8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00594 Rx · რეცეპტით

კარბოპლატინ-ტევა

CARBOLPATIN-TEVA

450 მგ ი/ვ ფხვნილი #1 ფლაკონში, 50 მგ ი/ვ ფხვნილი #1 ფლაკონში,150 მგ ი/ვ ფხვნილი #1 ფლაკონში

კარბოპლატინ-ტევა, 450 მგ ი/ვ ფხვნილი #1 ფლაკონში, 50 მგ ი/ვ ფხვნილი #1 ფლაკონში,150 მგ ი/ვ ფხვნილი #1 ფლაკონში
მოქმედი ნივთიერება
Carboplatin
მწარმოებელი
ტევა, უკრაინა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პლატინის წარმოებულები
იმპორტიორი საქართველოში
ტევა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Carboplatin. ჯერ ყველაზე იაფი.

კარბოზინი

CARBOZIN

450მგ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, 150მგ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

Carboplatin ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
კარბოპლანი, 10მგ/მლ (150მგ/15მლ) 15მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

კარბოპლანი

CARBOPLAN

10მგ/მლ (150მგ/15მლ) 15მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

Carboplatin VIANEX S.A., საბერძნეთი
Rx · რეცეპტით
კარბოპლანი, 10მგ/მლ (450მგ/45მლ) 45მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

კარბოპლანი

CARBOPLAN

10მგ/მლ (450მგ/45მლ) 45მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

Carboplatin VIANEX S.A., საბერძნეთი
Rx · რეცეპტით

კარბოპლატინი ებევე

Carboplatin EBEWE

150მგ/15მლ 15მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი ფლაკონი №1

Carboplatin EBEWE Pharma, ავსტრია
Rx · რეცეპტით

კარბოპლატინი ებევე

Carboplatin EBEWE

450მგ/45მლ 45მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი ფლაკონი №1

Carboplatin EBEWE Pharma, ავსტრია
Rx · რეცეპტით

კარბოპლატინი ებევე

Carboplatin EBEWE

50მგ/5მლ 5მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი ფლაკონი №1

Carboplatin EBEWE Pharma, ავსტრია
Rx · რეცეპტით

ცისპლატინი ებევე

Cisplatin EBEWE

25მგ/50მლ 50მლ კონცენტრული ხსნარი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

Carboplatin EBEWE Pharma, ავსტრია
Rx · რეცეპტით

ცისპლატინი ებევე

Cisplatin EBEWE

50მგ/100მლ საინფუზიო კონცენტრატი 100მლ ფლაკონი №1

Carboplatin EBEWE Pharma, ავსტრია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

წამლის ფორმა:ხსნარი ინტრავენური გამოყენებისთვის და ლიოფილიზირებული ფხვნილი ინტრავენური ხსნარის დასამზადებლად

02

ზოგადი დახასიათება

გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი ან თეთრი ლიოფილიზირებული ფხვინილი
შემადგებლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს: აქტიური ნივთიერება – კარბოპლატინი 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები – მანიტოლი, საინექციო წყალი.
ლიოფილიზირებული ფხვნილის თითოეული ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება – კარბოლპალატინი 50 მგ, 150 მგ ან 450 მგ;
დამხმარე ნივთიერება – მანიტოლი.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

კარბოპლატინი წარმოადგენს არაორგანულ კომპლექსურ ნაერთს, რომელიც შეიცავს მძიმე მეტალ – პლატინას. ფიქრობენ, რომ აღნიშნული პრეპატის მოქმედების ძირითადი მექანიზმი განპირობებულია მისი მიერთებით დნმ-თან, რის შედეგადაც უპირატესად წარმოიქმნება შიდასპირალური ბმები, რომლებიც თავის მხრივ ცვლიან დნმ-ს სტუქტურას და თრგუნავენ მის სინთეზს. ეს ეფექტი გამოვლინდება უჯრედული ციკლის ფაზისაგან დამოუკიდებლად. კარბოპლატინის ჰიდრატაცია, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება პრეპარატის აქტიური ფორმა (ფორმები), მიმდინარეობს უფრო ნელა, ვიდრე ცისპლატინის ჰიდრატაცია.

04

ფარმაკოკინეტიკა

კარბოპლატინის ერთჯერადი, 1 საათიანი ინტრავენური ინფუზიის ჩატარების შემთხვევაში პლაზმაში საერთო და თავისუფალი (რომელიც ექვემდებარება ულტრაფილტრაციას) პლატინის კონცენტრაცია მცირდება კინეტიკის ორფაზინი მოდელის პირველი რიგის შესაბამისად. თავისუფალი პლატინის ნახევარგამოყოფის საწყისი პერიოდი წარმოადგენს დაახლოებით 1-2 საათს, ხოლო ტერამინალური პერიოდი 3-6 საათს. საერთო პლატინა ხასიათდება ნახევარგამოყოფის იგივე პერიოდით, ხოლო ტერმინალური პერიოდი გაცილებით გახანგრძლივებულია (დაახლოებით 24 საათი). ზედიზედ 4 დღის განმავლობაში პრეპარატის განმეორებითი ინფუზიისას პლაზმაში პლატინის დაგროვება არ აღინიშნება. პრეპარატის შეყვანიდან 24 საათის შემდეგ პლატინის შეყვანილი დოზის 85% უერთდება პლაზმის ცილებს. კარბოპლატინი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით, ხოლო შეყვანილი დოზის 30% გამოიყოფა უცვლელი სახით. თუ პაციენტის კრეატინინის კლირენსი ტოლია ან მეტია 60 მლ/წთ-ზე, პრეპარატის შეყვანილი დოზის 65-70% გამოიყოფა შესაბამისად 12-24 საათის შემდეგ. რადგან კარბოპლატინი თითქმის მთლიანად გამოიყოფა თირკმლის გორგლოვანი ფილტრაციით, მისი მხოლოდ უმცირესი კონცენტრაცია აღინიშნება თირკმლის მილაკებში, რაც ხსნის მის დაბალ ნეფროტოქსიურ პოტენციალს ცისპლატინთან შედარებით.

05

ჩვენებები

  • აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება შემდეგი სოლიდური სიმსივნეების მკურნალობის დროს:
  • საკვერცხეების კიბო
  • მამაკაცების და ქალების გერმინოგენული სიმსივნეები
  • ფილტვის კიბო
  • საშვილოსნოს ყელის კიბო
  • თავის და კისრის სიმსივნეები
  • ოსტეოგენური სარკომა
  • მედულობლასტომა
06

მიღების წესი და დოზირება

კარბოპლატინი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად. პრეპარატის შეყვანა ხდება ინტრავენურად შემდეგი დოზირების რეჟიმით:

  • 300-400 მგ/მ² ინტრავენურად წვეთოვნად 15-60 წუთის განმავლობაში ან 24 საათიანი ინფუზიის სახით;
  • 100 მგ/მ² ინტრავენურად წვეთოვნად 15-60 წუთი ყოველდღე 5 დღის განმავლობაში;

თუ თრომბოციტების რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 100000 უჯრედი/მმ³, ხოლო ნეიტროფილების რაოდენობა არანაკლებ 1500 უჯრედი/მმ³, ასეთ შემთხვევაში კარბოპლატინის განმეორებითი შეყვანა ხდება არანაკლებ 4 კვირის ინტერვალით. კარბოპლატინის მიღებამდე ან მის შემდეგ არ არის საჭირო სითხის შეყვანა და ასევე ფორსირებული დიურეზის გამოწვევა.
ძვლის ტვინის და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობიდან გამომდინარე კარბოპლატინის თერაპიული დოზა უნდა დარეგულირდეს შემდეგნაირად: - პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ჰემატოლოგიური ტოქსიურობის ზომიერი ან მძიმე ხარისხის სიმპტომები (თრომბოპციტების რაოდენობა < 50000 და ნეიტროფილური ლეიკოციტების რაოდენობა < 500/ მმ³) უნდა მოხდეს დოზის დაქვეითება 25%-ით როგორც მონოტერაპიის, ასევე კომბინირებული მკურნლობის დროს.

  • თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ) იზრდება კარბოლპატინის ტოქსიური ეფექტის განვითარების რისკი, ამის გამო პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს შემდეგი სქემის მიხედვით:

კრეატინინის კლირენსი მლ/წთ | კარბოპლატინის რეკომენდირებული დოზა (მგ/ მ²)

41-59 | 250

16-40 | 200

ისეთი რისკ-ფაქტორების არსებობისას, როგორიც არის მიელოსუპრესიული თერაპიის ადრე ჩატარებული კურსი ან 65 წელზე უფროსი ასაკი, რეკომენდირებულია დოზის შემცირება 20-25%-ით. აგრეთვე კარბოპლატინი სიფრთხილით გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტს მანამდე ჩაუტარდა მკურნალობა ისეთი ნეფროტოქსიური პრეპარატებით, როგორიც არის მაგ. ცისპლატინი.
გამოყენების წინ კარბოპლატინის ხსნარი უნდა დაექვემდებაროს ვიზუალურ კონტროლს მასში მექანიკური ჩანართების ან შეფერილობის შეცვლის აღმოსაჩენად. კარბოპლატინი იხსნება ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზის 5% ხსნარში 1-0.5 მგ/მლ კონცენტრაციის მიღებმდე, უშუალოდ გამოყენების წინ – ინფუზია უნდა მოხდეს ხსანრის დამზადებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში.

07

გვერდითი მოვლენები

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძირითად დოზა-შემზღუდველ ტოქსიურ ფაქტორს წარმოადგენს ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დაქვეითება. მიელოსუპრესია დოზა-დამოკიდებულია. თრომბოციტების და ლეიკოციტების მაქსიმალურად დაბალი დონე ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ. ამასთანავე თრომბოციტოპენია უფრო ხშირად ვლინდება. არანაკლებ 4 კვირა არის საჭირო იმისთვის, რომ აღნიშნულმა მონაცემებმა მიაღწიოს იმ დონემდე, რაც საშუალებას მისცემს ჩატარდეს კარბოპლატინის შემდეგი ინფუზია. პაციენტების დიდ რაოდენობას აგრეთვე აღენიშნებათ ანემიის სიმპტომები (ჰემოგლობინი < 11 გრ/დლ), რომლის ინტენსივობა დამოკიდებულია პრეპარატის სუმარულ დოზაზე. შეიძლება აღმოცენდეს ტრანსფუზიული თერაპიის ჩატარების აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ პაციენტებს, რომლებიც გადიან მკურნალობის ხანგრძლივ კურსს (6 ციკლზე მეტი). აგრეთვე მოსალოდნელია განვითარდეს ისეთი კლინიკური გართულებები, როგორიც არის ცხელება, ინფექციური დაავადებები, სეფსისი/სეპტიური შოკი და სისხლდენა.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პრეპარატის მიღებიდან 6-12 საათის განამვლობაში პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გულისრევა, ღებინება, რომელიც გრეძლდება 24 საათი ან მეტი ხანი. გულისრევის ეფექტის რისკი შეიძლება შემცირეს გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატების საშუალებებით, კარბოპლატინის უწყვეტი ინტრავენური 24 საათიანი ინფუზიით ან დაყოფილი დოზების მიღებით 5 დღის განმავლობაში. რიგ შემთხვევებში ასევე გამოვლინდა პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, დიარეა, ყაბზობა და მუცლის ტკივილი.
ცნს-ის და პერიფერიული სისტემის მხრივ: არსებობს პერიფერიული ნეიროპათიის წარმოქმნის რისკი, რაც უმეტესად გამოიხატება პარესთეზიის ფორმით და მყესის ღრმა რეფლექსების დაქვეითების სახით. აღნიშნული ჩივილი უფრო ხშირია 65 წელზე უფროს პაციენტებში ან მათში, ვინც ხანგრძლივად ღებულობდა ცისპლატინს. ასევე მოსალოდნელია ცნს-ს ფუნქციის დარღვევა, ხოლო ხანგრძლივმა თერაპიამ შესაძლებელია გამოიწვიოს კუმულციური ნეიროტოქსიური ეფექტი.
სმენის ორგნოს მხრივ: ოტოტოქსიურობა ვლინდა ყურებში ხმაურის და სმენის გაუარესების სახით.
მხედველობის ორგნოს მხრივ: არსებობს მხედველობის დროებითი ან სრული დაკარგვის ალბათობა (ფერის განურჩევლობა ან სინათლის აღქმის უნარის დაკარგვა), ასევე სხვა დარღვევების აღმოცენების რისკი. მხედველობის გაუმჯობესება ან სრული აღდგენა ხდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში დიდი დოზების დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს ქერქოვანი სიბრმავის განვითარება.
თირკმელების მხრივ: შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის შრატში კრეატინინისა და შარდოვანას კონცენტრაციის დროებითი და მსუბუქი მომატება. იშვით შემთხვევებში გამოვლინდა თირკმელების სერიოზული დაზიანება. კარბოლპატინის მკურნალობის დროს ნეფროტოქსიური ეფექტის აღმოცენების რისკი იზრდება პრეპარატის დოზის მომატებისას და აგრეთვე ცისლპლატინით ადრე ნამკურნალებ პაციენტებში.
ღვიძლის მხრივ: შეიძლება აღინიშნოს სისხლის შრატში AST- ს, ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზის კონცენტრაციის მომატება. პაციენტებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია და ღებულობენ კარბოპლატინის მაღალ დოზებს, აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მკვეთრი მოშლა.
ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოკალემია, ჰიპოკალცემია, ჰიპონატრიემია ან ჰიპომაგნიემია.
ალერგიული რეაქცია: ერითემატოზული გამონაყარი, ცხელება, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, არტერიული ჰიპოტენზია და ანაფილაქსიური შოკი. აღნიშნული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს კარბოპლატინის შეყვანიდან რამოდენიმე წუთში. იშვითათ შეიძლება განვითარდეს ექსფოლაციური დერმატიტი.

08

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა კარბოლინისა და პლატინის სხვა პრეპარატების მიმართ
  • თირკმელების ფუნქციის მკვეთრი მოშლა
  • მიელოსუპრესია
  • ჭარბი სისხლდენა
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
09

განსაკუთრებული მითითებები

  • კარბოპლატინის შეყვანა აუცილებლად უნდა მოხდეს ისეთი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც გამოცდილია ციტოტოქსიური პრეპარატების გამოყენებაში. აუცილებელია ტოქსიური ეფექტების მუდმივი კონტროლი, ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მისი დიდი დოზების გამოყენებისას.
  • პრეპარატის დამზადების და შეყვანისას არ უნდა იქნას გამოყენებული ალუმინის შემცველი ნემსები, შპრიცები, კათეტერები და საინფუზიო სისტემები. ალუმინი შესაძლებელია რეაქციაში შევიდეს კარბოპლატინთან, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ნალექის წარმოქმნა ან პრეპარატის აქტივობის დაკარგვა.
  • პაციენტებს აუცილებელია რეგულარულად ჩაუტარდეთ (კვირაში ერთხელ) პერიფერიული სისხლის ფერმენტების ანალიზი და თირკმლის ფუნქციის კონტროლი (ყველაზე მგრძნობიარე მაჩვენებელია კრეატინინის კლირენსი).
  • რეკომენდირებულია პერიოდული ნევროლოგიური შემოწმება. ეს განსაკუთრებით ეხება 65 წელზე უფროს პაციენტებს ან მათ, ვისაც ადრე ჩატარებული აქვთ ცისპლტინის მკურნალობა. კარბოპლატინმა შესაძლებელია გამოიწვიოს კუმულაციური ოტოტოქსიური ეფექტი. აუცილებელია მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მკურნალობის პერიოდში და სმენის დაქვეითების შემთხვევაში აუდიოგრაფიული გამოკვლევა. თუ კლინიკურად გამოვლინდა სმენის მნიშვნელოვანი დარღვევის კლინიკური სურათი, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დოზის დაქვეითება ან მკურნალობის სრული შეწყვეტა.
  • მამაკაცებმა და ქალებმა კარბოპლატინით მკურნალობისას და მისი მიღებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ საიმედო კონტრაცეფციული საშუალებები. პრეპარატის თვალში მოხვედრის შემთხვევაში უნდა მოხდეს თვალის ჩამობანა დიდი რაოდენობით წყლით ან ნატრიქლორის ხსნარით. პრეპარატის კანზე მოხვედრის შემთხვევაშიც ასევე უნდა მოხდეს კანის ჩამოიბა დიდი რაოდენობით წყლით. შესუნთქვის ან პირში მოხვედრის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
10

ჭარბი დოზირება

კარბოპლატინის დოზის გადაჭარბების სპეციალური ანტიდოტე არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევში მოსალოდნელია ყველა ზემოთ ჩამოთვილი გვერდითი მოვლენის გაუარესება. მკურნალობა სიმპტომურია. პირველი 3 საათის განმავლობაში მიზანშეწონილია ჰემოდიალიზის ჩატარება.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

კარბოპლატინის კომბინირებულმა მიღებამ სხვა მიელოსიპრესიულ პრეპარატებთან ან სხივურ თერაპიასთან ერთად შეიძლება გაზარდოს ჰემატოლოგიური ტოქსიურობის წარმოქმნის რისკი. კარბოპლატინის კომბინირებული მიღება ამინოგლიკოზიდებთან და ასევე ნეფროტოქსიურ პრეპარატებთან ერთად ზრდის ნეფროტოქსიური და ოტოტოქსიური ეფექტების წარმოქმნის რისკს.

12

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატუირაზე + 15 - +25°C, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ხსნარის შენახვის ვადა – 2 წელი.
ლიოფილიზირებული ფხვნილის შენახვის ვადა:
50 მგ – 3 წელი
150 მგ – 4 წელი
450 მგ – 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.