8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00226 Rx · რეცეპტით

ანგიოფლუქსი

Angioflux

600ლ.ე./2მლ ი.მ/ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

დან42.36 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ანგიოფლუქსი, 600ლ.ე./2მლ ი.მ/ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
მოქმედი ნივთიერება
Sulodexide
მწარმოებელი
AESCULAPIUS Farmaceutici S.r.l., იტალია
იმპორტიორი საქართველოში
გეფა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

2მლ · 2მლ · №10

  • ავერსი

    ანგიოფლუქსი 600ერთ/2მლ #10ა

    4.24 ₾ / ც. × 10

600სე/2მლ · 2მლ · №10

  • PSP ყველაზე იაფი

    Angioflux - ანგიოფლუქსი 600მგ/2მლ. 10 ამპულა

    4.24 ₾ / ც. × 10

  • GPC

    ანგიოფლუქსი ხსნარი საინექციო 600სე/2მლ ამპულა #10

    4.24 ₾ / ც. × 10

  • ფარმადეპო

    ანგიოფლუქსი ხსნარი საინექციო 600სე/2მლ ამპულა #10

    4.24 ₾ / ც. × 10

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Sulodexide. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

სულოდექსიდი . . . . . . . 600 სე

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტითრომბული და ჰიპოლიპიდემიური საშუალება, ჰეპარინოიდი. ანგიოფლუქსს გააჩნია ანტიკოაგულაციური, ანტიაგრეგაციული, ფიბრინოლიზური და ანგიოპროტექტული მოქმედება. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, შედედების აქტივირებულ X ფაქტორს, ზრდის პროსტაციკლინის სინთეზს და სეკრეციას, აქვეითებს სისხლის პლაზმაში ფიბრინოგენის შემცველობას. ანგიოფლუქსი ზრდის ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის დონეს და აქვეითებს ქსოვილოვანი პლაზმინოგენის ინჰიბიტორის შემცველობას სისხლში. ანგიოფლუქსის ჰიპოლიპიდემიური ეფექტი განპირობებულია ლოპოპროტეინლიპაზას აქტივობის მომატებით და ათეროგენული ლიპოპროტეიდების კატაბოლიზმის დაჩქარებით. ანგიოფლუქსი თრგუნავს სისხლძარღვთა კედლის გლუვკუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციას, ხელს უწყობს სისხლძარღვის ენდოთელიუმის სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას, ახდენს სისხლის რეოლოგიური თვისებების ნორმალიზაციას.

03

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღებისას სისხლში პრეპარატი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 60 წუთში. 90% აბსორბირდება სისხლძარღვების ენდოთელიუმის მიერ (სადაც პრეპარატის კონცენტრაცია 20-30 ჯერ აღემატება სხვა ორგანოების ქსოვილებში მის კონცენტრაციას). მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. ანგიოფლუქსი გამოიყოფა თირკმელებით; ინტრავენურად შეყვანილი დოზის 50% გამოიყოფა 24 სთ-ში, 67% გამოიყოფა 48 სთ-ში;

04

ჩვენებები

ქრონიკული ვენური წყლული, ფლებოპათია, ღრმა ვენების თრომბოზი.

პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზი თრომბის წარმოქმნის რისკით.

ანგიოპათიები შაქრიანი დიაბეტის დროს: მიკროანგიოპათია (ნეფროპათია, რეტინოპათია,ნეიროპათია) და მაკროანგიოპათია (დიაბეტური ტერფი, ენცეფალოპათია, კარდიოპათია).

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მეორადი პროფილაქტიკის მიზნით).

05

მიღების წესი და დოზირება

1 ამპულა დღეში ი/მ ან ი/ვ. ინტრავენური ინექციისთვის 1 ამპულა იხსნება 150-200 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში.

მკურნალობა იწყება ანგიოფლუქსის ინექციით 15-20 დღე, გრძელდება ანგიოფლუქსის კაფსულებით 30-40 დღე.

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს მეორადი პროფილაქტიკის მიზნით ანგიოფლუქსი მიიღება მწვავე ინფარქტის 7-10 დღიდან 1ამპულა 1-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 12 თვის განმავლობაში;

ანგიოფლუქსით მკურნალობის სრული კურსი მეორდება მინიმუმ 2-ჯერ წელიწადში.

ექიმის გადაწყვეტილებით მედიკამენტის დოზა და ჯერადობა შეიძლება შეიცვალოს

06

გვერდითი მოვლენები

ინექციის ადგილას იშვიათად აღინიშნება ტკივილი, წვის შეგრძნება და ჰემატომა.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები არის ტრანზიტორული.

07

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

  • ვინაიდან ანგიოფლუქსის მოლეკულური ფორმულა ჰეპარინის მსგავსია, პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ჰეპარინის და ჰეპარინოიდების მიმართ.
  • ჰემორაგიული დიათეზი.
08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებსა და ახალშობილებში, პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, ექიმის

განსაკუთრებული მითითებები: ჭარბი დოზირება

ვითარდება სისხლდენა. მკურნალობა: 1% პროტამინის სულფატი (3 მლ ი/ვ).

სიფრთხილის ზომები

ანგიოფლუქსის გამოყენებისას აუცილებელია კოაგულოგრამის რეგულარული კონტროლი.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

ანგიოფლუქსი აძლიერებს ჰეპარინისა და სხვა ანტიკოაგულანტების ეფექტს.

09

შენახვის პირობები

ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.