მონოგრაფია Nº 01320 ურეცეპტო
ფლუიფორტი საშე
FLUIFORT
2.7 გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №50
- მოქმედი ნივთიერება
- კარბოცისტეინი (Carbocysteine lysine salt)
- მწარმოებელი
- M & H Manufacturing Co. Ltd, ნიდერლანდები
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ევროდრაგ ლაბორატორის ჯორჯია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კარბოცისტეინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ფლუდიტეკი
20მგ/1მლ სიროფი ფლაკონი №1 125მლ
ბრონქობოსი
50მგ/1მლ სიროფი ფლაკონი მინის №1 200მლ
ფლუიფორტი® სიროფი
FLUIFORT® Syrup
9მგ/100მლ 120მლ ფლაკონი#1 ან 40მლ ფლაკონი#1
სოლუცისი
100მგ/1მლ სიროფი ბოთლი №1 200მლ
ინსტრუქცია
ჩვენებები
ფლუიფორტის პაკეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს S-მეთილ კარბოქსიცისტეინის ლიზინის მარილს, რომელიც წარმოადგენს მუკორეგულატორს, გააჩნია ლორწოს გათხევადების თვისებები.
ეფექტურია ჰიპერ- ასევე ჰიპოვისკოზური ლორწოს, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ყელ-ყურ ცხვირის დაავადებების შემთხვევაში.
ფლუიფორტის პაკეტის გამოყენების წესები
ჩვეულებრივი დოზა მოცემულია ქვემოთ:
მოზრდილები:
დღეში 1 პაკეტი ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
მიღების მეთოდი
პაკეტის შიგთავსი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში, კარგად აურიეთ.
ბავშვები:
ფლუიფორტის® პაკეტი არ მიიღება ბავშვებში.
ბავშვებში გამოიყენება ფლუიფორტის® სიროფი.
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის და თირკმელების დაავადებები:
პრეპარატი მიიღება ჩვეულებრივი დოზებით.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები:
ფლუიფორტის® შეიცავს მანიტოლს, შესაბამისად შესაძლებელია მიღება შაქრიანი დიაბეტის მქონე
პაციენტებში. ფლუიფორტის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ასეთ შემთხვევაში გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციები
რას შეიცავს ფლუიფორტის პაკეტი
- აქტიური ნივთიერება არის s-მეთილ კარბოქსიცისტეინის ლიზინის მარილი;
- სხვა ინგრედიენტებია: ასპარტამი, პოვიდონი K30, უწყლო ლიმონის მჟავა, ნატურალური კედრის ფხვნილი, ფორთოხლის ფხვნილი, მანიტოლი.
როგორია ვიზუალურად ფლუიფორტის პაკეტი და რას შეიცავს იგი:
ფლუიფორტის პაკეტი წარმოადგენს მოყვითალო ფხვნილს ფორთოხლის სურნელით.
კოლოფში მოთავსებულია 50 პაკეტი .
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.