8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00956 Rx · რეცეპტით

დიცინონი

Dicynon

250მგ/მლ საინექციო ხსნარი 2მლ ამპულა # 50

დან116.92 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
დიცინონი, 250მგ/მლ საინექციო ხსნარი 2მლ ამპულა # 50
მოქმედი ნივთიერება
ეტამზილატი (Etamsylate)
მწარმოებელი
Lek d.d., სლოვენია
იმპორტიორი საქართველოში
სანდოზი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    დიცინონი ხსნარი საინექციო 250მგ/2მლ ამპულა #50

    2.34 ₾ / ც. × 50

    116.92 ₾

    137.55 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    დიცინონი ხსნარი საინექციო 250მგ/2მლ ამპულა #50

    2.34 ₾ / ც. × 50

    116.92 ₾

    137.55 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    დიცინონი - Dicynone 250მგ/2მლ 50 ამპულა

    2.76 ₾ / ც. × 50

    138.14 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ეტამზილატი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ეტამზილატი.
2 მლ ხსნარი (ერთი ამპულა) შეიცავს 250 მგ ეტამზილატს.
1 მლ ხსნარი შეიცავს 125 მგ ეტამზილატს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (Е223), ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საინექციო წყალი.

02

ზოგადი დახასიათება

უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ATC კოდი: B02BX01. სხვა სისტემური ჰემოსტატიკები.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ეტამზილატი არის სინთეტური სისხლის შემაჩერებელი და ანგიოპროტექტორული საშუალება, რომელიც მოქმედებს ჰემოსტაზის საწყის სტადიაზე (ენდოთელიუმს და თრომბოციტებს შორის ურთიერთქმედების სტადიაზე). თრომბოციტების ადგეზიის გაუმჯობესების და კაპილარული წინააღმდეგობის აღდგენის წყალობით, ის ამცირებს სისხლდენის დროს და სისხლის დანაკარგების მოცულობას.
ეტამზილატს არ გააჩნია სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი, ის არ ახდენს გავლენას ფიბრინოლიზზე და შედედების პლაზმურ ფაქტორებზე.

05

ფარმაკოკინეტიკა

30-50 მკგ/მლ-ის ტოლი პიკური დონე პლაზმაში აღინიშნება 500 მგ-იანი დოზით ეტამზილატის ი/ვ ან ი/მ შეყვანიდან ერთი საათის შემდეგ. ბმა პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 95%. ეტამზილატი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. დედის და ჭიპლარის სისხლში აღინიშნება პრეპარატის მსგავსი დონეები. აღწევს თუ არა ეტამზილატი დედის რძეში, უცნობია. ეტამზილატი სუსტად მეტაბოლიზდება. ეტამზილატი უმთავრესად გამოიყოფა თირკმელებით, ამასთან 85% – უცვლელი სახით. პლაზმიდან ნახევრად გამოყოფის საშუალო პერიოდი – 2 საათია. დოზის დაახლოებით 70-80% გამოიყოფა შარდთან ერთად პირველი 24 საათის განმავლობაში.
ეცვლებათ თუ არა ეტამზილატის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებს თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, უცნობია.

06

ჩვენებები

  • წინა-, ინტრა- ან ოპერაციის შემდგომი კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა ყველა რთული ოპერაციის დროს ან ოპერაციებისას კარგად ვასკულიზებულ ქსოვილებზე: ოტოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, მეანობაში, უროლოგიაში, სტომატოლოგიაში, ოფტალმოლოგიაში ან პლასტიკურ და აღდგენით ქირურგიაში.
  • ნებისმიერი წარმოშობის და ლოკალიზაციის კაპილარული სისხლდენის მკურნალობა.
  • პერივენტრიკულარული სისხლჩაქცევების პროფილაქტიკა უდღეურ ბავშვებში.
07

უკუჩვენებები

  • მწვავე პორფირია.
  • ბრონქული ასთმა, მომატებული მგრძნობელობა სულფიტების მიმართ.
  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ..
08

განსაკუთრებული მითითებები

არამდგრადი არტერიული წნევის ან ჰიპოტენზიის მქონე ავადმყოფებისთვის პარენტერალური შეყვანის დროს არტერიული წნევის ვარდნის რისკთან დაკავშირებით აუცილებელია სიფრთხილის დაცვა (იხ. «გვერდითი მოქმედება»).
პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტი, რომელმაც შეიძლება მგრძნობიარე პაციენტებში გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, გულისრევა და დიარეა.
ალერგიულ რეაქციებს შეიძლება გააჩნდეთ გამოხატული ხასიათი, ანაფილაქტიკურ შოკამდეც კი და შეუძლიათ სიცოცხლისთვის საშიში ასთმის შეტევების გამოწვევა. ამგვარი ალერგიული რეაქციები გავრცელება უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, მაღალი არ უნდა იყოს. მომატებული მგრძნობელობა სულფიტების მიმართ ბრონქული ასთმის მქონე ავადმყოფებს აღენიშნებათ უფრო ხშირად, ვიდრე იმ პირებს, ვისაც ეს დაავადება არ აწუხებს (იხ. «უკუჩვენებები»). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს პრეპარატის შეყვანა.

09

ორსულობა და ლაქტაცია

კლინიკური მონაცემები პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა ვერ გამოავლინეს რაიმენაირი პირდაპირი ან ირიბი ტოქსიკურობა, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა ორსულობაზე, ემბრიონალურ, ფეტალურ და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე. გამოყენება ორსულობის დროს უნდა მოხდეს სიფრთხილით.
პრეპარატის დედის რძეში შეღწევის უნარის თაობაზე მონაცემების არ არსებობასთან დაკავშირებით, ძუძუთი კვება მკურნალობის დროს არ შეიძლება. თუკი ძუძუთი კვება გრძელდება, მაშინ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
გამოკვლევები ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების თაობაზე არ ჩატარებულა.

10

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და მოზარდები
ოპერაციის წინ: 1-2 ამპულა ი/ვ ან ი/მ ერთი საათით ადრე ქირურგიულ ჩარევამდე.
ოპერაციის დროს: 1-2 ამპულა ი/ვ, განმეორდეს აუცილებლობისდა მიხედვით.
ოპერაციის შემდეგ: 1-2 ამპულა, განმეორდეს ყოველ 4-6 საათში მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ შენარჩუნებული იქნება სისხლდენის რისკი.
გადაუდებელი სიტუაციებისას და შემთხვევის სიმძიმის მიხედვით: 1-2 ამპულა ი/ვ ან ი/მ, განმეორდეს ყოველ 4-6 საათში სისხლდენის რისკის გაქრობამდე.
ადგილობრივად გამოყენება: საფენი უნდა დასველდეს ერთი ერთი ამპულის შემადგენლობით და დაეფინოს სისხლმდენ არეს ან მოთავსდეს კბილის ამოღების შემდეგ წარმოქმნილ ღრუში.
აუცილებლობის შემთხვევაში აპლიკაცია უნდა განმეორდეს. შესაძლებელია კომბინაცია შინაგანად ან პარენტერალურად მიღებასთან.

ბავშვები
მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზის ნახევარი.

ახალშობილები
10 მგ სხეულის მასის კგ-ზე (0,1 მლ = 12,5 მგ) ინტრამუსკულარული ინექციების სახით დაბადებიდან პირველ 2 საათში, შემდეგ ყოველ 6 საათში 4 დღის განმავლობაში.

პაციენტები ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობით
პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობით კლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ასეთი პაციენტებისთვის დიცინონის საინექციო ხსნარის დანიშვნისას

საინექციო ხსნარი შეუთავსებელია ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ან ლაქტატის შემცველ ხსნარებთან.
დიცინონის ხსნარის შერევა ერთ შპრიცში სხვა წამლებთან არ შეიძლება.
თუ პრეპარატი შეერევა ფიზიოლოგიურ ხსნარს, მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.

11

გვერდითი მოვლენები

სიხშირის და ორგანოების სისტემების მიხედვით გვერდითი ეფექტების კლასიფიცირება MedDRA-ს კონვენციის შესაბამისად შემდეგნაირად ხდება:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), неხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე განსაზღვრა შეუძლებელია).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ხშირი: გულისრევა, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში.
იშვიათი: მწარე გემო, ღებინება.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან
ხშირი: გამონაყარი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ხშირი: ასთენია.
ძალიან იშვიათი: ციებ-ცხელება.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
ხშირი: თავის ტკივილი.
დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან
ძალიან იშვიათი: თრომბოემბოლია, არტერიული ჰიპოტენზია.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან
იშვიათი: ტკივილი სახსრებში, ტკივილები ზურგში/ზურგის ქვედა ნაწილში.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: მწვავე პორფირია.
ჩვეულებრივ ეს რეაქციები მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ შექცევადია.
კანის რეაქციების ან მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და მკურნალი ექიმის ინფორმირება, ვინაიდან, ეს შეიძლება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშანი იქნეს.
თუ გვერდითი ეფექტების გამოხატულობა მზარდი ხდება ან წარმოიქმნება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომელნიც არ არიან ჩამოთვლილნი ამ ჩანართ ფურცელში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

12

ჭარბი დოზირება

დღევანდელ დღემდე ჭარბი დოზირების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ ყოფილა.
რეკომენდებულია სიმპტომატური მკურნალობა.

13

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პრეპარატის შემცველობაში არსებული სულფიტი ტიამინის (ვიტამინი В1) ინაქტივირებას ახდენს.
თუ აუცილებელის დექსტრანის ინფუზია, დიცინონის შეყვანა უნდა მოხდეს უფრო ადრე. დღევანდ
ელ დღემდე შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

უფერო, გამჭვირვალე ხსნარი I კლასის უფერო მინის ამპულებში.
50 ამპულა, 2 მლ ხსნარით, შეფუთვაში.

15

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას.

16

ვარგისობის ვადა

5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე და ამპულაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.
თუ ამპულის შიგთავსმა შეფერილობა შეიძინა, პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

მხოლოდ საავადმყოფოებში და პოლიკლინიკებში გამოსაყენებალდ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.