მონოგრაფია Nº 00431 ურეცეპტო
ბეტადინი თხევადი საპონი
BETADINE®
7.5% თხევადი საპონი 1000მლ ფლაკონი #1
დან22.49 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- პოვიდონ იოდიდი (Povidone iodine)
- მწარმოებელი
- სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი
ბეტადინი თხევადი საპონი 120მლ*
ყიდვა ↗22.49 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: პოვიდონ იოდიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
იპოვიდი
0.1 ხსნარი 1 ფლაკონი №1 30 მლ
ბეტადინი® ხსნარი
BETADINE®
100მგ/1მლ 30მლ გარეგანი გამოყენების ანტისეპტიკური ხსნარი ფლაკონში 100მგ/1მლ 120მლ გარეგანი გამოყენების ანტისეპტიკური ხსნარი ფლაკონში 100მგ/1მლ 1000მლ გარეგანი გამოყენების ანტისეპტიკური ხსნარი ფლაკონში
კურადონა
10% ხსნარი გარეგანი ფლაკონი №1 60მლ
ბეტადინი® მალამო
BETADINE®
20გ მალამო
ვავეგანი
10% ხსნარი გარეგანი №1 100მლ
ბეტადინი
200მგ სანთელი ვაგინალური №14
ტოედინი გინო
200მგ სანთელი ვაგინალური №14
ბეტადინი® ვაგინალური სანთლები
BETADINE®
200 მგ ვაგინალური სუპოზიტორია #14
იოქსი
JOX
30მლ სპრეი 50მლ ხსნარი
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია
პოვიდონ იოდი 75 მგ ხსნარის ყოველ მილილიტრში (7.5% ხსნარის ექვივალენტური).
დამხმარე ნივთიერებები:
ნონილფენოქსიპოლი (ეთილენეოქსი) ეთანოლის ეთერი, სუპერ ლაურილის დიეთანოლამიდი, ეთოქსილირებული ლანოლინი, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი არის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ანადგურებს სხვადასხვა პათოგენურ ორგანიზმებს (ანტიმიკრობული ეფექტი) და გამოიყენება ჰიგიენური და ხელების ოპერაციამდელი დეზინფექციისათვის.
ის ანადგურებს ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და უმარტივესებს. პრეპარატი ფაქტიურად არატოქსიურია.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ხელების ჰიგიენური დეზინფექციისათვის და ხელების ოპერაციამდელი დეზინფექციისათვის.
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 6 თვის ასაკიდან.
მიღების წესი და დოზირება
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი გამოიყენება კონცენტრირებული სახით და არ საჭიროებს განზავებას.
ხელების ჰიგიენური დეზინფექცია:
დაიბანეთ ხელები და იდაყვები თბილ, გამდინარე წყალში, შემდეგ დაიტანეთ ბეტადინი ქირურგიული ხსნარის 5 მლ ერთ მტევანზე და გადაინაწილეთ ორივე მტევანსა და იდაყვზე, საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება ოდნავ დატენიანდეს ქაფის წარმოსაქმნელად; დაიმუშავეთ ხელები არანაკლებ ერთი წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი, გამდინარე წყლით.
ხელების ქირურგიული დეზინფექცია:
ორივე ხელი და იდაყვი უნდა დამუშავდეს საპნისა და თბილი წყლის გამოყენებით. საპონი შემდეგ უნდა მოშორდეს დიდი რაოდენობის გამდინარე წყლით, რათა არ დარჩეს საპნის ნარჩენები ხელებსა და იდაყვებზე.
დისპენსერის გამოყენებით 10 მლ ბეტადინი ქირურგიული ხსნარი დაიტანეთ მტევნებზე და გაავრცელეთ ხელებსა და იდაყვებზე. თუ საჭიროა, პრეპარატი შეიძლება დატენიანდეს ქაფის წარმოსაქმნელად და დამუშავდეს ხელები არანაკლებ 2.5 წუთის განმავლობაში.
დაიბანეთ ხელები სტერილური წყლის გამოყენებით და გაიმშრალეთ სტერილური ნაჭრით.
დეზინფექციისთვის საჭირო დრო: 5 წუთი
ბეტადინი ქირურგიული ხსნარის დეზინფექციისთვის საჭირო რაოდენობა: 20 მლ
გვერდითი მოვლენები
მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კანის ისეთი გარდამავალი გაღიზიანება, როგორიცაა: ქავილი, სიწითლე (ბუშტუკიც კი), გავრცელებული გამონაყარი, დაჩირქება. ბეტადინი ქირურგიული საპონის გამოყენებამდე რეკომენდებულია ჰიგიენური ან პრექირურგიული დაბანა. იმ შემთხვევაში თუ განვითარდა გაღიზიანება ან სხვა არახშირი რეაქციები, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის და შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.
უკუჩვენებები
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული: იოდის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადებისას, კანის ანთებითი გამონაყარისას, რომელსაც თან ახლავს ბუშტუკოვანი გამონაყარი (დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი) და რადიოაქტიური იოდით დიაგნოსტირებამდე ან მკურნალობამდე.
ის გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (რისკი/სარგებელის გათვალისწინებით) და მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობით.
სამედიცინო რეკომენდაციის გარეშე ის არ გამოიყენება ორსულობის მეოთხე თვის შემდეგ და ლაქტაციის დროს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდა მოცემულ პარაგრაფში აღნიშნული მდგომარეობები.
განსაკუთრებული მითითებები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ბეტადინი ქირურგიული ხსნარის და სხვა ლოკალურად მოქმედი პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
ბეტადინი ქირურგიული ხსნარის მუქი ყავისფერი ფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ის ეფექტურია.
თუ ხსნარი იწყებს გაფერმკრთალებას, მისი ანტიმიკრობული ეფექტი მცირდება. სინათლე და 40oC-ზე მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ხსნარის დეგრადაციას.
უნდა მოვერიდოთ ბეტადინი ქირურგიული ხსნარის თვალებში მოხვედრას. თუ ყოველგვარი სიფრთხილის მიუხედავად ეს მოხდება, სასწრაფოდ გამოირეცხეთ თვალები დიდი რაოდენობის წყლის გამოყენებით.
თუ ბავშვი შემთხვევით მიიღებს პრეპარატს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ბეტადინის ქირურგიული ხსნარი ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან. აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობთ ან მომავალში აპირებთ მიღებას, მიუხედავად იმისა, რეცეპტულია იგი თუ არა. სანამ გამოიყენებთ ბეტადინს ურეცეპტო პრეპარატთან ერთად, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ნებისმიერი სახის მკურნალობას, აცნობეთ მას რომ იყენებთ ბეტადინის ქირურგიულ ხსნარს.
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი არ უნდა გამოიყენოთ ვერცხლისწყლის შემცველ სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან ერთად. ვერცხლისწყალი შედის რეაქციაში იოდთან, რომელსაც შეიცავს პრეპარატი, ვეცხლისწყლის იოდიდის წარმოქმნით, რომელსაც აქვს ძლიერი კოროზიული ეფექტი. ეს წარმოადგენს იმის მიზეზს, რის გამოც ვერცხლისწყლის შემცველი ნივთიერებები არ შეიძლება იყოს გამოყენებული ბეტადინი ქირურგიულ ხსნართან ერთად ან მათი გამოყენება უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენებიდან მოკლე დროის შემდეგ.
არ შეიძლება ჭრილობების სამკურნალოდ ფერმენტული პრეპარატების კომბინირება ბეტადინის ხსნართან ერთად, რადგანაც აღნიშნული პრეპარატების ფერმენტულმა შემადგენლობამ შესაძლოა დააქვეითოს ბეტადინი ქირურგიული ხსნარის ეფექტურობა.
ბეტადინის შემადგენლობაში შემავალი PVP-იოდის კომპლექსის გამო, ქირურგიული ხსნარის გამოყენება არ შეიძლება იმ ნივთიერებებთან ერთად, რომელთანაც იგი ქიმიურად ურთიერთქმედებს (აღმდგენელი ნივთიერებები, ტუტე მარილები და მჟავეები).
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სხვა პრეპარატების, მათ შორის ადგილობრივი გამოყენების და ურეცეპრო პრეპარატების, ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ 15-25Oc ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.