8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03585 ურეცეპტო

ბოვისან D5 (ნატუროპათი)

Bovisan D5 (Naturopath)

სანთელი #10

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 სანთელი შეიცავს: Mycobacterium bovis (BCG) D5 0.2 მგ-ს, HAB-ის 6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა) დამხმარე ნივთიერებები: 1.8 გ მყარი ცხიმი, ლაქტოზა

02

ჩვენებები

– BCG-ვაქცინაციის შემდგომი ანთებები – ნუშურების ჰიპერტროფია – კვანძოვანი ერითემა, ტუბერკულოზური ართრიტი – PONCETLERICHE- ის, სახსრების რევმატიული დაავადებები

– ქრონიკული ჰიპოტონიით მიმდინარე ასთენია

თვისებები
1911-1914 წლებში ა. კალმეტმა და გ. გუერინმა აღწერეს Mycobacterium tuberculosis var. Bovis-ისაგან კონცენტრირებული ხსნარის მიღება. განსაკუთრებული ხერხით ხანგრძლივი მომზადების შემდეგ ეს ხსნარი ავირულენტური ხდებოდა, თუმცა ანტიგენურ თვისებებს არ კარგავდა. დასუსტებული მიკობაქტერიების აღნიშნული

სუსპენზია ვაქცინაციისათვის გამოიყენება და კანზე დადებით რეაქციას იწვევს. ჰომეოპათიურად მზადდება ბაქტერიული შტამის ექსტრაქტზე, რომელსაც, ერთი მხრივ, ჩვეულებრივი ვაქცინის ვირულენტობა არ გააჩნია, მეორე მხრივ კი გამოხატულ იმუნომოდულაციურ თვისებებს ავლენს.

03

მიღების წესი და დოზირება

შეჰყავთ რექტალურად 1 სანთელი 1-3-ჯერ კვირაში, ძილის წინ

გვერდითი მოქმედებები

ცნობილი არ არის

04

უკუჩვენებები

ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

სხვა პრეპარატებთან და ვაქცინებთან შეუთავსებლობა ცნობილი არ არის. ზოგადი გამოცდილების თანახმად, სასურველია ვაქცინის შეყვანასთან დაკავშირებული ორკვირიანი ინტერვალის შენარჩუნება. იმუნოდეპრესანტებთან ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა BovisanD-ს ეფექტურობაზე იმოქმედოს. მითითება შემადგენლობაში შედის ლაქტოზა

გამოშვების ფორმები

შეფუთვაში 10 სანთელი

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.