8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01184 Rx · რეცეპტით

ესენციალე N

ESSENCIALE N

250მგ/5მლ 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

დან37.45 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ესენციალე N, 250მგ/5მლ 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
მწარმოებელი
Famar Health Care Services, ესპანეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰეპატოპროტექტორები
იმპორტიორი საქართველოში
შტადა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

5მლ · 5მლ · №5

  • PSP ყველაზე იაფი

    ესენციალე - Essentiale 5მლ 5 ამპულა

    8.36 ₾ / ც. × 5

    41.80 ₾

    44.00 ₾

    ყიდვა ↗
  • ავერსი

    ესენციალე N 5მლ #5ა

    8.80 ₾ / ც. × 5

50მგ/1მლ · 5მლ · №5

  • GPC ყველაზე იაფი

    ესენციალე ნ ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 5მლ ამპულა #5

    7.49 ₾ / ც. × 5

    37.45 ₾

    44.06 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ესენციალე ნ ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 5მლ ამპულა #5

    7.49 ₾ / ც. × 5

    37.45 ₾

    44.06 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ესენციური ფოსფოლიპიდები. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

5 მლ პრეპარატი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: გამომშრალი სუბსტანციის სოიოს მარცვლების ფოსფატიდილქოლინს, რომელიც შეიცავს 93% (3-სნ-ფოსფატიდილ)ქოლინს: სინონიმები - ესენციალური ფოსფოლიპიდები, EPL® - 250 მგ.

დამხმარე ნივთიერებებს: დეზოქსიქოლის მჟავას – 126,50 მგ; ნატრიუმის ჰიდროქსიდს – 13,40 მგ; ბენზილის სპირტს – 45,00 მგ, ნატრიუმის ქლორიდს – 12,00 მგ, რიბოფლავინს – 0,50 მგ; საინექციო წყალს – 5 მლ-მდე.

02

ზოგადი დახასიათება

გამჭვირვალე ყვითელი ხსნარი.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ჰეპატოპროტექტორი.

ათქ კოდი: A05C.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ესენციალური ფოსფოლიპიდები წარმოადგენს უჯრედის გარსისა და უჯრედის ორგანელების სრუქტურის ძირითად ელემენტს. ღვიძლის დაავადებებისას ყოველთვის არსებობს ღვიძლის უჯრედების გარსისა და მათი ორგანელების დაზიანება, რაც იწვევს მათთან დაკავშირებული ფერმენტებისა და რეცეპტორების სისტემების აქტიურობის დარღვევას, ღვიძლის უჯრედების ფუნქციური აქტივობის გაუარესებასა და რეგენერაციისადმი უნარის დაქვეითებას.

პრეპარატ ესენციალე® ნ-ის შემადგენლობაში შემავალი ფოსფოლიპიდები თავისი ქიმიური სტრუქტურით შეესაბამება ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს, მაგრამ აღემატება ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს აქტიურობით მათში პოლიგაუჯერებელი (ესენციალური) ცხიმოვანი მჟავების უფრო მაღალი შემცველობით. აღნიშნული მაღალენერგეტიკული მოლეკულების ჩაშენება ჰეპატოციტების უჯრედოვანი მემბრანების დაზიანებულ უბნებში აღადგენს ღვიძლის უჯრედების მთლიანობას, ხელს უწყობს მათ რეგენერაციას. მათი პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების ცის-ორმაგი ბმა ხელს უშლის უჯრედის გარსების ფოსფოლიპიდებში ნახშირწყალბადის ჯაჭვების პარალელურ განლაგებას, ჰეპატოციდების უჯრედის გარსის ფოსფოლიპიდური სტრუქტურა ~ფხვიერდება~, რაც განაპირობებს მათი დენადობისა და ელასტიურობის მომატებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. წარმოქმნილი ფუნქციური ბლოკები ზრდის მემბრანებზე ფიქსირებული ფერმენტების აქტიურობას და ხელს უწყობს უმნიშვნელოვანესი მეტაბოლური პროცესების მიმდინარეობას ნორმალური, ფიზიოლოგიური გზით.

პრეპარატ ესენციალეს® შემადგენლობაში შემავალი ფოსფოლიპიდები არეგულირებს ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმს, ნეიტრალური ცხიმებისა და ქოლესტერინის გადატანით დაჟანგვის ადგილებში, ძირითადად, ეს ხდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინთან შეკავშირების უნარის გაზრდით.

ამგვარად ხდება მანორმალიზებელი მოქმედება ლიპიდებისა და ცილების მეტაბოლიზმზე; ღვიძლის დეზინტოქსიკაციის ფუნქციაზე; ღვიძლის უჯრედის სტრუქტურისა და ფოსფოლიპიდებზე დამოკიდებული ფერმენტული სისტემების აღდგენასა და შენარჩუნებაზე; რაც შედეგად ხელს უშლის ღვიძლში შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებას.

ნაღველში ფოსფოლიპიდების გამოყოფისას ხდება ლითოგენური ინდექსის დაქვეითება და ნაღვლის სტაბილიზაცია.

05

ფარმაკოკინეტიკა

ძირითადად მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებთან შეკავშირებით ფოსფატიდილქოლინი გამოიყოფა, კერძოდ, ღვიძლის უჯრედებში.

ქოლინის კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 66 საათს, ხოლო უჯერი ცხიმოვანი მჟავების ნახევარგამოყოფის პერიოდი – 32 საათს.

06

ჩვენებები

ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (მათ შორის, შაქრიანი დიაბეტის დროს): მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი, ღვიძლისმიერი კომა და პრეკომა, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებები; ორსულობის ტოქსიკოზი; წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა, განსაკუთრებით, ჰეპატობილიარული სისტემის არეში ოპერაციის დროს; ფსორიაზი; რადიაციული სინდრომი.

07

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
  • 3 წლამდე საბავშვო ასაკი.

სიფრთხილით

  • ორსულობის დროს, პრეპარატის შემადგენლობაში ბენზილის სპირტის არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გამოიყოს პლაცენტურ ბარიერში (ბენზილის სპირტის შემცველი პრეპარატების გამოყენება დროულად დაბადებულ ახალშობილებში ან დღენაკლულ ახალშობილებში ასოცირდებოდა მათში ქოშინის სინდრომის განვითარებასთან ლეტალური შედეგით).
08

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოიყენება ინტრავენური ინექციისთვის, არ შეიძლება მისი შეყვანა კუნთში გაღიზიანების შესაძლო ადგილობრივი რეაქციების გამო. თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ ინტრავენურად ნელა შეიყვანება 1-2 ამპულა (5-10 მლ) ან მძიმე შემთხვევაში - 2-4 ამპულა (10-20 მლ) დღეში. ორი ამპულის შიგთავსი შეიძლება შეყვანილ იქნას ერთდროულად. არ შეურიოთ ერთ შპრიცში სხვა პრეპარატებთან ერთად. რეკომენდებულია ხსნარის გახსნა პაციენტის სისხლში შეფარდებით 1:1.

პრეპარატის გახსნის აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ 5% ან 10% დექსტროზის ხსნარი საინფუზიო შეყვანისთვის, ხოლო გახსნილი პრეპარატის ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე შეყვანის განმავლობაში.

არ შეიძლება პრეპარატის გახსნა ელექტროლიტური ხსნარებით (იზოტონური ხსნარი, რინგერის ხსნარი)!

რეკომენდებულია პრეპარატის პარენტერალურ შეყვანას რაც შეიძლება სწრაფად დაემატოს პერორალური მიღება.

09

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოქმედების სიხშირის შეფასების მიზნით გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100 - <1/10), არც ისე ხშირად (>1/1000 - <1/100), იშვიათად (>1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე ცნობილი არ არის (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება).

იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის შემადგენლობაში ბენზილის სპირტის არსებობის გამო შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარება.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ეგზანთემა ან ჭინჭრის ციება).

სიხშირე უცნობია: ქავილი.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ამ დრომდე ცნობილი არ არის.

განსაკუთრებული მითითება
გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი!

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის 250 მგ/5 მლ.

5 მლ პრეპარატი მუქი შუშის შევიწროვებულ ამპულებში.

5 ამპულა პვქ კონტურულ შეფუთვაში.

თითო კონტურული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

12

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 2˚C-8˚C ტემპერატურის პირობებში.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სია ბ.

13

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

14

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.