8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00206 ურეცეპტო

ანალგინი

Analgin

50% 2 მლ ამპულა №10

დან3.65 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ანალგინი, 50% 2 მლ ამპულა №10
მოქმედი ნივთიერება
მეტამიზოლ ნატრიუმი (Methamizole sodium)
მწარმოებელი
ბიოპოლუსი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ბიოპოლუსი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP ყველაზე იაფი

    ანალგინი - Analgin 50% 2მლ 10 ამპულა

    0.37 ₾ / ც. × 10

  • PSP ყველაზე იაფი

    ანალგინი - Analgin 50% 2მლ 10 ამპულა

    0.37 ₾ / ც. × 10

  • ფარმადეპო

    ანალგინი ხსნარი საინექციო 50% 2მლ ამპულა #10

    0.37 ₾ / ც. × 10

  • GPC

    ანალგინი ხსნარი საინექციო 50% 2მლ ამპულა #10

    0.37 ₾ / ც. × 10

  • GPC

    ანალგინი ხსნარი საინექციო 50% 2მლ ამპულა #10

    0.40 ₾ / ც. × 10

  • ფარმადეპო

    ანალგინი ხსნარი საინექციო 50% 2მლ ამპულა #10

    0.40 ₾ / ც. × 10

  • GPC

    ანალგინი ხსნარი საინექციო 50% 2მლ ამპულა #10

    1.72 ₾ / ც. × 10

    17.16 ₾

    20.19 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო

    ანალგინი ხსნარი საინექციო 50% 2მლ ამპულა #10

    1.72 ₾ / ც. × 10

    17.16 ₾

    20.19 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ანალგინი - Analgin 50% 2მლ 10 ამპულა

    2.02 ₾ / ც. × 10

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: მეტამიზოლ ნატრიუმი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:
ანალგინს _ 0.5 გ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი.
საინიექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ანალგინს – 0.5 გ-ს.
დამხმარე ნივთიერება: საინიექციო წყალი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანალგინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დაკავშირებულია ანთების ენდოგენური მედიატორების ბიოსინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც ტკივილის რეაქციის წარმოქმნაში მონაწილეობს. ანალგინი ხელს უშლის ნერვულ ბოჭკოებში ტკივილის იმპულსების გატარებას და ზრდის აგზნების ზღურბლს თალამუსის დონეზე. სიცხის დამწევი მოქმედება განპირობებულია ნეიტროფილური ლეიკოციტებიდან, ბაქტერიული ენდოტოქსინებიდან და ა. შ. ნივთიერებების წარმოქმნისა და გამოთავისუფლების შემცირებით.

03

ფარმაკოკინეტიკა

ანალგინი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი ჰიდროლიზდება ნაწლავის კედელში აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით.
კუნთში შეყვანისას ანალგინი ასევე სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. პარენტერალური შეყვანის შემდეგ პრეპარატი სისხლში მხოლოდ მეტაბოლიტების სახით აღინიშნება.
მეთამიზოლი და მისი მეტაბოლიტები ძალიან სუსტად უკავშირდებიან პლაზმის ცილებს. ისინი სწრაფად და თანაბრად ნაწილდებიან ქსოვილებში.
პარენტერული გამოყენებისას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 1_1.5 სთ-ში მიიღწევა. პერორალური მიღებისას მოქმედება 20-40 წთ-ში ვითარდება და მაქსიმუმს 2 სთ-ში აღწევს.
ნახევარგამოყოფის პერიოდი 7 სთ-ია. ღვიძლში განიცდის ჟანგვით დეზამინირებას. ბავშვებში დეზამინირების პროცესები უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში. ბავშვებში ხშირი გამოყენებისას (ოთხზე მეტჯერ დღეში) შესაძლებელია პრეპარატის კუმულაცია და ინტოქსიკაცია. მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით. შეყვანილი დოზის 71% გამოიყოფა 24 სთ-ის განმავლობაში, 18% - 24 სთ-დან 48 სთ-მდე.

04

ჩვენებები

სხვადასხვა წარმოშობის და ლოკალიზაციის ტკივილის სინდრომი: თავის, კბილის ტკივილი, დამწვრობა, ტკივილი პოსტოპერაციულ პერიოდში, დისმენორეა, ართრალგია, ნევრალგია, რადიკულიტი, მიოზიტი; ცხელება გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს; თირკმლისა და ღვიძლის კოლიკა (სპაზმოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში).

05

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები: პერორალურად მოზრდილებში ინიშნება 0.5-1 გ 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 1 გ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 3 გ. ბავშვებში პრეპარატი ინიშნება ასაკის მიხედვით; მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა - 250 მგ.
საინიექციო ხსნარი: მოზრდილებში პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში ძლიერი ტკივილის დროს - 1-2 მლ 25%-იანი ან 50%-იანი ხსნარი 2-3-ჯერ დღეში; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ანალგინისათვის დამახასიათებელი ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედების გამო კანქვეშა ინიექციები მტკივნეულია.
ბავშვებში ინიშნება ერთჯერადი დოზით - 0.1-0.2 მლ 50%-იანი ხსნარი ან 0.2-0.4 მლ 25%-იანი ხსნარი 10 კგ სხეულის მასაზე. საჭიროებისას პრეპარატი შეჰყავთ განმეორებით.

06

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, იშვიათად _ ანაფილაქსიური შოკი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენებისას _ ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

07

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს (განსაკუთრებით I ტრიმესტრსა და ორსულობის ბოლო 6 კვირის განმავლობაში) და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით.

09

განსაკუთრებული მითითებები

ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.

10

ჭარბი დოზირება

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ბარბიტურატებთან ერთდროული გამოყენებისას ანალგინის მოქმედების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ან შემცირდეს. ანალგეზიური ეფექტი ძლიერდება კოდეინთან ერთდროული გამოყენებისას. ანალგინი აძლიერებს პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების მოქმედებას. მერკაზოლილთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლეიკოპენიის განვითარების ალბათობა.

12

შენახვის პირობები

ტაბლეტები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
საინიექციო ხსნარი: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
ტაბლეტები და საინიექციო ხსნარი: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ტაბლეტები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (ურეცეპტოდ).
საინიექციო ხსნარი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (რეცეპტით).

14

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

№ რ - 003766
29.01.2008 - 29.01.2013

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.