მონოგრაფია Nº 01146 ურეცეპტო
ეპიგენი
EPIGEN
0.1% კრემი 5მლ ტუბი # 1
დან69.99 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- glycyrrhizic acid (Glycyrrhizic acid)
- მწარმოებელი
- Cheminova Internacional, ესპანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- პანაცეა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი
ეპიგენ ინტიმი 0.1% 60მლ აეროზ*
ყიდვა ↗69.99 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: glycyrrhizic acid. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
გლიცირიზინებული მჟავა -------------------0.1%
დამხმარე ნივთიერებები: მალეინის მჟავა, ფუმარის მჟავა, ასკორბინის
მჟავა, ემულსიური ცვილი, ფენონიპი, არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აქტიური ნივთიერება - გლიცირიზინის მჟავა, განკუთვნილია ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციების სხვადასხვა ფორმებთან ბრძოლისათვის.
გლიცირიზინის მჟავას გააჩნია ვირუსის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულირებადი მოქმედება
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით ჰერპესის ვირუსით ტუჩების, პირის ღრუსა და ცხვირის არეში ლორწოვანი გარსისა და კანის დაზიანების შემთხვევაში.
ტუჩების არეში ანთება, სიმშრალე, დაწყლულება, ნახეთქები და სხვა დაზიანება.
გენიტალური ჰერპესი, გარე არახელსაყრელი ფაქტორებისაგან ტუჩების დაცვა.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის თხელი ფენა წაისვით 3-5 ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში დაზიანებულ კანზე და ლორწოვან გარსზე, არ შეიზილოთ.
აუცილებლობის შემთხვევაში გააგრძელეთ მკურნალობის კურსი დაავადების სიმპტომების სრულ გაქრომამდე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ვირუსის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად (აციკლოვირი, იოდო- ურიდინი, ინტერფერონი) ეპიგენის მიღების დროს აღინიშნება ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერება.
ვირუსული ინფექციის მკურნალობის კურსის ჩატარების დროს არ არის რეკომენდირებული ინტერფერონოგენების მიღება.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.