8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01121 Rx · რეცეპტით

ენბრელი

ENBREL

50მგ/1მლ 1მლ კანქვეშ შესაყვანი საინიექციო ხსნარი მზა შპრიცი №4

მოქმედი ნივთიერება
Etanercept
მწარმოებელი
ფაიზერი, აშშ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მონოკლონური ანტისხეულები
იმპორტიორი საქართველოში
ფაიზერი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Etanercept. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

1 მლ ხსნარის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ენტერცეპტი 50.0მგ
დამხმარე ნივთიერებები: არგინინის ჰიდროქლორიდი 5.3 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 5.8 მგ, საქაროზა 10.0მგ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი 1.2 მგ, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი 2.9 მგ, საინექციო წყალი 1.0 მლ.
აღწერილობა
გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცირებული უფერო ან ღია ყვითელი ფერის სითხე. დასაშვებია მცირე, გამჭვირვალედან თეთრ ფერამდე ამორფული ცილოვანი ჩანართების არსებობა.

02

ჩვენებები

რევმატოიდული ართრიტი
მეთოტრექსატთან კომბინაციაში ენბრელი ინიშნება მოზრდილებში საშუალო და მაღალი ხარისხის აქტიური რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისას, როდესაც რეაქცია ბაზისურ ანთების საწინააღმდეგო პრეპარტებზე, მათ შორის მეთოტრექსატზე იყო არაადექვატური.
ენბრელის დანიშვნა შეიძლება მონოთერაპიის სახით მეტოპტრექსატის არაეფექტურობის ან აუტანლობის შემთხვევაში.
ენბრელი ნაჩვენებია მძიმე, აქტიური და მოპროგრესირე ართრიტის მკურნალობისთვის მოზრდილებში რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ მეტოტრექსატით.
ბავშვთა იუვენილური იდიოპათიური პოლიართრიტი
აქტიური ბავშვთა იდიოპათიური პოლიართრიტის მკურნალობა 4-17 წლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მეტოტრექსატის არასაკმარისი ეფექტურობა ან აუტანლობა.
ფსორიაზული ართრიტი
აქტიური ან მოპროგრესირე ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა მოზრდილებში, როდესაც პასუხი საბაზისო ანთების საწინააღმდეგიო საშუალებებზე არის არაადექვატური.
მაანკილოზებელი სპონდილიტი
იმ ზრდასრული პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც აქვთ აქტიური მაანკილოზებელი სპონდილიტი, რომლებშიც ტრადიციულმა თერაპიამ არ გამოიწვია არსებითი გაუმჯობესება.
ფსორიაზი
ზომიერი და მძიმე ხარისხის ფსორიაზით დაავადებულების მკურნალობა, რომლებსაც აქვთ უკუჩვენება ან სხვა სისიტემური თერაპიის აუტანლობა, მათ შორის ციკლოსპორინის, მეთოტრექსატის ან ფოტოქიმიოთერაპიის.
8 წლის ან უფროსი ასაკის მძიმე ხარისხის ქრონიკული თერაპიით დაავადებული ბავშვების მკურნალობა, რომლებსაც აღენიშნებოდათ აუტანლობა ან არასაკმარისი პასუხი სხვა სისტემურ ან ფოტოთერაპიაზე.

03

მიღების წესი და დოზირება

კანქვეშ.
ენბრელი ინიშნება და კონტროლირდება ექიმის მიერ, რომელსაც აქვს გამოცდილება რევმატოიდული ართრიტის, ბავშვთა იდიოპათიური პოლიართრიტის, ფსორიაზული ართრრიტის, ანკილოზური სპონდილიტის და ფსორიაზის დიაგნოსტიკაში და მკურნალობაში.
ენბრელი მზა ხსნარის სახით 25მგ (ერთჯერადი შპრიცი, რომელიც შეიცავს 0.5მლ პრეპარატს) და 50მგ (ერთჯერადი შპრიცი, რომელიც შეიცავს 1.0მლ პრეპარტს) გამოიყენება პაციენტებისთვის, რომელთა სხეულის წონა 62.5კგ-ს აწარბებს. 62.5კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის პაციენტებში ხსნარის გასაკეთებლად გამოიყენა ლიოფილიზატი.
პრეპარტის შეყვანის წინ აუცილებელია ინსტრუქციის კარგად შესწავლა, რომელიც თან ერთვის მოცემულ განყოფილებას.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ექთანს, რომლებიც მუშაობენ პრეპარტთან ენბრელი.

04

შენახვის პირობები

შენახვის ვადა
2 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება 2-8°C –ზე.
არ შეიძლება გაყინვა
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

05

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.