მონოგრაფია Nº 00453 ურეცეპტო
ბიფლაზიმი®
BIFLAZYM®
შემოგარსული ტაბლეტი #20
დან30.20 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Chymotrypsin Trypsin
- მწარმოებელი
- Amoun Pharmaceuticals, ეგვიპტე
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ავიტა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ბიფლაზიმი ტაბლეტი #20
1.51 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗30.20 ₾
35.53 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ბიფლაზიმი ტაბლეტი #20
1.51 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗30.20 ₾
35.53 ₾
-
PSP
ბიფლაზიმი - Biflazym 20 ტაბლეტი
1.78 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗35.57 ₾
-
ავერსი
ბიფლაზიმი #20ტ
1.80 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗36.00 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Chymotrypsin + Trypsin. ჯერ ყველაზე იაფი.
ჰიმოლიტ დუო
Hymolit Duo
100000 AU ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ქიმორალ
ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
ხიმორალი
ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
დუოტრიფსინი
600მგ სპრეი №30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
300 ერთ. BP (14 მიკროკატალი) ქიმოტრიფსინი
300 ერთ. BP (5 მიკროკატალი) ტრიფსინი.
დამხმარე ნივთიერებები: აეროსილი, დექსტრატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, აცეტონი, ცელაცეფატი, დიეთილფტალატი, სეპისპერსი ცისფერი K1009.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბიფლაზიმი® მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში გენეზის მიუხედავად, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ორი ძლიერმოქმედი პროტეაზული ფერმენტის სინერგიული მოქმედების წყალობით.
გასტრორეზისტენტული და ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები, მხოლოდ ნაწლავში შეწოვის გამო უზრუნველყოფენ როგორც კარგ ამტანობას, ასევე მაღალ ეფექტურობას.
ჩვენებები
ანთება და მისი თანმხლები ტკივილი წარმოშობისა და ლოკალიზების მიუხედავად, განსაკუთრებით:
ტრავმატოლოგიასა და ქირურგიაში:
პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პტოფილაქტიკა.
დაჭიმულობები, ჰემატომები, მოტეხილობებისა და პოსტოპერაციული შეშუპებების შედეგები.
ლორ პრაქტიკაში:
ფარინგიტები, ლარინგიტები, სინუსიტები, ოტიტები, ევსტაქიტები.
ოფთალმოლოგიაში:
თვალის ტრავმები, ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები მინისებურ სხეულში.
პულმონოლოგიაში:
ბრონქფილტვის ტრაქტის ანთება და ტრაქეობრონქიტები.
სტომატოლოგიაში:
კბილის ამოღება, პერიოდონტიტი და ღრძილების ანთება, სტომატოლოგიური და ყბა-სახის ოპერაციები.
გინეკოლოგიაში:
მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები, პერინეალური შეშუპება, მასტიტები.
ბიფლაზიმი® ასევე აუმჯობესებს ანტიბიოტიკების დუფუზიას ანთებით ქსოვილებში, განსაკუთრებით ლორ-ორგანოებში, ბრონქფილტვის ტრაქტში და პირის ღრუში.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება შიგნით, დაღეჭვის გარეშე, 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ტრიფსინის ან ქიმოტრიფსინის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
ინფექციების დროს უნდა მოხდეს პრეპარატის ანტიბიოტიკებთან კომბინირება.
შენახვის პირობები
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ყველა სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.