მონოგრაფია Nº 00640 ურეცეპტო
კატაქსოლი
Cataxol
0.015% 15მლ თვალის წვეთები ფლაკონი №1
დან21.37 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- აზაპენტაცინი (Azapentacene)
- მწარმოებელი
- Rompharm Company, რუმინეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- კატარაქტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- WM-Ophthalmics
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
კატაქსოლი წვეთები თვალის 0.015% 15მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗21.37 ₾
25.14 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
კატაქსოლი წვეთები თვალის 0.015% 15მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗21.37 ₾
25.14 ₾
-
PSP
კატაქსოლი - Cataxol თვალის წვეთები 0.015% ფლაკონი 15მლ
ყიდვა ↗25.15 ₾
-
ავერსი
კატაქსოლი 0.015% 15მლ თვ/წვეთ.
ყიდვა ↗25.25 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: აზაპენტაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა:
თვალის წვეთები 0,015%.
აღწერილობა: გამჭვირვალე, მკვეთრი წითელი ფერის ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის აზაპენტაცენის პოლისულფონატი 0,15 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი, კალიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, თიმეროსალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01XA
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები.
კატარაქტის სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კატაქსოლი – ოფთალმოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ. აზაპენტაცენი იცავს ბროლში არსებული ცილების სულფჰიდრულ ჯგუფებს დაჟანგვისაგან და ხელს უწყობს გაუმჭვირვალე ცილების გაწოვას. მააქტივირებელ ზეგავლენას ახდენს პროტეოლიზურ ფერმენტებზე, რომლებსაც შეიცავს თვალის წინა კამერის წყალწყალა ნამი. პრეპარატის გამოყენება შეიძლება როგორც პროგრესირებადი კატარაქტის საპროფილაქტიკო საშუალება და გაუმჭვირვალე პროტეინების გამხსნელი ნივთიერება.
ჩვენებები
- მოხუცებულთა კატარაქტა;
- თანდაყოლილი კატარაქტა;
- ტრავმული კატარაქტა;
- მეორადი კატარაქტა.
მიღების წესი და დოზირება
განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
კატაქსოლის ჩაწვეთება ხდება დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია თვალების დახუჭვა და ცხვირ-საცრემლე სადინარზე თითის დაჭერა, რაც ამცირებს სამკურნალო პრეპარატის სისტემურ აბსორბციას. შედეგად, მცირდება მისი გვერდითი ეფექტები.
პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი თერაპიისათვის. მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებულ დოზებში ჩვენებების მიხედვით გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ გამოვლენილა.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებმა, რომლებიც სარგებლობენ კონტაქტური ლინზებით, კატაქსოლი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ლინზების ამოღების შემდეგ და მათი ჩასმა შეუძლიათ პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთში.
იკრძალება საწვეთურის წვერსა და ზედაპირზე შეხება, ვინაიდან ამან შეიძლება ხსნარი დააბინძუროს.
ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონი უნდა დაიხუროს. Pპიპეტის წვერის თვალთან შეხება არ შეიძლება.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
კატაქსოლის გამოყენების შემდეგ პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე ავტოტრანსპორტის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა მოწყობილობასთან მუშაობა, რომლებიც საჭიროებს მხედველობის სიმახვილეს.
ბავშვების სამკურნალოდ კატაქსოლის გამოყენება შეიძლება ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
ორსულობა და ლაქტაცია
კატაქსოლის თვალის წვეთების გამოყენება ორსულებში შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
მკურნალობის დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კატაქსოლის ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზა:
პრეპარატის გადაჭარბებული დოზირებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
კატაქსოლი 0,015%-იანი თვალის წვეთები, გამოდის 15 მლ-იანი პლასტმასის ფლაკონ-საწვეთურში ხრახნიანი დამცავი რგოლით.
ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ, არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.