8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03424 ურეცეპტო

ალორა

ALORA

694,444 მგ/5მლ 100მლ სიროფი ფლაკონი №1 + საზომი კოვზი

დან11.26 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ალორა, 694,444 მგ/5მლ 100მლ სიროფი ფლაკონი №1 + საზომი კოვზი
მოქმედი ნივთიერება
პასიფლორა (Passiflora)
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ფიტოპრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
ნობელი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

100მლ

  • GPC ყველაზე იაფი

    ალორა სიროფი 100მლ ფლაკონი #1

    11.26 ₾

    13.25 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ალორა სიროფი 100მლ ფლაკონი #1

    11.26 ₾

    13.25 ₾

    ყიდვა ↗

100მლ · 100მლ

  • ავერსი ყველაზე იაფი

    ალორა (პასიფლორა)100მლ სიროფი

  • PSP

    ალორა - Alora სიროფი 100მლ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: პასიფლორა. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

სიროპი (პასიფლორა ინკარნატას თხევადი ექსტრაქტი 694.444მგ/5მლ) 100 მლ ფლაკონში დოზირებულ (5მლ) კოვზთან ერთად

მოქმედი ნივთიერება: ალორას სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს 694,444 მგ. პასიფლორას თხევად ექსტრაქტს.
დამხმარე ნივთიერებები: კრისტალური შაქარი, გლიცერინი, ეთილის სპირტი, ნიპაგინი, ნიპასოლი, გაწმენდილი წყალი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

პასიფლორას ექსტრაქტი - სედაციური პრეპარატია, რომელიც მიღებულ იქნა მცენარე პასიფლორა ინკარნატადან. ავლენს დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას, აღმოფხრავს შფოთვის შეგრძნებასა და დაძაბულობას.

03

ჩვენებები

უძილობა; დეპრესია; შიშის თანმხლები მდგომარეობები; შფოთვა; დაძაბულობა; ცნს-ის დარღვევებთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა; პათოლოგიები კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ; ნევროზულობასთან დაკავშირებული არტერიული ჰიპერტენზია; დაძაბულობა და ნევროზულობა მენოპაუზის დროს.

04

მიღების წესი და დოზირება

ექიმის მხრიდან სხვა დანიშნულების არ არსებობის შემთხვევაში:
სედაციური მოქმედებისთვის: დღის განმავლობაში 1-2 დოზირებული კოვზი ჭამამდე. უძილობისას: 2 დოზირებული კოვზი ძილის წინ 1 სთ-ით ადრე.
ბავშვებში: არა უმეტეს 1/2 დოზირებული კოვზი ერთ მიღებაზე.

05

გვერდითი მოვლენები

ჰიპერმგრძნობელობა, გულისრევა და ტაქიკარდია. შემთხვევების სიხშირე არ დარეგისტრირებულა.

06

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.

07

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ექიმის კონტროლის ქვეშ.

08

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შემადგენლობაში შედის 11.111% ეთანოლი (ალკოჰოლი), ამასთან დაკავშირებით არ არის სასურველი ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე პირებში გამოყენება. ორსულები, მეძუძური დედები, ბავშვები, ღვიძლის დაავადებების მქონე პირები ან პირები მაღალი რისკის ჯგუფიდან, მათ შორის ეპილეფსიით დაავადებულები, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ. ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ექიმის კონტროლის ქვეშ. არ არის რეკომენდებული ავტომობილებისა და იმ მექანიზმების მართვა, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას. არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
სხვა სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში აცნობეთ ექიმს.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ცნს-ის დამთრგუნველ პრეპარატებთან (ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ტრანქვილიზატორები და ა.შ.) ერთად თანადროული გამოყენებისას უნდა გათვალისწინებულ იქნას სედაციური და საძილე ეფექტის გაძლიერება.
პირებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ ალორას და ასპარტამს, აღენიშნებათ ნალექი შარდში (ფენილკეტონურია).

10

შენახვის პირობები

ინახება კოლოფში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.

11

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

სომნა-რიცი® ფორტე, კაფსულა #10

სომნა-რიცი® ფორტე

SOMNA-RITZ® FORTE

კაფსულა #10

Crataegus + Humulus lupulus + Melissa + პასიფლორა + Valeriana ჯი-ემ-პი, საქართველო
დან9.21 ₾
ნევრომედი, კაფსულა N15

ნევრომედი

NEUROMED

კაფსულა N15

პასიფლორა + Valeriana VALENTIS, ლიეტუვა
დან15.28 ₾
ბიოსონი, ტაბლეტი №30

ბიოსონი

ტაბლეტი №30

დოქსილამინი + პასიფლორა ფარმა სტარტი, უკრაინა
დან19.08 ₾
ნევროზალი, ტაბლეტი # 30

ნევროზალი

Nevrosal

ტაბლეტი # 30

Humulus lupulus + პასიფლორა PONROY VITARMONYL, საფრანგეთი
დან22.19 ₾
ფლორანს-WM, კაფსულა №30

ფლორანს-WM

კაფსულა №30

Crataegus + პასიფლორა + Valeriana ვორლდ მედიცინ ევროპა, რუმინეთი
დან29.76 ₾
ენრელაქსი, სპრეი 24 კაფსულა №24

ენრელაქსი

სპრეი 24 კაფსულა №24

Crataegus + პასიფლორა + Valeriana
დან32.68 ₾
სუენო აკილია, ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

სუენო აკილია

ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

melatonin + პასიფლორა + Valeriana
დან48.85 ₾
არკორელაქსი ძილი, ტაბლეტი #15

არკორელაქსი ძილი

Arkorelax Sleep Fort 8H

ტაბლეტი #15

Escholtzia + melatonin + პასიფლორა + Pyridoxine + Valeriana Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
დან53.82 ₾
სომნა-რიცი, კაფსულა №30

სომნა-რიცი

SOMNA-Ritz

კაფსულა №30

Humulus lupulus + პასიფლორა + Valeriana ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
სომნა-რიცი®, კაფსულა #10

სომნა-რიცი®

SOMNA-RITZ®

კაფსულა #10

Humulus lupulus + Melissa + პასიფლორა ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.