მონოგრაფია Nº 00476 Rx · რეცეპტით
ბისეპტოლი 480
BISEPTOL 480
(400მგ+80მგ)/5მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10
- მოქმედი ნივთიერება
- Co-trimoxazole
- მწარმოებელი
- პოლფა ვარშავა, პოლონეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სულფანილამიდების ჯგუფის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- პოლფარმა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Co-trimoxazole. ჯერ ყველაზე იაფი.
ბაქტრიმი
BACTRIM
40მგ+200/5მლ 100მლ სუსპენზია ფლაკონში
ბაქტრიმი
BACTRIM
160მგ+800მგ ტაბლეტი #10
ბისეპტოლი
Biseptol
240 მგ/5 მლ პერორალური სუსპენზია 80 მლ მინის ფლაკონში
ბისეპტოლი
BISEPTOL
100მგ+20მგ ტაბლეტი №20
ბისეპტოლი
BISEPTOL
400მგ+80მგ ტაბლეტი №20
კო-ტრიმოქსაზოლი USP
Co-trimoxazole USP
400+80მგ ტაბლეტი №1000
სეპტრინი
SEPTRIN
400მგ+80მგ ტაბლეტი #20, (40მგ+200მგ)/5მლ 100მლ სუსპენზია ფლაკონი №1
ინსტრუქცია
შემადგენლობა
5 მლ
ტრიმეტოპრიმი . . . . . . . . . 80 მგ
სულფამეტოქსაზოლი . . . . . 400 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ორი აქტიური ნივთიერების ტრიმეტროპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია თრგუნავს ფოლის მჟავის სინთეზს, რომელიც მიმდინარეობს ორ სხვადასხვა ბიოსინთეზურ ეტაპად, რაც იწვევს ბაქტერიების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სინთეზის დათრგუნვას.
პრეპარატი თრგუნავს შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდასა და გამრავლებას, როგორიცაა: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფილტვების ანთების გამომწვევი - დიპლოკოკები, გონოკოკები, დიზენტერიის ჩხირები, მუცლის ტიფისა და პარატიფის ჩხირები, ნაწლავის ჩხირი, პროტეუსის ჩხირი.
ბისეპტოლი კარგად შეიწოვება საჭმლისმომნელებელი ტრაქტიდან: პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში. პრეპარატის 60-80%-ი გამოიყოფა თირკმელებიდან უცვლელი სახით.
ჩვენებები
სასუნთქი გზების ინფექციები, ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირის წიაღების ანთება, საშარდე გზების ინფექციები – ქრონიკული პიელონეფრიტი, საჭმლისმომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სალმონელათი, შიგელებით, ნაწლავის ჩხირით; სასქესო ორგანოების ინფექციები, მათ შორის გონორეული ურეთრიტი, სხვა ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად კანის (მათ შორის ჭრილობით განპირობებული) ინფექციები.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 2 ამპულა (10 მლ), მძიმე შემთხვევებში 3 ამპულა (15 მლ) ყოველ 12 საათში.
ბავშვებში 12 წლის ასაკის ქვევით: 30 მგ სულფამეტოქსაზოლი და 6 მგ ტრიმეტოპრიმი 1 კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში 2-ად დაყოფილ დოზებად.
3 თვიდან – 5 თვემდე: 1.25 მლ ყოველ 12 საათში.
6 თვიდან – 5 წლამდე: 2.5 მლ ყოველ 12 საათში.
6 წლიდან – 12 წლამდე: 5 მლ ყოველ 12 საათში. განსაკუთრებით საშიში ინფექციების დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა 50%-ით. პრეპარატის მიღების ზოგადი
კურსი შეადგენს 2-5 დღე.
პნევმონია, გამოწვეული Pneumocystis carinii- ით 100 მგ სულფამეტოქსაზოლის და 20 მგ ტრიმეტოპრიმი 1 კგ სხეულის მასაზე, დღე-ღამეში 4 დაყოფილი დოზით, ყოველ 6 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.
შეყვანის მეთოდი:
სამკურნალო პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად, წინასწარი გაზავების შემდეგ, ნელი წვეთოვანი გადასხმით. მომზადებული ხსნარი საგულდაგულოდ უნდა განზავდეს და სწრაფად იქნას შეყვანილი. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილი იქნა სითხის დალექვა ან ამღვრევის ნიშნები, ხსნარი აღარ გამოიყენება.
პრეპარატი ზავდება შემდეგი სქემით:
1 ამპულა (5 მლ) 125 მლ გასახსნელი სითხე.
2 ამპულა (10 მლ) 250 მლ გასახსნელი სითხე.
დასაშვების შემდეგი სითხეების გამოყენება:
- 5% და 10% გლუკოზის ხსნარი;
- 0.9%-ანი NaCl ხსნარი;
- რინგერის ხსნარი;
- 0.45% NNaCI ხსნარი, 2.5%–ანი გლუკოზის ხსნართან ერთად.
არ გამოიყენება სხვა გასახსნელ ხსნარებთან ერთად.
შენიშვნა: თუ პაციენტისთვის არ შეიძლება სითხის დიდი დოზით მიღება, დასაშვებია პრეპარატატის უფრო მაღალი დოზის გამოყენება: 5 მლ _ 75 მლ, 5%-ან გლუკოზაზე.
გვერდითი მოვლენები
ხანდახან შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და კანზე ალერგიული რეაქციები.
იშვიათად გვხვდება: კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა კანის და თვალის ლორწოვანის სინდრომი (სტივენ-ჯონსის სინდრომი), ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი); ღვიძლში ცვლილებები, მათ შორის სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ნეკროზი; ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
უკუჩვენებები
სულფანილამიდების მიმართ სენსიბილიზაცია, ორსულობის პერიოდი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე ფორმის დაზიანებები. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის შემოწმება. პრეპარატის ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში გამოყენება დაუშვებელია.
განსაკუთრებული მითითებები
თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია სპეციალური დოზირება.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ადგილას. ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.