მონოგრაფია Nº 01237 ურეცეპტო
ფენისტილი გელი
Fenistil Gel
1მგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
დან10.54 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- dimetindene (Dimetindene)
- მწარმოებელი
- Novartis Consumer Health SA, შვეიცარია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ნოვარტისი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
0,1% · 30გრ
-
ავერსი
ფენისტილი 0,1% 30გ გელი(თურქ)
ყიდვა ↗10.54 ₾
12.40 ₾
0.1% · 30გრ
-
PSP ყველაზე იაფი
ფენისტილი - Fenistil გელი 0.1% 30გ
ყიდვა ↗11.00 ₾
-
PSP
Fenistil - ფენისტილი გელი 0.1% 30გ
ყიდვა ↗20.58 ₾
24.21 ₾
-
GPC
ფენისტილი გელი 0.1% 30გრ ტუბი #1
ყიდვა ↗20.60 ₾
24.23 ₾
-
ფარმადეპო
ფენისტილი გელი 0.1% 30გრ ტუბი #1
ყიდვა ↗20.60 ₾
24.23 ₾
-
ავერსი
ფენისტილი გელი 0.1% 30გ ტუბ
ყიდვა ↗22.99 ₾
0.1მგ · 30გრ
-
PSP
ფენისტილი - Fenistil გელი 0.1მგ/გ 30გ
ყიდვა ↗24.21 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: dimetindene. ჯერ ყველაზე იაფი.
ფენისტილი ნიუ
1მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ
დიმესტილი
Dimestil
გარეგანი გამოყენების გელი 1 მგ/გ
ფენისტილი
1მგ/მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 20 მლ
ედერმიკი
1მგ/მლ წვეთები ორალური №1 25მლ
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემცველობა.
გელი გარეგანი გამოყენებისათვის
აქტიური ნივთიერება: დიმეთინდენის მალეატი 1 მგ/1 მლ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეთეატი, კარბოპოლი 974 P (კარბომერი 934 P), პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროზეჟანგი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიჰისტამინური პრეპარატი. ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება. ფენინდენის წარმოებული, დიმეთინდენის მალეატი, წარმოადგენს ჰისტამინის H1-რეცეპტორების ანტაგონისტს. ახდენს ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. კანზე წასმისას ფენისტილი გელი ამცირებს კანის ალერგიული რეაქციებით გამოწვეულ ქავილსა და გაღიზიანებას. პრეპარატს ასევე გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიის თვისებები.
მიღების ჩვენებები
სხვადასხვა წარმოშობის კანის ქავილი (ქოლესტაზთან დაკავშირებულის გარდა), მაგალითად კანის სხვადასხვა გამონაყარისას, ჭინჭრის ციებისას, მწერების ნაკბენებისას, მზის ერითემისას და ზედაპირული დამწვრობებისას.
მიღების წესი და დოზირება
გელს ისვამენ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 2-4-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები
მაღალი მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კანის დიდ მონაკვეთებზე, განსაკუთრებით თუ ისინი ანთებითია ან იმ ადგილებიდან აღინიშნება სისხლდენა.
განსაკუთრებული მითითებები
გამოხატული ქავილისას ან კანის დიდი მონაკვეთის დაზიანებებისას პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი სამ თვეს შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის II და III ტრიმესტრში, ასევე ლაქტაციის დროს, ფენისტილის გამოყენება არ შეიძლება კანის დიდ მონაკვეთზე, განსაკუთრებით თუ არსებობს ანთებისა და სისხლდენის მოვლენები.
დედებისათვის ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება პრეპარატის წასმა სარძევე ჯირკვლის თავებზე. ფენისტილი გელის კანის დიდ მონაკვეთებზე გამოყენების დროს ერიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.
თუ ფენისტილი გელის გამოყენების პერიოდში დაავადების სიმპტომები არ შემცირდება, ან პირიქით მოიმატებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ხანდახან შესაძლებელია კანის სიმშრალის ან მსუბუქი წვის დროებითი შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში – გამონაყარი კანზე და ქავილი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
გელი ტუბში 30 გ.
შენახვის პირობები
შეინახეთ 250C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები.
გაიცემა ურეცეპტოდ. გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.