8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03633 ურეცეპტო

კალვაკელ D4 (ნატუროპათი)

Calvakehl D4 (Naturopath)

ტაბლეტი #80

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ Calvatia gigantea D4-ს, HAB-ის 4ა და 7 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneinbuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მაგნეზიუმსტეარატი

02

ჩვენებები

– სისხლდენებისადმი მიდრეკილება, როგორიცაა: ცხვირიდან და

საშვილოსნოდან სისხლდენა

– გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა შეგუბებითი მოვლენებით

– ჰიპოქსემია

– გამონაყარი კანზე

– ტკივილი კუჭის არეში

– დიარეა

თვისებები
Calvakehl-ს იღებენ სოკო Calvatia gigantea-საგან. ჯერ კიდევ XIV საუკუნის ხალხურ მედიცინაში ეს სოკო ცნობილი იყო, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი, ჭრილობების შემახორცებელი თვისებების

მქონე საშუალება. სისხლძარღვებსა და კაპილარებზე მოქმედი მისი შემადგენელი კომპონენტების გამო Calvakehl

ატონიური სისხლდენების დროს შესანიშნავი ჰემოსტატიკია.

03

მიღების წესი და დოზირება

მიიღება დღეში 1-3-ჯერ 1 ტაბლეტი, სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად

გვერდითი მოქმედებები

ცნობილი არ არის

04

უკუჩვენებები

ცნობილი არ არის

05

განსაკუთრებული მითითებები

ორსულობის პირველ სამ კვირაში პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის. ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზას არჩევენ ასაკის შესაბამისად.

მითითება შემადგენლობაში შედის ლაქტოზა

გამოშვების ფორმები

შეფუთვაში 80 და 240 ტაბლეტი

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.