8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03982 ურეცეპტო

ფერიტინ ოტი

FERRITIN OTI

62,5მგ მყარი კაფსულა №20

დან30.34 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ფერიტინ ოტი, 62,5მგ მყარი კაფსულა №20
მწარმოებელი
ABC PHARMACEUTICI, იტალია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
რკინის პრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
გეა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი ყველაზე იაფი

    ფერიტინ ოტი 62.5მგ #20კაფს

    1.52 ₾ / ც. × 20

    30.34 ₾

    35.70 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო

    ფერიტინ ოტი კაფსულა 62.5მგ #20

    1.52 ₾ / ც. × 20

    30.35 ₾

    35.70 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC

    ფერიტინ ოტი კაფსულა 62.5მგ #20

    1.52 ₾ / ც. × 20

    30.35 ₾

    35.70 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ფერიტინ ოტი - Ferritin Oti 62.5მგ 20 მყარი კაფსულა

    1.79 ₾ / ც. × 20

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.
1 კაფს.
რკინის ნატრიუმ გლუკონატის კომპლექსი E. . . . . . . . . . . . 177.5 მგ
(შეესაბამება 62.5მგ FFე +++)

დამხმარე ნივთიერებები:

ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი, სიმინდის სახემებელი, ლევილიტი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

რკინის პრეპარატი

03

ჩვენებები

ფერიტინ ოტი არის ანემიის საწინააღმდეგო, პერორალური პრეპარატი, რომელიც შეიცავს სამვალენტიან რკინას.

ეს პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

* რკინის დეფიციტი (გამოწვეული ორგანიზმში რკინის ნაკლებობით);

* ესენციური ჰიპოქრომული

* ქლოროზი (კანის სიფერმკთალე ჰემოგლობინის ნორმულ ზღვარზე ქვემოთ არსებობისას);

* მეორადი, ჰემორაგიული ანემია (სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვისას);

* რკინადეფიციტური ანემიები

* ოლიგემიური სინდრომები (სისხლის რაოდენობა ორგანიზმში ნორმულ ზღვარზე ქვემოთ); ბავშვებში და მომწიფების პერიოდში ტოქსიური ინფექციის და დეფიციტის გამო (ცილების და რკინის დეფიციტი);

* ორსულთა ანემია;

* დამხმარე საშუალება გამოჯანმრთელების და ზრდის დროს.

04

მიღების წესი და დოზირება

  • მოზრდილები - ერთი კაფსულა ორჯერ დღეში, ჭამის დროს
  • ბავშვები - ერთი კაფსულა დღეში ერთხელ
05

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

რკინის შემცველი სხვა პრეპარატების მსგავსად, ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭისა და ნაწლავების მხრივ ისეთი დარღვევები, როგორიცაა:

  • ღებინება
  • გულისრევა
  • დიარეა
  • გულძმარვა (პიროზი)

ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.

რკინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფეკალიების შეფერადება, პათოლოგიური ცვლილებების გარეშე.

06

უკუჩვენებები

არ მიიღოთ ფერიტინ ოტი

  • თუ ხართ ალერგიული რკინის ნატრიუმ გლუკონატის კომპლექსის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
  • თუ გაქვთ ჰემოსიდეროზი ან ჰემოქრომატოზი
  • თუ გაქვთ ჰემოლიზური ანემია
07

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე.

08

განსაკუთრებული მითითებები

ფერიტინ ოტი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

09

ჭარბი დოზირება

შემთხვევით ჭარბი დოზირებისას დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.

ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ნაწლავის გარდამავალ პრობლემებს, მსგავსის განვითარებისას შესაძლებელია სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მიმართეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატები.

თუ რკინა ან მისი წარმოებულები მიიღება კომბინაციაში ტეტრაციკლინებთან (ანტიბიოტიკები), ტეტრაციკლინების აბსორბცია ორგანიზმში შეიძლება შემცირდეს.

11

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.