8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03946 Rx · რეცეპტით

ეტეროკოქსია®

ETEROCOXIA®

90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ეტეროკოქსია®, 90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერება
ეტორიკოქსიბი (Etoricoxib)
მწარმოებელი
ევრომედიკალი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ვეგაფარმი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ეტორიკოქსიბი. ჯერ ყველაზე იაფი.

ეტორიკოქსიბ ნორმონი, 90მგ ტაბლეტი №28

ეტორიკოქსიბ ნორმონი

90მგ ტაბლეტი №28

ეტორიკოქსიბი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან13.78 ₾
კოქსიქეა, 60მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28;90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28; 120მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

კოქსიქეა

KOXIKEA

60მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28;90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28; 120მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ეტორიკოქსიბი Rontis Hellas Medical and Pharmaceutical Products S.A., საბერძნეთი
დან13.78 ₾
როტიკოქსი, 90მგ ტაბლეტი №28

როტიკოქსი

90მგ ტაბლეტი №28

ეტორიკოქსიბი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან13.78 ₾
კოქსიბეტი, 90მგ ტაბლეტი №10

კოქსიბეტი

90მგ ტაბლეტი №10

ეტორიკოქსიბი რატნატრის ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან16.83 ₾
ეტრიციბი, 90მგ ტაბლეტი №10

ეტრიციბი

90მგ ტაბლეტი №10

ეტორიკოქსიბი ლაბ. ზიმი, ინდოეთი
დან16.84 ₾
მონტეკრიტი, 90მგ ტაბლეტი №14

მონტეკრიტი

90მგ ტაბლეტი №14

ეტორიკოქსიბი ლაბ. ეცზანე ფარმა, არგენტინა
დან23.57 ₾
არკოქსია, 120 მგ ტაბლეტი N7; N28

არკოქსია

ARCOXIA

120 მგ ტაბლეტი N7; N28

ეტორიკოქსიბი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
დან23.87 ₾
ეტორიკოქსიბი, 90მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

ეტორიკოქსიბი

90მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

ეტორიკოქსიბი
დან32.38 ₾
ედოლოქსი, 90მგ ტაბლეტი №28

ედოლოქსი

90მგ ტაბლეტი №28

ეტორიკოქსიბი რონტის ჰელას მედიქალი, საბერძნეთი
დან33.93 ₾
ეტოქსიბი, 90მგ ტაბლეტი შემოგარსული №30

ეტოქსიბი

90მგ ტაბლეტი შემოგარსული №30

ეტორიკოქსიბი
დან36.33 ₾
ეტოზონი, 90მგ ტაბლეტი შემოგარსული №28

ეტოზონი

90მგ ტაბლეტი შემოგარსული №28

ეტორიკოქსიბი
დან43.51 ₾
არკოქსია, 90 მგ ტაბლეტი N7; N28

არკოქსია

ARCOXIA

90 მგ ტაბლეტი N7; N28

ეტორიკოქსიბი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
დან53.93 ₾
არკოქსია, 60 მგ ტაბლეტი N7; N28

არკოქსია

ARCOXIA

60 მგ ტაბლეტი N7; N28

ეტორიკოქსიბი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
დან58.66 ₾
ეტეროკოქსია, 90 მგ ტაბლეტი N30

ეტეროკოქსია

Eterokoxia

90 მგ ტაბლეტი N30

ეტორიკოქსიბი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ეტეროკოქსიბ ნორმონი, 60მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ეტეროკოქსიბ ნორმონი

Etoricoxib Normon

60მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ეტორიკოქსიბი Normon, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
ფლექსიგენი, 90 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ფლექსიგენი

FLEXYGEN

90 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ეტორიკოქსიბი Synthon Hispania, ესპანეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური სუბსტანცია - ეტორიკოქსიბი - 90მგ

არააქტიური სუბსტანციები: ლაქტოზას მონოჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; პოვიდონი K- 30; ნატრიუმის კროსკარმელოზა; ნატრიუმის ლაურილ სულფატი; გასუფთავებული ტალკი; კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო; მაგნიუმის სტეარატი; შემომგარსავი ნაერთი - Ready mix col. White.

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, კოქსიბები.

ათქ კოდი: M01AH05

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ეტერიკოქსია კლინიკური დოზირების ფარგლებში წარმოადგენს ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექტიურ ინჰიბიტორს. კლინიკური კვლევების მსვლელობისას, დღეში 150მგ დოზირებისას იგი ახდენდა ცოგ-2-ის ინჰიბირებას ცოგ-1-ის ინჰიბირების გარეშე. ეტორიკოქსიბი არ აინჰიბირებს კუჭის პროსტაგლანდინების სინთეზს და არ მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციაზე. იდენტიფიცირებული ორი იზოფორმიდან, ცოგ-2 წარმოადგენს იმ ფერმენტის იზოფორმას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო იმპულსებით ინდუცირდება და განიხილება, როგორც ტკივილისა და ანთების პროსტანოიდური მედიატორების სინთეზზე პასუხისმგებელი ძირითადი ფაქტორი. ცოგ-2 ოვულაციის, იმპლანტაციის, არტერიული სადინრების დახურვის პროცესებში, თირკმელებისა და ცნს რეგულაციაში, ასევე წყლულების შეხორცების პროცესში არის ჩართული. ცოგ-2 იდენტიფიცირებულია ადამიანის კუჭის წყლულის ქსოვილებში, თუმცა წყლულის შეხორცებაში მისი მნიშვნელობა არ არის დადგენილი.

04

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პერორალურად მიღებული ეტეროკოქსია კარგად შეიწოვება. 120მგ დღეში ერთჯერადი დოზირებისას, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax = 3.6 µg/ml) აღინიშნება უზმოზე მიღებიდან დაახლოებით ერთ საათში, გეომეტრიული საშუალო ფართობი მრუდის ქვეშ (AUC0-24sT) - 37,8 µg სთ/მლ - ია. კლინიკური დოზირების ფარგლებში ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია.

საკვების ერთად პრეპარატის მიღება არ ახდენს ზეგავლენას შეწოვის ხარისხზე.

განაწილება

ეტორიკოქსიბის დაახლოებით 92% უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს 0,05-5მკგ/მლ კონცენტრაციის ფარგლებში. განაწილების მოცულობა წონასწორული მდგომარეობის დროს შეადგენს დაახლოებით 120ლ-ს.

მეტაბოლიზმი

ეტორიკოქსიბი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. დოზის 1%-ზე ნაკლები შარდთან ერთად გამოიყოფა საწყისი პრეპარატის სახით. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა CYP-ფერმენტების საშუალებით განხორციელებული კატალიზაციის გზით 6-ჰიდროქსიმეთილ დერივატის ფორმირება. ადამიანში იდენტიფიცირებულია ხუთი მეტაბოლიტი. ძირიტადი მეტაბოლიტია ეტორიკოქსიბის დერივატი 6-კარბოქსილმჟავა, რომელიც დერივატ 6-ჰიდროქსიმეთილის შემდგომი დაჟანგვით ფორმირდება. არსებული ძირითადი მეტაბოლიტები არ ამჟღავნებენ მნიშვნელოვან აქტივობას ან მხოლოდ ცოგ-2-ის ინჰიბირების სახით არიან სუსტად აქტიურები. ამ მეტაბოლიტებიდან არც ერთი არ აინჰიბირებს ცოგ-1-ს.

გამოყოფა

ჯანმრთელ მოხალისეებში რადიოიზოტოპით ნიშანდებული ეტორიკოქსიბის 25მგ დოზის ინტრავენურად ერთჯერადი შეყვანისას, რადიოაქტიურობის 70% შარდთან ერთად, 20% კი განავალთან ერთად გამოიყოფოდა, რაც ძირითადად მეტაბოლიტების სახით ხდებოდა. 2%-ზე ნაკლები კი შეუცვლელი პრეპარატის სახით გამოიყოფა. ეტორიკოქსიბის გამოყოფა, ძირითადად მეტაბოლიზმის საშუალებით და თირკმელების მიერ შემდგომი გამოყოფით ხორციელდება. წონასწორული კონცენტრაციების მიღწევა, დაგროვების დაახლოებითი მაჩვენებლის - 2სთ-ის თანხლებით, დღე-ღამეში ერთხელ 120მგ-ის მიღებისას შვიდი დღის განმავლობაში ხდება, რაც გამოყოფის პერიოდს - 22 საათს შეესაბამება. ინტრავენურად 25მგ-ის შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმის კლირენსი დაახლოებით 50მლ/წთ შეადგენს.

05

ჩვენებები

ტკივილებისა და ანთების სხვა სიმპტომების შემცირება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მწვავე პოდაგრული ართრიტის, მაანკილიზებელი სპონდილიტის და ოსტეოქონდროზის დროს.

სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილების ხანმოკლე მკურნალობა.

06

მიღების წესი და დოზირება

ეტეროკოქსია მიიღება პერორალურად, საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ეფექტი უფრო სწრაფია, თუ პრეპარატის მიღება მოხდება ჭამის წინ.

რეკომენდირებული დოზა - 90მგ დღეში ერთხელ.

მწვავე ტკივილებით მიმდინარე მდგომარეობის დროს ეტეროკოქსია გამოიყენება მხოლოდ მწვავე სიმპტომატიკის პერიოდის მანძილზე.

სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილები - რეკომენდირებული დოზა - 90მგ დღეში ერთხელ, არაუმეტეს 3 დღის მანძილზე.

ხანშიშესული ასაკის პაციენტები

ხანშიშესული ასაკის პაციენტებისათვის დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს. როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას, ხანშიშესული ასაკის პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ასევე, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

პედიატრიული პაციენტები

ეტეროკოქსიას გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.

07

გვერდითი მოვლენები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირად - ალვეოლური ოსტიტი; არახშირად - გასტროენტერიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები.

სისხლი და ლიმფური სისტემა

არახშირად - ანემია (უპირატესად კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შედეგად), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემა

ძალიან იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

ხშირად - შეშუპება/სითხის შეკავება; არახშირად - მადის გაზრდა ან დაქვეითება, წონაში მატება.

ფსიქიატრიული დარღვევები

არახშირად - შფოთვა, დეპრესია, გონებრივი აქტივობის დაქვეითება; იშვიათად - ჰალუცინაციები

ნერვული სისტემა

ხშირად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; არახშირად - უძილობა, დისგევზია, პარესტეზია/ჰიპესთეზია, ძილიანობა.

მხედველობის და სმენის ორგანოები

იშვიათად - ბუნდოვანი ხედვა, კონიუქტივიტი; შუილი ყურებში, ვერტიგო.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ხშირად - პალპიტაცია; არახშირად - წინაგულის ფიბრილაცია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არასპეციფიკური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე, სტენოკარდია; ხშირად - ჰიპერტენზია, ძალიან იშვიათად - ჰიპერტონული კრიზი.

რესპირატორული ტრაქტი

არახშირად - ხველა, დისპნოე, ცხვირიდან სისხლდენა, ძალიან იშვიათად - ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

ხშირად - გასტროინტესტინალური დარღვევები, დიარეა, დისპეპსია, დისკომფორტი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა; არახშირად - მუცლის შებერვა, მჟავას რეფლუქსი, ნაწლავის პერესტალტიკის ცვლილება, შეკრულობა, პირის სიმშრალე, გასტროდუედენური წყლულები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ეზოფაგიტი, ღებინება, გასტრიტი; ძალიან იშვიათად - პეპტიური წყლულები.

კანი და კანქვეშა ქსოვილები

ხშირად - ეკქიმოზი; არახშირად - სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი; იშვიათად - ერითემა; ძალიან იშვიათად - ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

თირკმელები და საშარდე გზები

არახშირად - პროტეინურია, სისხლის შრატში კრეატინინის დონის მომატება; ძალიან იშვიათად - თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით.

საერთო მდგომარეობა და პრეპარატის გამოყენების წესთან დაკავშირებული დარღვევები

ხშირად - ასთენია/სისუსტე, გრიპის მსგავსი სიმპტომები; არახშირად - ტკივილი გულმკერდის არეში.

08

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
  • აქტიური პეპტიური წყლული ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა;
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
  • ღვიძლის მძიმე დისფუნქცია (სისხლის შრატის ალბუმინი <25გ/ლ ან ≥10 ქულა

ჩაილდ-პიუს სკალით);

  • ბავშვები და მოზარდები 16 წლამდე;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა;
  • არტერიული ჰიპერტენზია (მუდმივი მაჩვენებლით 140/90 მმ ვწყ.სვ-ზე);
  • გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები.
09

ჭარბი დოზირება

კლინიკურ კვლევებში ეტეროკოქსიის 500მგ-მდე ერთჯერადი დოზის გამოყენებისას, ან მრავალჯერადი მიღებისას დოზებით 160მგ, 21 დღის განმავლობაში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ტოქსიურობა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიზანშეწონილია ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი თერაპიის დაწყება, როგორიცაა არააბსორბირებული პრეპარატის გამოდევნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პერორალური ანტიკოაგულანტები: სუბიექტებში, რომლებიც ქრონიკულად იტარებენ ვარფარინით მკურნალობას, დღეში 120მგ ეტერიკოქსიბის მიღება დაკავშირებულია პროთრომბინის დროის საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) მომატებასთან დაახლოებით 13%-ით.

შარდმდენები, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები: არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ შარდმდენებისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტი. თირკმლის დარღვეული ფუნქციით პაციენტებში აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II ანტაგონისტების გამოყენებამ ციკლო ოქსიგენაზას მაინჰიბირებელ საშუალებებთან შესაძლებელია გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით.

აცეტილსალიცილის მჟავა: შესაძლებელია ეტეროკოქსიას დანიშვნაერთდროულად აცეტილსალიცილის მჟავასთან , თუ ეს უკანასკნელი გამოიყენება დაბალი დოზებით (გულ-სისხლძარღვთა გართულების პროფილაქტიკისათვის)

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი: მათ გამოყენებამ ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთად ერთად შესაძლოა გაზარდოს ციკლოსპორინისა და ტაკროლიმუსის ნეფროტოქსიური ეფექტი.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

პაციენტებმა, რომლებსაც ეტერიკოქსიას გამოყენებისას აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ვერტიგო ან ძილიანობა, არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები.

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერში; 3 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

12

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.

13

ვარგისობის ვადა

3 წელი.

14

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.