8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03587 ურეცეპტო

ბოვისან D6 (ნატუროპათი)

BovisanD6 (Naturopath)

1.0 მლ ამპულა N10 და N50

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს: Mycobacterium bovis (BCG) D6 1 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

02

ჩვენებები

– BCG-ვაქცინაციის შემდგომი ანთებები

– ნუშურების ჰიპერტროფია

– კვანძოვანი ერითემა, ტუბერკულოზური ართრიტი – PONCETLERICHE- -ის, სახსრების რევმატიული ხასიათის დაავადებები

– ქრონიკული ჰიპოტონიით მიმდინარე ასთენია

თვისებები 1911-1914 წლებში ა.კალმეტმა და გ.გუერინმა აღწერეს Mycobacterium tuberculosis var. Bovis-ისაგან კონცენტრირებული ხსნარის მიღება. განსაკუთრებული ხერხით ხანგრძლივი მომზადების შემდეგ ეს ხსნარი ავირულენტური ხდებოდა, თუმცა ანტიგენურ თვისებებს არ კარგავდა. დასუსტებული მიკობაქტერიების

აღნიშნული სუსპენზია ვაქცინაციისათვის გამოიყენება და კანზე დადებით რეაქციას იწვევს. ჰომეოპათიურად მზადდება ბაქტერიული შტამის ექსტრაქტზე, რომელსაც, ერთი მხრივ, ჩვეულებრივი ვაქცინის ვირულენტობა არ გააჩნია, მეორე მხრივ კი გამოხატულ იმუნომოდულაციურ თვისებებს ავლენს

03

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობა ტარდება საშუალო დოზით, რომელიც კვირაში ერთ ინექციას შეესაბამება. რეაქციის არარსებობისას ან სუსტი რეაქციის შემთხვევაში ინექციები შესაძლოა უფრო მოკლე ინტერვალებითაც გაკეთდეს – მაქსიმალურად 2-ჯერ კვირაში. ერთი ამპულის შიგთავსი შეჰყავთ ღრმად, ინტრამუსკულურად, როგორც წესი, დუნდულა კუნთში

გვერდითი მოქმედებები

ცნობილი არ არის

04

უკუჩვენებები

მომატებული ტემპერატურა და ზოგადი სისუსტე სხვა პრეპარატებთან

05

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა პრეპარატებთან და ვაქცინებთან შეუთავსებლობა ცნობილი არ არის. ზოგადი გამოცდილების თანახმად, სასურველია ვაქცინის შეყვანასთან დაკავშირებული ორკვირიანი ინტერვალის შენარჩუნება. იმუნოდეპრესანტებთან ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა Bovisan D-ს ეფექტურობაზე იმოქმედოს. ძლიერი გვერდითი რეაქციების თავიდან ასაცილებლად პაციენტს სისხლთან შერეული პრეპარატების ინექციები არ უკეთდება.

გამოშვების ფორმები

1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.