მონოგრაფია Nº 03699 ურეცეპტო
ციტროკელი ამპულები (ნატუროპათი)
Citrokehl (Naturopath)
2.0 მლ ამპულა N10 და N50
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
2 მლ თხევადი საინექციო განზავება შეიცავს:
Acidum citricum D10-ის 671 მლ ხსნარს, რომელიც პოტენცირებულია
NaCl-ის იზოტონური ხსნარით, 5ბ HAB -იხ მიხედვით A
Acidum citricum D30-ის 671 მლ ხსნარს, რომელიც პოტენცირებულია
NaCl-ის იზოტონური ხსნარით, 5ბ HAB-იხ მიხედვით A
Acidum citricum D200-ის 671 მლ ხსნარს, რომელიც პოტენცირებულია
NaCl-ის იზოტონური ხსნარით, HAB-ის 5ბ სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneinbuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
ჩვენებები
– ალერგიული და რევმატიული ხასიათის დაავადებები
– პნევმონიის და სასუნთქი გზების სხვა დაავადებები
– არტერიების და ვენების დაავადებები, ათეროსკლეროზი
– ზოგადი სიმპტომები – სწრაფად დაღლა, სისუსტე, მეტეომგრძნობელობა, გაურკვეველი გენეზის თავის ტკივილი
– პერიოსტული პოსტტრავმული ჩივილები
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციები – ქოლანგიტი, დისბაქტერიოზი, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, პანკრეასის უკმარისობის დროს დამატებითი მკურნალობისათვის
– პაროდონტოზი და ავიტამინოზი
– კარდიული ასთმა და სტენოკარდიის ფონზე შესაძლო საშიში აციდოზი
– ნეოპლაზიური პათოლოგიების ყველა ფაზაში, როგორც დამხმარე თერაპია ვინაიდან ლიმონმჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედში მიმდინარე ლიმონმჟავას ციკლში, Citrokehl-ის დანიშვნა სასარგებლოა
ნებისმიერი დაავადების დროს, დაწყებული მწვავე ფაზებიდან, დამთავრებული კარცინომის ფაზამდე.
თვისებები
Acidum citricum (ლიმონმჟავა) – პრეპარატ Citrokehl-ის მოქმედი ნივთიერება ფიზიოლოგიური ლიმონმჟავა ციკლის მნიშვნელოვანი რგოლია. იგი ააქტიურებს უჯრედულ სუნთქვას და განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს უჯრედულ მეტაბოლიზმში. კიბოს მკვლევარის, დოქტორ მორმანის შრომების თანახმად,
ლიმონმჟავა ადამიანის ორგანიზმისათვის შეუცვლელია, რადგან სწორედ ის ეწინააღმდეგება სისხლის ალკალოზს, დუღილის პროთვისებები ცესებს, უფრო ზუსტად კი, რძემჟავა დუღილის პროცესს აფერხებს, რაც სისხლის სიბლანტესა და ქსოვილებში წყლის შემცველობას ამცირებს. ამ საკითხის შესახებ არსებულ ლიტერატურაში
არაერთხელაა მითითებული, რომ ბავშვები, რომლებიც უარს ამბობენ ხილის, ბოსტნეულის და ხილის წვენების მიღებაზე, ლიმონმჟავას რამოდენიმე ინექციის შემდეგ თვითონ თხოულობდნენ აღნიშნულ პროდუქტს და ამის შემდეგ მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა ბავშვების განვითარება.
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ ინტრამუსკულურად, 2 მლ 1-3-ჯერ კვირაში. 6-დან 12
წლამდე ბავშვებში შეჰყავთ მოზრდილთა დოზის არაუმეტეს 2/3
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის პირველ 3 კვირას პრეპარატის დანიშვნა რეკომენდირებული
არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება,
ბავშვთა ასაკი, პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებას არ წარმოადგენს.
ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.
მითითებები Citrokehl გამოიყენება იზოპათიურ თერაპიაში დამატებითი მკურნალობის
სახით. იგი აძლიერებს კუნთოვანი ქსოვილის მიერ
Nigersan-ის ათვისებას, ამიტომ Citrokehl-ი ხშირად შეჰყავთ ერთ
შპრიცში Nigersan-თან ერთად შერეული სახით.
გამოშვების ფორმები
2.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.