მონოგრაფია Nº 00913 ურეცეპტო
დეტოქს-ენდოტოქსის ხაზი (ნატუროპათი)
DETOX-ENDOTOX (Naturopath)
- მწარმოებელი
- GUNA, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- GUNA
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
რა არის დეტოქს-ენდოტოქსი?
დეტოქს-ენდოტოქსი ჰომეოპათიური კომპლექსური პრეპარატების
სერიაა, უზრუნველყოფს მიზანმიმართულ დეტოქსიკაციას და ეფექტურ დრენაჟს.
შეიცავს: ჰომეოპათიურ, სუისორგანულ კომპონენტებს, ნოზოდებს,
შუალედურ კატალიზატორებს, ჰემო-ფიტოთერაპიულ და იზოთერაპიულ ელემენტებს.
როგორ მუშაობს ეს პრეპარატები?
დეტოქსი განკუთვნილია ზოგადი დეტოქსიკაციისათვის, მათ შორის
ეგზოგენური ტოქსინების დრენაჟისათვის. ენდოტოქსი გამოიყენება
ორგანული კატაბოლიტების და იმ პროდუქტების დეტოქსიკაციისა
და დრენაჟისათვის, რომლებიც მეტაბოლიზმის დარღვევების შედეგად
გროვდება (ენდოგენური ტოქსინები).
როდის შეიძლება მათი მიღება?
დეტოქს-ენდოტოქსი გამოიყენება სპეციფიური დეტოქსიკაციური
თერაპიისათვის ან მკურნალობის ხანგრძლივი კურსის დროს როგორც
შემანარჩუნებელი თერაპია.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური
მიღებისათვის. 10-30 წვეთი სამჯერ დღეში.
დაწვრილებითი ინფორმაცია თერაპიის სქემების, დეტოქს-ენდოტოქსის
ჯგუფის პრეპარატების შემადგენლობის, მათი დანიშვნის ჩვენებების
შესახებ წარმოდგენილია GUNA თერაპიის კომპენდიუმის
მეორე ტომში და საიტზე: www.aic.ge
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.