8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00427 ურეცეპტო

ბესტოქსოლი

Bestoxol

4% 10 მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი №1 საწვეთურით

დან21.37 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ბესტოქსოლი, 4% 10 მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი №1 საწვეთურით
მოქმედი ნივთიერება
ტაურინი (Taurine)
მწარმოებელი
Rompharm Company, რუმინეთი
იმპორტიორი საქართველოში
WM-Ophthalmics
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ბესტოქსოლი წვეთები თვალის 4% 10მლ ფლაკონი #1

    21.37 ₾

    25.14 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ბესტოქსოლი წვეთები თვალის 4% 10მლ ფლაკონი #1

    21.37 ₾

    25.14 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ბესტოქსოლი - Bestoxol თვლის წვეთები 4% 10მლ

  • ავერსი

    ბესტოქსოლი 4% 10მლ თვ.წვ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ტაურინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა:
თვალის წვეთები 4%.
აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.

02

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტაურინი 0,04 გ
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი,გასუფთავებული წყალი

პრეპარატის ათქ კოდი:S01XA21

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

თვალის პათოლოგიების სამკურნალო პრეპარატები.
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი პრეპარატები.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბესტოქსოლი – ოფთალმოლოგიური პრეპარატი, რომლის მოქმედ კომპონენტს წარმოადგენს ტაურინი.
ტაურინი – გოგირდის შემცველი ამინომჟავაა, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ცისტეინის გარდაქმნის პროცესში. ტვინში ასრულებს ნეირომედიატორის როლს. ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს დისტროფიული ხასიათის დაავადებების დროს და აგრეთვე, იმ დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს თვალის ქსოვილის მეტაბოლიზმის მკვეთრი დარღვევა. ხელს უწყობს უჯრედული მემბრანების ფუნქციის ნორმალიზაციას, ენერგეტიკული და ცვლის პროცესების აქტივაციას.

05

ჩვენებები

  • ბადურის დისტროფიული ცვლილებები;
  • თვალის თანდაყოლილი ტაპეტორეტინული დეგენერაცია;
  • რქოვანას დისტროფია და ტრავმები (რეპარაციული პროცესების სტიმულაციის მიზნით);
  • სხვადასხვა წარმოშობის კატარაქტა (მოხუცებულობის, დიაბეტური, ტრავმული და სხივური);
  • გლაუკომა (აძლიერებს თიმოლოლის მოქმედებას).
06

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ტაურინის მიმართ.
07

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია: ალერგიული რეაქციები.

08

მიღების წესი და დოზირება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
პრეპარატ ბესტოქსოლს აწვეთებენ დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2 წვეთს 3-4-ჯერ დღე-ღამეში, თუ ექიმის მიერ დოზირების სხვა რეჟიმი არ არის მითითებული.
კატარაქტის დროს – გამოიყენება ინსტილაციების სახით 2-3 წვეთი 2-4-ჯერ ყოველდღიურად 3 თვის განმავლობაში. კურსი მეორდება ერთ თვიანი ინტერვალით.
ტრავმების დროს – გამოიყენება ამავე დოზით ერთი თვის განმავლობაში.
გლაუკომის დროს – გამოიყენება ინსტილაციების სახით 2-ჯერ დღეში თიმოლოლის ჩაწვეთებამდე 20-30 წუთით ადრე.

09

ჭარბი დოზირება

ბესტოქსოლის თვალის წვეთების გამოყენების დროს ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

გლაუკომით დაავადებულებში აღინიშნება ჰიპოტენზიური მოქმედების მნიშვნელოვანი გაძლიერება ბესტოქსოლის თიმოლოლთან ერთობლივი გამოყენების დროს. ეფექტის გაძლიერება მიიღწევა განდევნის კოეფიციენტის გაზრდის და წყალწყალა ნამის პროდუქციის შემცირების ხარჯზე.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
პაციენტებისათვის, რომლებსაც ბესტოქსოლის ინსტილაციის შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის ხანმოკლე დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე, რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან და სხვა მოწყობილობასთან მუშაობაზე, რომლებიც, თავის მხრივ, საჭიროებს მხედველობის სიმახვილეს, არ არის რეკომენდებული მანქანის ტარება ან რთულ ტექნიკასთან მუშაობა.

11

განსაკუთრებული მითითებები

ორსულობის და ლაქტაციის დროს, ასევე ბავშვებში, პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება გვერდითი ეფექტის განვითარების შესაძლო რისკს.

12

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ბესტოქსოლის თვალის წვეთები გამოდის 10 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

13

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

14

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III _ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.