მონოგრაფია Nº 00267 ურეცეპტო
აპისპლექსი (ნატუროპათი)
APISPLEX (Naturopath)
- მწარმოებელი
- GUNA, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- GUNA
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
Apisplex გამოიყენება ალერგიული კონიუნქტივიტის და რინოკონიუნქტივიტის
სამკურნალოდ. შემადგენლობაში წარმოდგენილია Euphrasia
და Apis, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების
საწინააღმდეგო ეფექტით ხასიათდება. ჰისტამინი ჰომეოპათიურ პოტენციებში
ანტიჰისტამინურ ეფექტს ავლენს.Hepar suis, Taraxacum,
Berberis, Pareira გამომყოფი ორგანოების ფუნქციას ააქტიურებს.
შემადგენლობა
Euphrasia D4, Apis D6/D12/D30, Histamine D12/D30, Hepar suis D6/
D12, Vesica urinaria suis DF6, Taraxacum D4, Berberis D6, Pareira D6
ჩვენებები
ალერგიული კონიუნქტივიტის და რინოკონიუნქტივიტის სიმპტომური
და ძირითადი მკურნალობა.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ტუბი შეიცავს 4 გ გრანულებს.
მწვავე ფაზა: 3 გრანულა ყოველ საათში სიმპტომატიკის გაუმჯობესებამდე;
შემდეგ 3 გრანულა სამჯერ დღეში.
პროფილაქტიკა (სეზონური გამოვლინებების დროს): იწყება მოსალოდნელი
ალერგიული სიმპტომების გამოვლინებამდე ერთი თვით
ადრე, 3 გრანულა სამჯერ დღეში.
ბაქტერიული სუპერინფექციის შემთხვევაში რეკომენდირებულია
იმავე დოზირებით Bელლაპლეხ-თან ერთად.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.