონატი არ აღმოჩნდა სისხლის პლაზმაში. ითვლება, რომ მისი შეღწევა დედის რძეში ნაკლებად შესაძლებელია.

09

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების მწვავე ან ქრონიკული სიმპტომები აღნიშნული არ არის. ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, ფლუტინექსის გამოყენებისთვის არ არის უკუჩვენება.

10

შენახვის პირობები

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ, შეინახეთ 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ კოლოფში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

11

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით)

12

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

წს Nრ-002887 5.07.2007

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ფიქსჰალერი, 12მკგ+500მკგ კაფსულა საინჰალაციო ფხვნილით +საინჰალ. მოწყობ №60

ფიქსჰალერი

12მკგ+500მკგ კაფსულა საინჰალაციო ფხვნილით +საინჰალ. მოწყობ №60

Fluticasone propionate + Formoterol აბდი იბრაჰიმი, თურქეთი
დან29.07 ₾
ფიქსჰალერი, 12მკგ+100მკგ საინჰალაციო ფხვნილი მყარი კაფსულა №60 + ინჰალატორი №1

ფიქსჰალერი

Fixhaler

12მკგ+100მკგ საინჰალაციო ფხვნილი მყარი კაფსულა №60 + ინჰალატორი №1

Fluticasone propionate + Formoterol ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან31.29 ₾
ფიქსფლოუ, 50მკგ/100მკგ საინჰალაციო ფხვნილი კაფსულა N60 ინჰალატორთან ერთად

ფიქსფლოუ

FIXFLOW

50მკგ/100მკგ საინჰალაციო ფხვნილი კაფსულა N60 ინჰალატორთან ერთად

Fluticasone propionate + Salmeterol ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან37.00 ₾
სერეტიდი დისკუსი, ფხვნილი ინჰალაციისათვის 50 მკგ+100 მკგ/1 დოზა: ინჰალატორი დისკუსი 60 დოზა

სერეტიდი დისკუსი

SERETIDE DISKUS

ფხვნილი ინჰალაციისათვის 50 მკგ+100 მკგ/1 დოზა: ინჰალატორი დისკუსი 60 დოზა

Fluticasone propionate + Salmeterol SmithKline group of companies, რუმინეთი
დან54.55 ₾
ფიქსფლოუ, 50მკგ/250მკგ საინჰალაციო ფხვნილი კაფსულა N60 ინჰალატორთან ერთად

ფიქსფლოუ

FIXFLOW

50მკგ/250მკგ საინჰალაციო ფხვნილი კაფსულა N60 ინჰალატორთან ერთად

Fluticasone propionate + Salmeterol ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან58.13 ₾
სერეტიდი დისკუსი, ფხვნილი ინჰალაციისათვის 50 მკგ+250 მკგ/1 დოზა: ინჰალატორი დისკუსი 60 დოზა

სერეტიდი დისკუსი

SERETIDE DISKUS

ფხვნილი ინჰალაციისათვის 50 მკგ+250 მკგ/1 დოზა: ინჰალატორი დისკუსი 60 დოზა

Fluticasone propionate + Salmeterol SmithKline group of companies, რუმინეთი
დან63.36 ₾
ფიქსფლოუ, 50მკგ/500მკგ საინჰალაციო ფხვნილი კაფსულა N60 ინჰალატორთან ერთად

ფიქსფლოუ

FIXFLOW

50მკგ/500მკგ საინჰალაციო ფხვნილი კაფსულა N60 ინჰალატორთან ერთად

Fluticasone propionate + Salmeterol ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან73.46 ₾
სერეტიდი დისკუსი, ფხვნილი ინჰალაციისათვის 50 მკგ+500 მკგ/1 დოზა: ინჰალატორი დისკუსი 60 დოზა

სერეტიდი დისკუსი

SERETIDE DISKUS

ფხვნილი ინჰალაციისათვის 50 მკგ+500 მკგ/1 დოზა: ინჰალატორი დისკუსი 60 დოზა

Fluticasone propionate + Salmeterol SmithKline group of companies, რუმინეთი
დან89.65 ₾

ეარფლუსალი ფორსპირო

AirFlusal Forspiro

50მკგ+500 მკგ/დოზა 60 დოზა დოზირებული საინჰალაციო ფხვნილი ბლისტერში საინჰალაციო მოწყობილობა N1

Fluticasone propionate + Salmeterol Aeropharm Gmbh, გერმანია
Rx · რეცეპტით

ეარფლუსალი ფორსპირო

AirFlusal Forspiro

50მკგ+250მკგ/დოზა 60 დოზა დოზირებული საინჰალაციო ფხვნილი ბლისტერში საინჰალაციო მოწყობილობა №1

Fluticasone propionate + Salmeterol Aeropharm Gmbh, გერმანია
Rx · რეცეპტით

პეფსალი

Pefsal

(25მკგ + 125მკგ)/დოზა 120 დოზა დოზირებული საინჰალაციო აეროზოლი მეტალის ინჰალატორში N1

Fluticasone propionate + Salmeterol World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
Rx · რეცეპტით

პეფსალი

Pefsal

(25მკგ + 250მკგ)/დოზა 120 დოზა დოზირებული საინჰალაციო აეროზოლი მეტალის ინჰალატორში N1

Fluticasone propionate + Salmeterol World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
Rx · რეცეპტით

პეფსალი

Pefsal

(25მკგ + 50მკგ)/დოზა 120 დოზა დოზირებული საინჰალაციო აეროზოლი მეტალის ინჰალატორში N1

Fluticasone propionate + Salmeterol World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ფიქსჰალერი, 12მკგ+500მკგ საინჰალაციო ფხვნილი მყარი კაფსულა №60 + ინჰალატორი №1

ფიქსჰალერი

Fixhaler

12მკგ+500მკგ საინჰალაციო ფხვნილი მყარი კაფსულა №60 + ინჰალატორი №1

Fluticasone propionate + Formoterol ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით
ფიქსჰალერი, 12მკგ+500მკგ საინჰალაციო ფხვნილი მყარი კაფსულა №60 + ინჰალატორი №1

ფიქსჰალერი

Fixhaler

12მკგ+500მკგ საინჰალაციო ფხვნილი მყარი კაფსულა №60 + ინჰალატორი №1

Fluticasone propionate + Formoterol ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
ურეცეპტო
ფლუტელ პლიუსი, (137მკგ + 50მკგ)/დოზა 120დოზა ნაზალური სპრეი (სუსპენზიის სახით), ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

ფლუტელ პლიუსი

FLUTEL PLUS

(137მკგ + 50მკგ)/დოზა 120დოზა ნაზალური სპრეი (სუსპენზიის სახით), ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

Azelastine + Fluticasone propionate World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.