8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03979 ურეცეპტო

ფეროფოლიქსი

Ferrofolix

კაფსულა #30

დან37.99 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
ფეროფოლიქსი, კაფსულა #30
მოქმედი ნივთიერება
Ferrous bisglycinate
მწარმოებელი
Rioja Nature Pharma, ესპანეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
რკინის პრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
Cordex
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP ყველაზე იაფი

    ფეროფოლიქსი - Ferrofolix 30მგ 30 კაფსულა

    1.27 ₾ / ც. × 30

    37.99 ₾

    48.25 ₾

    ყიდვა ↗
  • ავერსი

    ფერო-ფოლიქსი 30მგ #30კაფს

    1.61 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Ferrous bisglycinate. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ფეროფოლიქსის შემადგენლობა: რკინის ბისგლიცინატი Fe - 30 მგ.

შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, გამჭვირვალე მცენარეული კაფსულა

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანემიის საწინააღმდეგო საშუალება, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი რკინის პრეპარატი.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

რკინის ბისგლიცინატი არ იშლება კუჭის წვენის ზემოქმედებით და შეუცვლელი სახით გადადის წვრილ ნაწლავში, სადაც ხდება მისი სწრაფი და სრული ათვისება; მისი ბიოშეღწევადობა 90% - ზე მაღალია და 3 - 4 -ჯერ აღემატება რკინის მარილების (სულფატი, გლუკონატი და სხვა)ბიოშეღწევადობაზე ამიტომ რკინის ბისგლიცინატი თერაპიული მოქმედებით აღემატება რკინის სხვა ფორმების რეკომენდებულ დღიურ დოზას; არ ბლოკავს სხვა მინერალების და ვიტამინების აბსორბციას, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს (არ იწვევს დისპეფსიურ მოვლენებს, მეტეორიზმს, ყაბზობას)

გამოყენების სფერო: რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და სიმპტომების გაუმჯობესება შემდეგი მდგომარეობის დროს: ორსულობა და ლაქტაცია; ხანგრძლივი ავადობის შემდგომი პერიოდი; ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა; პოსტოპერაციული პერიოდი; ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი; ხანდაზმული ასაკი; ბავშვთა ასაკი

04

მიღების წესი და დოზირება

2 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ½ -1 კაფსულა დღეში. მოზრდილები: 1 -2 კაფსულა დღეში.

05

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ძირითადი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ღვიძლის უკმარისობა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 30 კაფსულა გარსიან ბლისტერში

06

განსაკუთრებული მითითებები

საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.