მონოგრაფია Nº 00704 ურეცეპტო
ჭუპა - ჭუპა
CHUPA – CHUPA
100მლ გარეგანი გამოყენების ექსტრაქტი ფლაკონში
დან8.50 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- bidens tripartita (Herba bidentis)
- მწარმოებელი
- ნეოფარმი, საქართველო
- იმპორტიორი საქართველოში
- ნეოფარმი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი ყველაზე იაფი
ჭუპა-ჭუპა 100მლ ფლ (ნეოფ)
ყიდვა ↗8.50 ₾
9.99 ₾
-
PSP
ჭუპა-ჭუპა - Chupa-chupa ხსნარი ფლაკონი 100მლ
ყიდვა ↗21.00 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: bidens tripartita. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
სპეციფიკური სუნისა და მოტკბო გემოს (ლორწოს შეგრძნებით) მუქი მოყავისფრო ფერის სითხე. დასაშვებია ნალექის არსებობა.
გ/100მლ
აქტიური სუბსტანცია:
ორკბილას ბალახი (Herba bidentis) _ 100,0 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილის სპირტი 95% _ 15მლ,
გამოხდილი წყალი _ საჭირო რაოდენობით
100,0გ ექსტრაქტის მისაღებად;
ორკბილა შეიცავს ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინებს, ასკორბინის მჟავას, მიკროელემენტებს (რკინა, ქრომი, სპილენძი, ალუმინი, მანგანუმი).
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული მოქმედება, რაც განპირობებულია ორკბილას შემადგენლობაში შემავალ ფლავონოიდური ნაერთებით (ფლავონები და ხალკონები) ასევე, მთრიმლავი ნივთიერებებით, რომელთა შემადგენლობაში ჭარბობს უმარტივესი სტრუქტურის პოლიფენოლები. ისინი ხასიათდებიან უფრო მეტად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებებით, ვიდრე ტანინების ტიპის მთრიმლავი ნივთიერებები. პრეპარატის ანტიმიკრობულ მოქმედებას აძლიერებს ორკბილაში მანგანუმის შემცველობაც.
გარდა აღნიშნულისა, პრეპარატს ახასიათებს ანტიალერგიული, სიცხის დამწევი მოქმედება (გაძლიერებული ოფლდენის ხარჯზე), ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
ჩვენებები
გარეგანი გამოყენებისთვის.
- ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება;
- ეგზემა;
- ფსორიაზი;
- ფურუნკული;
- პიოდერმია.
მიღების წესი და დოზირება
ყურადღება!
პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
აბაზანის მოსამზადებლად ,,ჭუპა-ჭუპა’’-ს 20მლ იხსნება 10ლ წყალში.
გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები
ინახება 15_25oC ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.შენახვის ვადა 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.