8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01224 ურეცეპტო

ფალიმინტი®

Falimint®

25მგ დრაჟე #20

ფალიმინტი®, 25მგ დრაჟე #20
მოქმედი ნივთიერება
Acetylaminonitropropoxybenzene
მწარმოებელი
BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
იმპორტიორი საქართველოში
ბერლინ-ხემი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

ერთი დრაჟე შეიცავს:
მოქმედი სამკურნალო კომპონენტი: 25 მგ აცეტილამინონიტროპროპოქსიბენზენი სხვა კომპონენტები: საქაროზა, გლუკოზის სიროფი, ჟელატინი, კაჟბადის მაღალდისპერსიული დიოქსიდი, კოპოვიდონი, მაგარი ცხიმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სიმეტიკონის ემულსია, თხევადი პარაფინი, მაგარი პარაფინი.

02

ჩვენებები

ვინაიდან ფალიმინტს გამაგრილებელი მოქმედება გააჩნია, იგი გამოიყენება როგორს დამხმარე საშუალება პირის ღრუსა და ყელის დაავადებების მკურნალობის ან ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების დროს.

03

მიღების წესი და დოზირება

თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, მიიღება დღეში რამოდენიმეჯერ თითო დრაჟე, მისი ნელნელა წუწნით, მაგრამ არა უმეტეს 10 დრაჟე დღეში.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ რამოდენიმე დღის განმავლობაში. მისი ხანგრძლივად გამოყენება არ შეიზლება.

04

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მისი გამოყენება არ შეიძლება.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის გამოყენების საკმერისი გამოცდილების უქონლობის გამო ორსულობიდა და ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

05

განსაკუთრებული მითითებები

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ პრეპარატში შაქრის შემცველობა: 1 დრაჟე შეესაბამება 0.03 პურის ერთეულს

06

ჭარბი დოზირება

პრეპარატით მოწამვლის შემთხვევბი ცნობილი არ არის. უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

07

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

დღემდე ცნობილი არ არის.

08

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე. შეფუთვაზე მითითებული არგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის ვადა: 5 წელი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას.

09

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

რეგისტრაციის მოქმედების ვადა 12.09.2012

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.