8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01133 ურეცეპტო

ენტეროჯერმინა

ENTEROGERMINA

4 მილიარდი Bacillus Clausii-ის სპორა/5მლ 5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №10

დან24.88 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
ენტეროჯერმინა, 4 მილიარდი Bacillus Clausii-ის სპორა/5მლ 5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №10
მოქმედი ნივთიერება
ბაცილუს კლაუსი (Bacillus clausii)
მწარმოებელი
Sanofi-aventis S.P.A, იტალია
იმპორტიორი საქართველოში
შტადა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

2მლრდ/5მლ · 5მლ · №10

  • GPC ყველაზე იაფი

    ენტეროჯერმინა სუსპენზია ორალური 2მლრდ/5მლ ფლაკონი #10

    2.49 ₾ / ც. × 10

    24.88 ₾

    29.27 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ენტეროჯერმინა სუსპენზია ორალური 2მლრდ/5მლ ფლაკონი #10

    2.49 ₾ / ც. × 10

    24.88 ₾

    29.27 ₾

    ყიდვა ↗

4მლრდ/5მლ · 5მლ · №10

  • GPC ყველაზე იაფი

    ენტეროჯერმინა ფორტე სუსპენზია ორალური 4მლრდ/5მლ ფლაკონი #10

    3.82 ₾ / ც. × 10

    38.22 ₾

    44.97 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ენტეროჯერმინა ფორტე სუსპენზია ორალური 4მლრდ/5მლ ფლაკონი #10

    3.82 ₾ / ც. × 10

    38.22 ₾

    44.97 ₾

    ყიდვა ↗

6მლრდ · 2გრ · №9

  • GPC ყველაზე იაფი

    ენტეროჯერმინა ფხვნილი ორალური 6მლრდ 2გრ #9

    5.95 ₾ / ც. × 9

    53.51 ₾

    62.95 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ენტეროჯერმინა ფხვნილი ორალური 6მლრდ 2გრ #9

    5.95 ₾ / ც. × 9

    53.51 ₾

    62.95 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ბაცილუს კლაუსი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ერთი ფლაკონი (5 მლ) შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: Bაცილლუს ცლაუსიი-ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტულ სპორებს - 4 მილიარდი;

დამხმარე ნივთიერება: გასუფთავებული წყალი – 5 მლ-მდე.

აღწერილობა: ოპალესცენტური თითქმის თეთრი ფერის სითხე.

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

დიარეის საწინააღმდეგო მიკროორგანიზმები.

ათქ კოდი: A07FA.

03

ჩვენებები

ნაწლავური დისბაქტერიოზისა და შემდგომი ენდოგენური დევიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის განმავლობაში გადაგვარებული ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენის დასახმარებელი თერაპია.

გამოყენების წესი და დოზირება

მიიღება მხოლოდ პერორალურად!

ნუ გაიკეთებთ ინექციას!

პრეპარატი უნდა დალიოთ!

არ შეიძლება ნებისმიერი სხვა გზით მიღება!

04

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები: 1 ფლაკონი დღეში.

მოზრდილთათვის დღიური დოზა შეადგენს: 4-6 მილიარდ Bაცილლუს ცლაუსიი-ის სპორს დღე-ღამეში.

ფლაკონი ენტეროჯერმინა® ფორტე 4 მლრდ/5 მლ არ იყოფა!

პაციენტის მდგომარეობის მიხედვით მკურნალ ექიმს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს სხვა დღიურ დოზირებას, რომელიც არ შეადგენს 4 მლრდ/დღე-ღამეში, რისთვისაც საჭირო იქნება პრეპარატ ენტეროჯერმინას® სხვა კონცენტრაცია.

როდესაც პრეპარატი ინიშნება ბავშვებში, მათ შორის ჩვილ ბავშვებში, დოზით 4 მლრდ-ზე ნაკლები Bაცილლუს ცლაუსიი-ის სპორი დღე-ღამეში, ენტეროჯერმინა® ფორტე 4 მლრდ/5 მლ ფლაკონში არ უზრუნველყოფს ადეკვატურ დოზირებას, ამიტომ საჭირო იქნება პრეპარატი ენტეროჯერმინა®, რომელიც შეიცავს Bაცილლუს ცლაუსიი-ის სპორებს ნაკლები კონცენტრაციით.

მოხსენით ფლაკონი ფლაკონების ლენტს. შეანჯღრიეთ ფლაკონი. ფლაკონის ზედა ნაწილი დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით და მოხსენით. ფლაკონის შიგთავსი გააზავეთ დამტკბარ წყალში, რძეში, ჩაისა თუ ფორთოხლის წვენში ან მიიღეთ პრეპარატი წინასწარი გაზავების გარეშე.

05

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითება და გაფრთხილება გამოყენებასთან დაკავშირებით
განსაკუთრებული მითითება

  • ანტიბიოტიკების თერაპიის კურსის დროს ენტეროჯერმინა® ფორტეს გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ანტიბიოტიკის ორი თანმიმდევრული დოზის მიღებებს შორის (მაგალითად, ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ)
  • ენტეროჯერმინა® ფორტეს ფლაკონში ხილული ნაწილაკების შესაძლო არსებობა გამოწვეულია Bაცილლუს ცლაუსიი-ის სპორების აგრეგატებით და ამიტომ არ მიუთითებს პრეპარატში მომხდარ ცვლილებას.
  • პრეპარატის მიღებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.
06

განსაკუთრებული მითითებები

მიიღება მხოლოდ პერორალურად! ნუ გაიკეთებთ ინექციას!

პრეპარატი უნდა დალიოთ!

ნუ მიიღებთ ნებისმიერი სხვა გზით!

სამკურნალო საშუალების არასწორად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარება, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი.

არ შეინახოთ პრეპარატი ფლაკონის გახსნის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ სუსპენზიის დაბინძურება.

07

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მოცემული პრეპარატის მიღება უკუნაჩვენები არ არის.

08

გვერდითი მოვლენები

პოსტმარკეტინგული კვლევის დროს გამოვლენილია შემდეგი შესაძლო გვერდითი რეაქციები:

  • ალერგიული რეაქციები: როგორიცაა გამონაყარი და ჭინჭრის ციება.
  • კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები: ანგიონევროზული შეშუპება.
09

ჭარბი დოზირება

ამ მომენტისათვის დოზის გადაჭარბების კლინიკური გამოვლინებები რეგისტრირებული არ არის.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად მიღების შედეგად ცნობილი არ არის.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის შესაძლებლობებზე.

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში. 10 ან 20 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

12

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30Oჩ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

13

ვარგისობის ვადა

2 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რათა თავიდან აიცილოთ სუსპენზიის დაბინძურება.

14

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.