მონოგრაფია Nº 00856 ურეცეპტო
ციკლოდინონი
Cyclodynon
50მლ შიგნით მისაღები წვეთები შუშის ფლაკონში
- მოქმედი ნივთიერება
- ადამის ხე /ხეპილპილა/ (Agnus castus)
- მწარმოებელი
- Bionorica SE, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფიტოპრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ბიონორიკა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ადამის ხე /ხეპილპილა/. ჯერ ყველაზე იაფი.
კასტაგნუსი
45მგ ტაბლეტი №30
ციკლოდინონი
Cyclodynon
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
აკასტუსი
Acastus
ტაბლეტი #30
პრეფემინი
20მგ ტაბლეტი №30
დისმატექსი
DISMATEX®
4მგ მყარი კაფსულა №30
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
აქტიური ნივთიერება:
ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი (agni casti fructus)
შემადგენლობა
100გრ წვეთი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფის 0.240გრ მშრალ ექსტრაქტს (7-11:1). ექსტრაგენტი: ეთილის სპირტი 70% (მოცულობითი თანაფარდობით).
სხვა ინგრედიენტები:
არააქტიური ინგრედიენტები: პიტნის არომატიზატორი, პოლისორბატი 20, პოვიდონი, ნატრიუმის საქარიდის დიჰიდრატი, სორბიტოლი 70% (არაკრისტალური), გამოხდილი წყალი. ეთილის სპირტის შემცველობა: 19% (მოცულობითი თანაფარდობით)
ჩვენებები
ციკლოდინონი® შიგნით მისაღები წვეთები წარმოადგენს მცენარეულ სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების დროს: (იხილეთ ”სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებები”):
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა
- პრემენსტრუალური სინდრომი
- ციკლური მასტოდინია (მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული მკერდის ტკივილი)
სარძევე ჯირკვლის არეში დაჭიმულობისა და შეშუპების დროს, ასევე მენსტრუალური ციკლის დარღვევისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგანაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ისეთ დაავადებებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით სამედიცინო გამოკვლევას.
ციკლოდინონი® არ გამოიყენება:
პრეპარატის აქტიური ნივთიერების, პიტნის არომატიზატორის ან რომელიმე დამატებითი ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გაფრთხილებები:
ა) ორსულობა:
ორსულობისას პრეპარატის მიღება არ არის ნაჩვენები.
ციკლოდინონი® ორალური წვეთები არ უნდა მიიღოთ ორსულობის დროს.
ბ) ლაქტაცია:
რეპროდუქტოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფის ექსტრაქტმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ლაქტაციაზე. ციკლოდიდნონი® ორალური წვეთები არ უნდა მიიღოთ ლაქტაციის დროს.
გ) ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე:
კვლვები, პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე, ჩატარებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებმა, რომლებიც დაავადებულნი არიან ან იყვნენ ესტროგენ-დამოკიდებული კიბოთი, პრეპარატის მიღების წინ აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ დოფამინის აგონისტებს, დოფამინის ანტაგონისტებს, ესტროგენებს ან ანტიესტროგენებს, პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო პრეპარატი არ გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში. თუ პრეპარატის გამოყენებისას სიმპტომები გაუარესდა, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს.
ითვლება, რომ აქტიური ნივთიერება, ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფი, მოქმედებს ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის ღერძზე, ამიტომ პაციენტებმა ანამნეზში ჰიპოფიზის პათოლოგიით, მიღების წინ კონსულტაციისათვის უნდა მიმართონ ექიმს.
ჰიპოფიზის პროლაქტინ-მასეკრეტირებლი სიმსივნეების შემთხვევაში ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფის შემცველი პრეპარატების მიღებამ შეიძლება შენიღბოს სიმსივნის სიმპტომები. პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს. პაციენტებმა ფრუქტოზას იშვიათი მემკვიდრული აუტანლობით პრეპარატი არ უნდა მიიღონ.Eეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 19 % ალკოჰოლს მოცულობითი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ადამის ხის შესაძლო დოფამინერგული და ესტროგენული ეფექტის გამო არ არის გამორიცხული ნაყოფის ურთიერთქმედება დოფამინის აგონისტებთან და ანტაგონისტებთან, ესტროგენებთან და ანტიესტროგენებთან.
მიღების წესი და დოზირება
შემდეგი ინფორმაცია გამოიყენება, თუ თქვენ არ გაქვთ ექიმის სხვა დანიშნულება.
მიიღეთ 40 წვეთი დღეში ერთხელ, დილას, მცირეოდენ წყალთან ერთად.
ოპტიმალური სამკურანლო ეფექტის მისაღწევათ, პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია უწყვეტად 3 თვის განმავლობაში, მენსტრუაციის პერიოდშიც.
თუ სიმპტომები რჩება პრეპარატის 3-თვიანი განუწყვეტელი მიღების შემდეგ, კონსულტაციისათვის უნდა მიმართოთ ექიმს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს.
გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ციკლოდინონი® ორალური წვეთები:
ციკლოდინონის ორალური წვეთების დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
თუ დაგავიწყდათ ციკლოდინონი® ორალური წვეთების მიღება:
ერთდროულად არ მიიღოთ ორმაგი დოზა - 80 წვეთი, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
გვერდითი მოვლენები
ისე, როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ციკლოდინონის® ორალურ წვეთებსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. მწვავე ალერგიული რეაქციები სახის შეშუპებით, ქოშინით და ყლაპვის გაძნელებით. აღწერილია კანზე გამოხატული ალერგიული რეაქციები (გამონაყარი და ჭინჭრის ციება), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გასტროენტერალური აშლილობები (გულისრევა, მუცლის ტკივილი), აკნე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. სიხშირე არ არის ცნობილი.
მომატებული მგრძნობელობის/ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე, შეწყვიტეთ ციკლოდინონი® ორალურ წვეთების მიღება.
თუ გამოვლინდა გვერდითი რეაქციები, რომელიც ზემოთ არ არის აღნიშნული, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს.
შენიშვნა:
მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებასთან ერთად მატულობს დაორსულების ალბათობა.
აღწერილობა და გამოშვების ფორმა:
ციკლოდინონი® ორალური წვეთები: გამჭვირვალე მოყვითალო-მოყავისფრო სითხე პიტნის არომატით. ორალური წვეთები – გამოდის 50 მლ, 100მლ და 150მლ-იან ფლაკონებში.
შენახვის პირობები
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°c. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 12 თვის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა
3 წელი
კონტეინერის გახსნის შემდეგ გამოყენება შესაძლებელია 12 თვის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.