8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00419 ურეცეპტო

ბენზილბენზოატი

Benzylbenzoat

გარეგანი გამოყენების 20% მალამო 25გ ტუბში

დან2.00 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ბენზილბენზოატი, გარეგანი გამოყენების 20% მალამო 25გ ტუბში
მოქმედი ნივთიერება
benzyl benzoate (Benzylbenzoat)
მწარმოებელი
შტადა, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მუნის სამკურნალო საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
შტადა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

20% · 25გრ

  • GPC ყველაზე იაფი

    ბენზილბენზოატი მალამო 20% 25გრ ტუბი #1

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ბენზილბენზოატი მალამო 20% 25გრ ტუბი #1

20% · 30გრ

  • PSP ყველაზე იაფი

    ბენზილ-ბენზოატი მ-მო 20% 30გ

  • ავერსი

    ბენზილ-ბენზოატი20% 30გ მალამო

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: benzyl benzoate. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

სამედიცინო ბენზილბენზოატი-10 (20)გ;
ტრიეთანოლამინი-5გ;
სტეარინის მჟავა-20გ;
პოლიეთილენგლიკოლი-400-5გ;წყალი-100გ-მდე.
წარმოადგენს სპეციფიური სუნის მქონე თეთრ ან მოყვითალო-თეთრი ფერის მალამოს

02

ჩვენებები

მუნი (Acarus scabiei)

03

მიღების წესი და დოზირება

ბენზილბენზოატის მალამოს იყენებენ ადგილობრივად. მოზრდილებს ენიშნებათ 20% მალამო, ხოლო ბავშვებს 10% მალამო.
მუნის მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია საღამოს ძილის წინ შხაპის მიღება. თავდაპირველად მალამოს შეიზელენ ხელებზე, შემდეგ ფეხებსა და ტანზე. დამუშავების შემდეგ სასურველი არ არის ხელების დაბანა 3სთ-ის განმავლობაში. შემდეგ ავადმყოფები იცვამენ სუფთა თეთრეულს და იცვლიან ლოგინის თეთრეულს. მე-2 და მე-3 დღეს აკეთებენ შესვენებას, ხოლო მე-4 დღეს ავადმყოფი იღებს აბაზანას და შეიზელს მალამოს. მკურნალობის მე-5 დღიდან საჭიროა მალამოს მთლიანი ჩამობანვა. დამუშავებას აწარმოებენ დღეღამეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ ავადმყოფი იღებს შხაპს და იცვლის თეთრეულს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ.

04

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია (განსაკუთრებით ბავშვებში) წვის შეგრძნება, კანის გაღიზიანება.

05

უკუჩვენებები

3 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ორსულობა და ლაქტაცია

06

განსაკუთრებული მითითებები

დაავადების კერებში მკურნალობა უტარდებათ ავადმყოფებს ერთდროულად, ხელმეორედ დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.
მკურნალობის შემდეგ ქავილის შეგრძნება არ წარმოადგენს დამატებითი კურსის სპეციფიური თერაპიის ჩვენებას. ქავილი წარმოადგენს ორგანიზმის რეაქციას მკვდარ დაავადების გამომწვევზე და მისი ცხოველმოქმედების პროდუქტებზე, აღნიშნული მოვლენები გაივლის ანტიჰისტამინური პრეპარატების და კორტიკოსტეროიდული მალამოების გამოყენების შედეგად.
მკურნალობის შემდეგ საჭიროა სამედიცინო კონტროლი 2 კვირის განმავლობაში, გართულებების დროს- შედარებით დიდი ხნის კონტროლი.
ავადმყოფის თეთრეული და ტანსაცმელი საჭიროებს თერმულ დამუშავებას. ხოლო ის საგნები, რომლებიც არ ექვემდებარებიან თერმულ დამუშავებას, საჭიროა მათი განიავება 3 დღის განმავლობაში. რბილი ავეჯის დამუშავება შეიძლება სადეზინსექციო პრეპარატებით. საჭიროა სიფრთხილე, რათა პრეპარატი არ მოგვხვდეს თვალის ლორწოვნზე (წვის შეგრძნება), ცხვირში და პირში.
პირში პრეპარატის მოხვედრის დროს, საჭიროა პირის გამობანვა დიდი რაოდენობით წყლით ან 2% თბილი საჭმლის სოდიანი ხსნარით.
კუჭში პრეპარატის მოხვედრის დროს საჭიროა, კუჭის გამორეცხვა 1-2% საჭმლის სოდიანი ხსნარით, დამწვარი მაგნეზიისა და გააქტივებული ნახშირის წყლიანი ნარევით ან ცარციანი წყლით (2 სუფრის კოვზი 1ლ წყალზე).
თვალში პრეპარატის მოხვედრის დროს, საჭიროა თვალის გამობანვა წყლით ან საჭმლის სოდიანი ხსნარით, ლორწოვანის გაღიზიანების დროს, იწვეთებენ ალბუციდის 30% ხსნარს, ტკივილების დროს- ნოვოკაინის 2% ხსნარს.
კანის შესაძლებელი გაღიზიანების წარმოშობის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის გამოყენებისაგან თავის შეკავება.

07

შენახვის პირობები

შენახვის ვადა: 3წელი
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, 20 °C ტემპერატურაზე. ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

08

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

წს #რ 002027 07.12.2006

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.