მონოგრაფია Nº 03986 ურეცეპტო
ფეროგრადი
Ferrograd
გახანგრძლივებული გამოთავისუფლების 325მგ ტაბლეტი №30
დან29.30 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- რკინის სულფატი (Ferrous (II) sulfate)
- მწარმოებელი
- Teofarma, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- რკინის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი ყველაზე იაფი
ფეროგრადი 325მგ #30ტ გახანგრ
0.98 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗29.30 ₾
34.49 ₾
-
ფარმადეპო
ფეროგრადი ტაბლეტი 325მგ #30
0.98 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗29.33 ₾
34.50 ₾
-
GPC
ფეროგრადი ტაბლეტი 325მგ #30
0.98 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗29.33 ₾
34.50 ₾
-
PSP
ფეროგრადი - Ferrograd 325მგ 30 ტაბლეტი
1.15 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗34.50 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: რკინის სულფატი. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ტაბლეტები, შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბლეტი შეიცავს 325მგ უწყლო რკინის სულფატს (ელემენტალური რკინა 105მგ Fe ++)
ტაბლეტში შემავალი კონტროლირებადი გამოყოფის სისტემა უზრუნველყოფს რკინის გამოყოფას რამდენიმე საათის განმავლობაში და ამცირებს კუჭის გაღიზიანების ალბათობას.
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილაკრილატის მეთილმეთაკრილატის კოპოლიმერი, ლაქტოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
რკინის პრეპარატი
ჩვენებები
ფეროგრადი არის პერორალური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორვალენტიან რკინას და გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის
პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში და ხანდაზმულებში: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის წინ
ბავშვებში 12 წლიდან: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის წინ
კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
რკინის შემცველი სხვა პრეპარატების მსგავსად, ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭისა და ნაწლავების მხრივ ისეთი დარღვევები, როგორიცაა:
- ღებინება
- გულისრევა
- დიარეა
- გულძმარვა (პიროზი)
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.
რკინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფეკალიების შეფერადება პათოლოგიური ცვლილებების გარეშე.
უკუჩვენებები
- ალერგია რკინის სულფატზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე
- 12 წლამდე ასაკი
- ნაწლავის გაუვალობა ან ნაწლავის დივერტიკულური დაავადება,
- რკინასთან დაკავშირებული პრობლემები (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი, რკინით გადატვირთვის სინდრომი).
ორსულობა და ლაქტაცია
ფეროგრადის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ორსულობის
პირველი ცამეტი კვირის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები
ფეროგრადი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ნაწლავის გარდამავალ პრობლემებს, მსგავსის განვითარებისას შესაძლებელია სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
მიმართეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატები.
თუ რკინა ან მისი წარმოებულები მიიღება კომბინაციაში ტეტრაციკლინებთან (ანტიბიოტიკები), ტეტრაციკლინების აბსორბცია ორგანიზმში შეიძლება შემცირდეს.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
სორბიფერ დურულესი
Sorbifer Durules
100მგ + 60მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30 მინის ფლაკონში
იროვიტი
Iroviti
წვეთები 30მლ
ნანოკალცი ბეიბი
Nanocalci Baby
1000მგ საღეჭი ტაბლეტი №60
ნანოკალცი ბეიბი
Nanocalci Baby
600მგ საღეჭი ტაბლეტი №30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.