8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03490 ურეცეპტო

ართროკელან უ D6 (ნატუროპათი)

Arthrokehlan U D6 (Naturopath)

1.0 მლ ამპულა N10 და N50

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს: Corynebacterium sp. DSM 4223 D6-ის წყალხსნარის 1 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

02

ჩვენებები

ორგანიზმის დაცვითი ძალების სტიმულაცია, კიბოს საწინააღმდეგო თერაპიაში თანმხლები თერაპიის სახით

თვისებები
Arthrokehlan`U~-ს იღებენ ადამიანის კბილის გრანულომის, ავადმყოფი პულპის მქონე კბილებისა და ნუშურების ბაქტერიული ფლორის გამონაყოფის Siphonospora polymorpha DSM 4223-ის გადათესვის გზით. აღნიშნული კულტურიდან დოქტორ ფონ ბრემერის მეთოდით შეიქმნა ფორმოლტოქსოიდი (კულტურის გაუვნებელყოფილი ფილტრატი), რომელიც ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ ორგანიზმის დაცვითი ძალების მყარ მომატებას იწვევს.

03

მიღების წესი და დოზირება

შეჰყავთ ინტრამუსკულურად, კვირაში 2-3-ჯერ, 0.2-1.0 მლ

გვერდითი მოქმედებები

ცნობილი არ არის

04

უკუჩვენებები

არ გამოიყენება მწვავე ინფექციური დაავადებების დროს

გამოშვების ფორმები

1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.