მონოგრაფია Nº 00710 ურეცეპტო
ციკლოდერმის კრემი
Cicloderm Cream
1% 15 გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში
- მოქმედი ნივთიერება
- Ciclopiroxolamine
- მწარმოებელი
- TRIMA Israel Pharmaceutical Products, Maabarot Ltd., ისრაელი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- აზოლების ჯგუფი
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა1
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Ciclopiroxolamine. ჯერ ყველაზე იაფი.
ბრუმიქსოლი
Brumixol
N6 ვაგინალური სანთლები 100მგ 30გრ კრემი ვაგინალური და დერმატოლოგიური მოხმარებისთვის
ონილაკი
Onylac
80მგ/გ 3გ ფრჩხილის ლაქი ფლაკონი №1 + სპირტიანი საფენი №30 + ფრჩხილის ქლიბი №14 შეფუთვაში
ინსტრუქცია
შემადგენლობა
კრემი 1 %: ტუბში 15გ.
1 გ. შეიცავს
ციკლოპიროქსის ოლამინი . . . . . . . 10 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ციკლოდერმი ხასიათდება ანტიმიკოზური მოქმედების ფართო სპექტრით. ეფექტურია პათოგენური სოკოების: დერმატომიცეტების, საფუარის (ჩანდიდა-ს სახეობა), ობის და სხვა სახეობის სოკოების მიმართ. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ბაქტერიოსტატურ ეფექტს ზოგიერთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების შტამების მიმართ. ციკლოდერმი ხასიათდება კარგი ამტანობით.
ჩვენებები
კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
ციკლოდერმის კრემის თხელი ფენის შეზელვა ხდება დაზიანებულ კანზე და მის გარშემო 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. სოკოვანი ინფექციის ნიშნების ალაგებიდან მკურნალობა გრძელდება კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში, ინფექციის რეციდივის პრევენციის მიზნით.
თუ 30 დღის განმავლობაში არ აღინიშნა კლინიკური გაუმჯობესება, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ან წვის შეგრძნება.
უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში. ეფექტური მკურნალობისთვის და რეინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ჰიგიენის დაცვა: პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია დაზიანებული ადგილის დაბანა და კარგად გამშრალება. დაზიანებული ადგილის მშრალად შენარჩუნებისათვის სასურველია ტალკის ან სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილის გამოყენება.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.