მონოგრაფია Nº 03914 ურეცეპტო
ენტეროსგელი
ENTEROSGEL
90გ ტუბი #1 შეფუთვაში
დან27.74 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- მეთილსილიციუმის ჰიდროგელი (Polymethilsiloxane polyhydrate)
- მწარმოებელი
- BIOLINE, ჩეხეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
90გ · 90გრ
-
PSP ყველაზე იაფი
ენტეროსგელი - Enterosgel 90გრ
ყიდვა ↗27.74 ₾
32.63 ₾
-
ავერსი
ენტეროსგელი 90გ #1 პასტა
ყიდვა ↗32.62 ₾
90გრ
-
GPC ყველაზე იაფი
ენტეროსგელი შინაგანი მისაღები პასტა 90გრ ტუბი #1
ყიდვა ↗27.74 ₾
32.63 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ენტეროსგელი შინაგანი მისაღები პასტა 90გრ ტუბი #1
ყიდვა ↗27.74 ₾
32.63 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: მეთილსილიციუმის ჰიდროგელი. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
:
100გ პრეპარატი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: პოლიმეთილსილოქსანის პოლიჰიდრატი 70გ. დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი 30გ.
ჩვენებები
დეტოქსიკაციური საშუალების სახით მოზრდილებში და ბავშვებში: სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაცია; ძლიერმოქმედი და შხამიანი ნივთიერებებით, მათ შორის სამკურნალო საშუალებებით და ალკოჰოლით, ალკალოიდებით, მძიმე ლითონების მარილებით ძლიერი მოწამვლა; ნებისმიერი წარმოშობის ნაწლავთა მწვავე ინფექციების (ტოქსიკოინფექცია, სალმონელოზი, დიზენტერია, ინფექციური ეტიოლოგიის დიარეის სინდრომი, დისბაქტერიოზი) დროს კომპლექსური თერაპიის ფარგლებში; გამოხატული ინტოქსიკაციით მიმდინარე ჩირქოვან-სეპტიკური დაავადებების დროს კომპლექსური თერაპიის ფარგლებში; საკვებით ან პრეპარატებით გამოწვეული ალერგია; ჰიპერბილირუბინემია (ვირუსული ჰეპატიტები) და ჰიპერაზოტემია (თირკმელების ქრონიკული უკმარისობა); საშიშ წარმოებაში დასაქმებულ სუბიექტებში ქრონიკული ინტოქსიკაციის პროფილაქტიკის მიზნით (პოლიტროპული მოქმედების მქონე ქიმიური საშუალებებით, ქსენობიოტიკებით, ინკორპორირებული რადიონუკლიდებით, ტყვიის ნაერთებით, ვერცხლისწყლით, დარიშხანით, ნავთობპროდუქტებით, ორგანული გამხსნელებით, აზოტის ჟანგით, ნახშირბადით, ფტორიდებით, მძიმე ლითონების მარილებით ინტოქსიკაცია, რაც უკავშირდება პროფესიულ საქმიანობას).
უკუჩვენებები
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა, ნაწლავების ატონია.
პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
ენტეროსგელი არ არის უკუნაჩვენები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება
ენტეროსგელის პასტა მიიღება შიგნით (პერორალურად), საკვების ან სხვა პრეპარატის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს 1-2 საათიანი ინტერვალით, საჭიროა წყლის მიყოლება. რეკომენდებულია საჭირო რაოდენობის პრეპარატი გაიხსნას ჭიქაში სამმაგი ოდენობის ოთახის ტემპერატურის წყალში ან მიიღება შიგნით ანუ პერორალურად და წყლის მიყოლებით.
დოზა მოზრდილებისათვის: 15გ-22,5გ (1-1,5 სუფრის კოვზი) დღეში 3-ჯერ. დღიური დოზა 45გ-67,5გ.
დოზა 5-14 წლის ბავშვებისათვის: 15გ (1 სუფრის კოვზი) დღეში 3-ჯერ. დღიური დოზა 45გ.
დოზა 5 წლამდე ბავშვებისათვის: 7,5გ (0,5 სუფრის კოვზი) დღეში 3-ჯერ. დღიური დოზა 22,5გ.
ბუნებრივ კვებაზე (ძუძუზე) მყოფ ბავშვებში რეკომენდებულია 2,5გ (0,5 ჩაის კოვზი) პრეპარატი გაიხსნას სამმაგი ოდენობის რძეში ან წყალში, რომელიც მიიღება ყოველი კვების წინ (დღეში 6-ჯერ).
ქრონიკული ინტოქსიკაციის პროფილაქტიკისათვის ინიშნება 22,5გ დოზა დღეში 2-ჯერ 7-10 დღე ყოველ თვე. მწვავე ინტოქსიკაციის დროს პირველი სამი დღის განმავლობაში შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაორმაგება.
მკურნალობის ხანგრძლივობა ძლიერი მოწამვლის დროს არის 3-5 დღე, ქრონიკული ინტოქსიკაციის და ალერგიული მდგომარეობების შემთხვევაში კი 2-3 კვირა. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
:
შესაძლოა აღინიშნოს ღებინება, ყაბზობა. თირკმელების და-ან ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს მოსალოდნელია პრეპარატის მიმართ ზიზღის გრძნობა. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ენტეროსგელთან ერთად მიღებისას შესაძლოა შემცირდეს სხვა პრეპარატების შეწოვა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღება შესაძლებელია კომპლექსური თერაპიის ფარგლებში სხვა პრეპარატებთან ერთად თუ დაცული იქნება 2 საათიანი ინტერვალი.
შენახვის პირობები
ინახება არანაკლებ 4C და არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეფუთვის გახსნის შემდეგ საჭიროა მისი დაცვა გამოშრობისაგან. დაუშვებელია გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
ზოგადი დახასიათება
თეთრი მოკრემისფრო შეფერილობის უსუნო ერთგვაროვანი პასტისებრი მასა.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.