მონოგრაფია Nº 00896 ურეცეპტო
დენტოტოქსის ხაზი (ნატუროპათი)
DENTOTOX (Naturopath)
- მწარმოებელი
- GUNA, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- GUNA
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
რა არის დენტოტოქსი?
ადამიანის ბიოსისტემის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულების
თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქსენომოლეკულურ
მასალებს, რომლებსაც 21 საუკუნის ადამიანები საკუთარ
ბიოლოგიურ სისტემებში თითქმის მუდმივად ატარებენ.
ქსენო-მოლეკულური მასალა თანამედროვე მედიცინაში ფართოდაა
გამოყენებული – სტომატოლოგიური ბჟენები და შტიფტები, სატრანსპლანტაციო
ორგანოები, გულის ხელოვნური სარქვლები,
ბარძაყის პროთეზები და ა.შ.
უკანასკნელ წლებში გამოქვეყნდა მრავალი კვლევა, რომლებიც
კბილების დაბჟენის დროს ამალგამის გამოყენებას და მის იმუნოსუპრესიულ
ეფექტს ეხება.
დენტოტოქს-პრეპარატები, ძირითადად, სტომატოლოგიური მასალის
გამოყენების შედეგად განვითარებული ინტოქსიკაციის, ძირითადად
დენტალური პათოლოგიების სამკურნალოდ გამოიყენება.
როგორ მუშაობს ეს პრეპარატები?
დენტოტოქსი კომპლექსური პრეპარატების სერიაა, შედგება ჰომეოპათიური,
სუისორგანული კომპონენტების, ნოზოდების, პოტენცირებული
ალოპათიური პრეპარატების და სტომატოლოგიური მასალის
იზოპათიური განზავებებისაგან.
ჰომეოპათიური კომპონენტები მოქმედებს სიმპტომებზე და დაზიანებულ
არეზე. გააჩნიათ სამმაგი მოქმედება: დრენაჟი, დეტოქსიკაცია
და იმუნოკორექცია.
ნოზოდები (Luesinum) მოქმედებენ ისეთ დიათეზზე, რომელიც,
უმეტესად, დენტალური პათოლოგიების მქონე პაციენტებში ჭარბობს.
პოტენცირებული ალოპათიური კომპონენტები იატროგენული ალოპათიური
მკურნალობის გვერდით ეფექტებს ანეიტრალებს.
სტომატოლოგიური მასალის იზოპათიური განზავებები, ტოქსიურ
სტომატოლოგიურ მასალაზე შემბოჭავ, დეტოქსიკაციურ და დრენა-
ჟულ ეფექტს ავლენს.
როდის შეიძლება მათი მიღება?
– სტომატოლოგიაში მკურნალობის დროს. განსაკუთრებით, ამალდენტოტოქსი
გამის და სტომატოლოგიაში გამოყენებული სხვა მასალის დეტოქსიკაციისათვის.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური
მიღებისათვის. 10-30 წვეთი 3-ჯერ დღეში.
დენტოტოქსი #1 ამალგამა I
დენტოტოქსი #2 ამალგამა II
დენტოტოქსი #3 პრე-ამალგამა
დენტოტოქსი #4 სტომატოლოგიური დრენაჟი
დენტოტოქსი #5 კომპოზიტები
დენტოტოქსი #6 ფაიფური
დენტოტოქსი #7 ანესთეზია
დენტოტოქსი #8 ინფექციები
დენტოტოქსი #9 ღრძილი
დენტოტოქსი #10 ფტორი
დენტოტოქსი #11 დამამშვიდებელი
დენტოტოქსი #12 ცემენტი
დენტოტოქსი #13 კბილის არხი
დენტოტოქსი #14 დასხივება
დენტოტოქსი #15 ოპერაციისწინა
დენტოტოქსი #16 ოპერაციის შემდგომი
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.