მონოგრაფია Nº 03488 ურეცეპტო
ართროკელან ა D6 (ნატუროპათი)
Arthrokehlan A D6 (Naturopath)
1.0 მლ ამპულა N10 და N50
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Propionibacterium acnes DSM 4217 (ადრე, დოქტორ ფონ ბრემერის მიხედვით ეწოდებოდა Siphonospora polymorpha), D6-ის 1 მლ წყალხსნარს; დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი.
ჩვენებები
ართრიტები და ართროზები, ხერხემლის და მთლიანად მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული დაავადებები, მიალგიები.
თვისებები
Arthrokehlan `A~--ს იღებენ Siphonospora polymorpha DSM 4217-ის კულტურიდან, რომელიც მიღებულია ადამიანის კბილის გრანულომის ბაქტერიული ფლორიდან გამონაყოფის გადათესვით. აღნიშნული კულტურიდან დოქტორ ფონ ბრემერის მეთოდით შეიქმნა ფორმოლტოქსოიდი (კულტურის გაუვნებელყოფილი
ფილტრატი), რომელიც ორგანიზმის დაცვითი ძალების ძლიერ სტიმულაციას იწვევს.
მიღება შეჰყავთ ინტრამუსკულურად, კვირაში 2-3-ჯერ 0,2-1,0 მლ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითება
Arthrokehlan `A~ ადრე სპეციალური Spezial-Anatoxin ‘‘A’’-ს სახელით იყიდებოდა
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.