8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00535 Rx · რეცეპტით

ბრუზეპამი 10მგ/2მლ

Bruzepam 10mg/2ml

10მგ/2 მლ 2 მლ ი.ვ. და ი.მ. საინიექციო ხსნარი ამპულა #10

მოქმედი ნივთიერება
Diazepam
მწარმოებელი
Brupharmexport, ბელგია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბენზოდიაზეპინები
იმპორტიორი საქართველოში
ბრიუფარმექსპორტი
გაცემის წესი
I ჯგუფი ფორმა N1 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Diazepam. ჯერ ყველაზე იაფი.

დიაზეპამი, 10 მგ ტაბლეტი №20

დიაზეპამი

Diazepam

10 მგ ტაბლეტი №20

Diazepam ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
დიაზეპამი, 0.5% 2 მლ ამპულა №10

დიაზეპამი

Diazepam

0.5% 2 მლ ამპულა №10

Diazepam ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
დიაზეპამი, 5 მგ ტაბლეტი №20

დიაზეპამი

Diazepam

5 მგ ტაბლეტი №20

Diazepam ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
დიაზეპამი ABC, 5მგ/მლ 20მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1

დიაზეპამი ABC

Diazepam ABC

5მგ/მლ 20მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1

Diazepam ABC PHARMACEUTICI, იტალია
Rx · რეცეპტით
დიაზეპექსი, 5მგ ტაბლეტი #20

დიაზეპექსი

Diazepeks

5მგ ტაბლეტი #20

Diazepam Grindeks, ლატვია
Rx · რეცეპტით
დიაზეპექსი, 5მგ/მლ საინექციო სნარი 2 მლ ამპულაში #10

დიაზეპექსი

Diazepex

5მგ/მლ საინექციო სნარი 2 მლ ამპულაში #10

Diazepam HBM PHARMA, სლოვაკეთი
Rx · რეცეპტით

ვალიუმი როშე

VALIUM ROCHE

5მგ ტაბლეტი #20

Diazepam ჰოფმან-ლა როში - შვეიცარია, შვეიცარია
Rx · რეცეპტით
რელადორმი, ტაბლეტი №10

რელადორმი

RELADORM

ტაბლეტი №10

Diazepam პოლფა ტარხომინი, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
რელანიუმი, ი.მ და ი.ვ საინექციო ხსნარი 10მგ/2მლ ამპულა №50

რელანიუმი

RELANIUM

ი.მ და ი.ვ საინექციო ხსნარი 10მგ/2მლ ამპულა №50

Diazepam პოლფა ვარშავა, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
რელიუმი, 5მგ კაფსულა №20

რელიუმი

RELIUM

5მგ კაფსულა №20

Diazepam პოლფა ტარხომინი, პოლონეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

დიაზეპამი 10მგ და ექსციპიენტი ქს 2მლ-მდე

თვისებები:

ბრიუზეპამი მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების ჯგუფს. იგი აძლიერებს ნეირომედიატორის – გამა-ამინოერბომჟავას მაინჰიბირებელ თვისებებს და აქვს ტრანკვილიზატორული, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, მიორელაქსაციური და ჰიპნოსედაციური თვისებები.

02

ფარმაკოკინეტიკა

პერ ოს მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 30-90 წთ-ში.

კუნთში შეყვანისას ზოგჯერ პრეპარატის შეწოვა ხდება არასრულად და ნაკლები სისწრაფით ვიდრე ორალური მიღებისას.

ინტრავენური შეყვანა უნდა მოხდეს ნელა ან განხორციელდეს პერფუზიის გზით.

ორგანიზმიდან ბრიუზეპამის გამოყოფის მრუდზე აღინიშნება ორი უბანი: პირველი შეესაბამება სწრაფი გამოყოფის ფაზას (ნახევრადგამოყოფის პერიოდი 3 სთ), ხოლო მეორე – ნელი გამოყოფის ფაზას (ნახევრადგამოყოფის პერიოდი 48 სთ). ბრიუზეპამის ურინარული ექსკრეცია უმნიშვნელოა.

03

ჩვენებები

შფოთვითი მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს მედიკამენტოზურ მკურნალობას: ნეიროვეგეტატიური მოშლილობები, ფსიქონევროზები, ისტერიული და იპოქონდრიული რეაქციები, ფობიები.

კუნთური კონტრაქტურის ზოგიერთი ფორმა. ეპილეფსიური მდგომარეობები. ჰიპერთერმული კრუნჩხვები ბავშვებში. ტეტანუსი. ეკლამფსია. შესაძლებელია წინასწარი გამოყენება ადგილობრივი და ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას.

გამოიყენება აგრეთვე სედაციური ეფექტის მისაღებად ინტენსიური თერაპიისას.

04

მიღების წესი და დოზირება

დოზა ინიშნება ექიმის მიერ ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. როგორც წესი, მკურნალობას იწყებენ მცირე დოზით და თანდათან ზრდიან. შფოთვის შემთხვევაში ბრიუზეპამი მიიღება დროგამოშვებით და ხანმოკლე დროით. ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა. პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით და ექიმის მეთვალყურეობით.

მოზრდილებში:

სიმძიმის ხარისხის მიხედვით: 5-დან 20მგ-მდე დღე-ღამეში. ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10მგ-ს.

ბავშვებში:

ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 0,1-დან 0,3მგ-მდე დღე-ღამეში.

ზოგადი შენიშვნები

  • ხანგრძლივი მიღებისას ექიმმა პერიოდულად უნდა გადახედოს დოზირებას
  • თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობისას აუცილებელია ექიმმა შეამციროს დოზა
  • პერფუზიის დროს გამოყენებული უნდა იქნას შუშის ან პოლიპროპილენის ფლაკონები. პოლივინილქლორიდის გამოყენება არ შეიძლება ბრიუზეპამის ადვილად აბსორბირების გამო.

რექტალური შეყვანის დროს საჭირო რაოდენობა შეჰყავთ შპრიცით.

05

გვერდითი მოვლენები

ა) აბსოლუტური უკუჩვენება

პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, სუნთქვის უკმარისობა

ბ) შეფარდებითი უკუჩვენება

მძიმე მიასთენია. ავტომანქანის ან სხვა ტექნიკის მართვა

გ) ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები

ძილიანობა, არასტაბილურობა და ატაქსია.

იშვიათად მეხსიერების დაქვეითება, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა,

ლიბიდოს შეცვლა.

ძალიან იშვიათად პარადოქსული რეაქციები – აგზნება ან მკვეთრად

გამოხატული კუნთოვანი სპაზმები, ქრონიკული რესპირატორული დეპრესია.

პრეპარატის უეცარი მოხსნისას არსებობს ეპილეფსიური კრიზის

განვითარების რისკი. ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული

ეპილეფსიით დაავადებულ პირთა მკურნალობისას

06

ორსულობა და ლაქტაცია

ცნობილია, რომ ბენზოდიაზეპინები გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს, ამიტომ ორსულობის პირველ თვეებში ბრიუზეპამის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებისას.

07

შენახვის პირობები

ბრიუზეპამი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (10-25ჩ) მშრალ, ბნელ ადგილას.

შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.

პრეპარატი გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

გახსოვდეთ – ეს წამალია. წამლების აქტიური ნივთიერებები მიღებულია ხანგრძლივი კვლევებისა და შრომის შედეგად ადამიანების საკეთილდღეოდ, მაგრამ მათი გამოყენება ყოველთვის როდია უსაფრთხო. წამალი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია ინსტრუქციაში მითითებული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება. ნუ მიიღებთ წამალს ექიმის მეთვალყურეობის გარეშე!

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.