8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00216 ურეცეპტო

ანასპანი

ANASPAN

10მგ ტაბლეტი #20

დან16.64 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ანასპანი, 10მგ ტაბლეტი #20
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
მიმართულება
გასტროენტეროლოგია
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ანასპანი ტაბლეტი 10მგ #20

    0.83 ₾ / ც. × 20

    16.64 ₾

    19.58 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ანასპანი ტაბლეტი 10მგ #20

    0.83 ₾ / ც. × 20

    16.64 ₾

    19.58 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ანასპანი - Anaspan 10 მგ 20 ტაბლეტი

    0.98 ₾ / ც. × 20

  • ავერსი

    ანასპანი 10მგ #20ტ GMP

    0.98 ₾ / ც. × 20

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ჰიოსცინის ბუთილბრომიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

ბუსკოლიზინი, 10მგ ტაბლეტი №30

ბუსკოლიზინი

10მგ ტაბლეტი №30

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი სოფარმა, ბულგარეთი
დან8.53 ₾
ბუსკოლიზინი, 20მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10

ბუსკოლიზინი

20მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი სოფარმა, ბულგარეთი
დან10.20 ₾
პესტო, 10მგ სანთელი №6

პესტო

10მგ სანთელი №6

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი ჰერბაპოლი, პოლონეთი
დან11.40 ₾
ბუსკოპანი, 10მგ დრაჟე #20

ბუსკოპანი

Buscopan

10მგ დრაჟე #20

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი Boehringer Ingelheim, გერმანია
დან12.23 ₾
პესტო, 10მგ ტაბლეტი #100

პესტო

PESTO

10მგ ტაბლეტი #100

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი ავერსი ფარმა, საქართველო
დან13.41 ₾

ბუსკოპანი

Buscopan

20მგ/მლ საინექციო ხსნარი 1მლ ამპულა # 6

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი Boehringer Ingelheim, გერმანია
Rx · რეცეპტით

ბუსკოპანი

Buscopan

10მგ სუპოზიტორია #10

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი Boehringer Ingelheim, გერმანია
ურეცეპტო
პესტო, 20მგ/მლ ამპულა #10

პესტო

PESTO

20მგ/მლ ამპულა #10

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო

ჰიოსცინ ბუთილბრომიდი 10მგ ტაბ

Hyoscin butylbromide

10მგ ტაბლეტი №1000

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი Micro Labs, ინდოეთი
ურეცეპტო

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი

Hyoscin butylbromide

20მგ/1მლ ამპულა №100

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი Micro Labs, ინდოეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

ანასპანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ჰიოსცინის N-ბუთილბრომიდის 10 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს შინაგანი ორგანოების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების) გლუვ კუნთებზე სპაზმოლიზური მოქმედება, ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეციას. ჰიოსცინის ბუთილბრომიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რის გამოც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ვერ ახდენს ანტიქოლინერგულ მოქმედებას.

02

ჩვენებები

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების სპაზმური მდგომარეობები (თირკმლის კოლიკა, ნაღვლის კოლიკა, ნაწლავის კოლიკა, ქოლეცისტიტი, პილოროსპაზმი);

სანაღვლე გზების სპაზმური დისკინეზია;

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში (კომპლექსურ თერაპიაში);

ალგოდისმენორეა.

03

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

04

გვერდითი მოვლენები

პირის სიმშრალე, კანის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილიანობა, აკომოდაციის დარღვევა; შესაძლებელია - შარდის შეკავება. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი კანზე ან სუნთქვის გაძნელება.

05

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ჰიოსცინის ბუთილბრომიდის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
  • წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
  • პილორუსის სტენოზი;
  • ტაქიარითმია;
  • მეგაკოლონი;
  • ნაწლავების მექანიკური გაუვალობა;
  • ფილტვების მწვავე უკმარისობა;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი.
06

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ნაწლავთა გაუვალობის, საშარდე გზების ობსტრუქციის (მათ შორის წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის არსებობისას) დროს, ასევე ტაქიარითმიისადმი (მათ შორის მოციმციმე არითმია) მიდრეკილებისას. ორსულობის პერიოდში პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ახალშობილებში არასასურველი ეფექტის შემთხვევები აღწერილი არ არის.

07

ჭარბი დოზირება

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. ამიტომ სიმპტომები და რეკომენდაციები თეორიული ხასიათისაა. სიმპტომები: შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, ჰიპერემია, ტაქიკარდია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვა, მხედველობის გარდამავალი დარღვევა. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირით და 15% მაგნიუმის სულფატით. შემდეგ ნაჩვენებია ქოლინომიმეტური საშუალებების გამოყენება. გლაუკომის შემთხვევაში ადგილობრივად ინიშნება პილოკარპინი. აუცილებლობისას ინიშნება 0.5-2.5 მგ ნეოსტიგმინი კუნთში ან ვენაში საინიექციოდ, სიმპტომური თერაპია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია. ანასპანი აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური პრეპარატების, ქინიდინის, ამანტადინის, დიზოპირამიდის ანტიქოლინერგულ მოქმედებას. დოფამინის ანტაგონისტები ანასპანთან კომბინაციაში იწვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ორივე პრეპარატის მოქმედების შემცირებას. ანასპანმა შესაძლებელია ბეტა-ადრენერგული საშუალებებით გამოწვეული ტაქიკარდია გააძლიეროს.

08

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

09

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

წს N რ - 002612 25.05.2007

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.