8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00073 ურეცეპტო

ალბეზი

ALBEZ

200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №5

დან6.61 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ალბეზი, 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №5
მოქმედი ნივთიერება
ალბენდაზოლი (Albendazole)
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი ყველაზე იაფი

    ალბეზი 200მგ #5ტ GMP

    1.32 ₾ / ც. × 5

  • ფარმადეპო

    ალბეზი ტაბლეტი 200მგ #5

    1.32 ₾ / ც. × 5

  • GPC

    ალბეზი ტაბლეტი 200მგ #5

    1.32 ₾ / ც. × 5

  • PSP

    ალბეზი - Albez 200 მგ. 5 ტაბლეტი

    1.32 ₾ / ც. × 5

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ალბენდაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ალბენდაზოლი, 400მგ საღეჭი ტაბლეტი №1

ალბენდაზოლი

ALBENDAZOLE

400მგ საღეჭი ტაბლეტი №1

ალბენდაზოლი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
დან2.01 ₾
ზესტავალი, 200მგ ტაბლეტი 2 კოლოფი №2

ზესტავალი

200მგ ტაბლეტი 2 კოლოფი №2

ალბენდაზოლი
დან2.65 ₾
ჰელმადოლი, 200მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №2

ჰელმადოლი

HELMADOL

200მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №2

ალბენდაზოლი EIPICO, ეგვიპტე
დან2.65 ₾
ჰელმიზოლი, 400მგ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ფლაკონი №1

ჰელმიზოლი

HELMIZOL

400მგ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ფლაკონი №1

ალბენდაზოლი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
დან4.17 ₾
ადაზალ ნეო, 400მგ ტაბლეტი 1 ტაბლეტი №1

ადაზალ ნეო

400მგ ტაბლეტი 1 ტაბლეტი №1

ალბენდაზოლი
დან6.37 ₾
ჰელმიზოლი, 200მგ ტაბლეტი #40

ჰელმიზოლი

HELMIZOL

200მგ ტაბლეტი #40

ალბენდაზოლი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
დან8.03 ₾
ზენტელი, 400მგ ტაბლეტი #1

ზენტელი

ZENTEL

400მგ ტაბლეტი #1

ალბენდაზოლი SmithKline group of companies, რუმინეთი
დან9.65 ₾
ზენტელი, 0.4გ/10მლ ორალური სუსპენზია ფლაკონი №1

ზენტელი

ZENTEL

0.4გ/10მლ ორალური სუსპენზია ფლაკონი №1

ალბენდაზოლი SmithKline group of companies, რუმინეთი
დან10.32 ₾
ალპონალი, 200მგ ტაბლეტი #10ტ

ალპონალი

ALPONAL

200მგ ტაბლეტი #10ტ

ალბენდაზოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან12.76 ₾

ალბენდაზოლი

Albendazole

200მგ ტაბლეტი №1000

ალბენდაზოლი Micro Labs, ინდოეთი
ურეცეპტო
ჰეზოლი, 4% 10მლ სუსპენზია მინის ფლაკონში

ჰეზოლი

HEZOL

4% 10მლ სუსპენზია მინის ფლაკონში

ალბენდაზოლი BELTAPHARM, იტალია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ალბეზის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ალბენდაზოლის 200 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის კარბონატი, კროსკარმელოზა ნატრიუმი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლივინილპიროლიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.

მოქმედების მექანიზმი
ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული საშუალება.
ალბენდაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის კარბამატის წარმოებულს, ახასიათებს ფართო სპექტრის მოქმედება.
ალბეზი არღვევს გლუკოზის ტრანსპორტირების პროცესს, ჰელმინთების ორგანიზმში იწვევს მიკროტუბულარული აპარატის ფუნქციურ მოშლას, რაც იწვევს მის სიკვდილს და ორგანიზმიდან გამოდევნას.
პრეპარატი აქტიურია პარაზიტების მიმართ, რომლებიც იწვევენ ნაწლავურ ინფექციებსა და კანის სინდრომს Larva Migrans, ნემატოდების ჩათვლით: Ascaris lumbricoides (მრგვალი ჭია), Trichuris trichiura (ბეწვთავა), Enterobius vermicularis (მახვილა), Ancylostoma duodenale (ანკილოსტომა), Necator americanus (ნემატოდა), Strongyloides stercoralis; ცესტოდები (თასმისებრი ჭიები): Hymenolepsis nana (ჯუჯა სოლიტერი), Taenia solium (ღორის სოლიტერი), Taenia saginata (ხარის სოლიტერი); ტრემატოდები:Opisthorchis viverrini და Clonorchis sinensis; უმარტივესები: Giardia lamblia (ნაწლავის და დუოდენალური).
ალბეზი აქტიურია ქსოვილოვანი პარაზიტების Echinococcus granulosus და Echinococcus multilocularis-ის ინვაზიით გამოწვეული, მათ შორის კისტოზური და ალვეოლური ექინოკოკოზის, მიმართ.
ალბეზი ეფექტურია Taenia solium-ის ინვაზიით გამოწვეული ნეიროცისტიცირკოზის, Capilaria philippinensis-ის ინვაზიით გამოწვეული ჰეპატიკოლეზის, Gnathostoma spinigerum-ის ინვაზიით გამოწვეული გნატოსტომოზის სამკურნალოდ, ასევე Echinococcus granulosus და Echinococcus multilocularis.

02

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებული ალბენდაზოლი ცუდად (5%-ზე ნაკლები) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში შეუცვლელი სახით მისი აღმოჩენა არ არის შესაძლებელი. ფარმაკოლოგიური მოქმედება ძლიერდება ცხიმიან საკვებთან ერთად მიღებისას, ამასთან იზრდება მისი აბსორბცია და Cmax 5-ჯერ იზრდება. ალბენდაზოლის სულფოქსიდის Cmax მიიღწევა 2-5 საათში.
პლაზმის ცილებს უკავშირდება 70%. ალბენდაზოლი მნიშვნელოვნად აღწევს ნაღველში, ღვიძლში, თავ-ზურგტვინის სითხეში, შარდში, ჰელმინთების ცისტის სითხესა და კედელში.
მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოქმნის პირველად მეტაბოლიტს - ალბენდაზოლის სულფოქსიდს, რომელსაც გააჩნია ანტიჰელმინთური აქტივობა. ალბენდაზოლის სულფოქსიდი შემდგომში მეტაბოლიზდება ალბენდაზოლის სულფონად (მეორადი მეტაბოლიტი) და სხვა სახის პროდუქტებად. ალბენდაზოლის სულფოქსიდის T1/2 8.5 საათია. ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან ერთად ნაწლავის გზით, უმნიშვნელო რაოდენობა - შარდით.

03

ჩვენებები

  • ენტერობიოზი;
  • ანკილოსტომიდოზი და ნეკატოროზი;
  • ჰიმენოლეპიდოზი;
  • ტენიოზი;
  • სტრონგილოიდოზი;
  • ასკარიდოზი;
  • ტრიქოცეფალოზი;
  • კლონორქოზი;
  • ოპისტორქოზი;
  • კანის სინდრომი Larva Migrans;
  • ლამბლიოზი ბავშვებში;
  • კისტოზური ექინოკოკოზი;
  • ალვეოლური ექინოკოკოზი;
  • ნეიროცისტიცერკოზი;
  • ჰეპატიკოლოზი;
  • გნატოსტომოზი;
  • ტრიქინელოზი;
  • ტოქსოკაროზი.
04

უკუჩვენებები

  • თვალის ბადურის პათოლოგია;
  • ორსულობა;
  • ლაქტაციის პერიოდი;
  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
ალბეზით მკურნალობისას შესაძლებელია ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზომიერი მატება გამოვლინდეს, რაც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქრება. ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების განსაზღვრა უნდა მოხდეს მკურნალობის ყოველი ციკლის დაწყების წინ და მკურნალობის პერიოდის ყოველ 2 კვირაში ერთხელ. თუ ფერმენტების აქტივობა იზრდება ორჯერ ან მეტად, ალბეზი უნდა მოიხსნას. მკურნალობა უნდა აღდგეს მაჩვენებლების ნორმირების შემდეგ.
ალბეზმა შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების საერთო რაოდენობის ზომიერი შექცევადი შემცირება. პერიფერიული სისხლის კონტროლი უნდა მოხდეს მკურნალობის ყოველი ციკლის დაწყების წინ და მკურნალობის პერიოდის ყოველ 2 კვირაში ერთხელ. ლეიკოპენიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას.
პაციენტებში ნეიროცისტიცერკოზით, ალბეზით მკურნალობისას შესაძლებელია გამოვლინდეს თავის ტკივილი, რაც დაკავშირებულია პარაზიტების სიკვდილით გამოწვეულ ქალასშიდა წნევის მატებასთან. ამ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ სათანადო თერაპია სტეროიდებით და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებით.
რეკომენდებულია შიგნით მისაღები ან ვენაში საინექციო კორტიკოსტეროიდების გამოყენება, რათა მკურნალობის პირველ კვირაში თავიდან იქნას აცილებული არტერიული წნევის მატება.
პრეპარატი არ ინიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ალბენდაზოლის გვერდითი ეფექტები, რომლებიც მოქმედებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, გამოვლენილი არ არის.

05

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უკუნაჩვენებია.
სისტემური ინფექციების დროს ალბენდაზოლის მიღებისას, ქალებმა შვილოსნობის ასაკში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის საშუალებები მკურნალობის მთელ პერიოდში და მისი დასრულებიდან 1 თვის მანძილზე.

06

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: აღწერილი არ არის.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება.

07

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ციმეტიდინი, პრაზიკვანტელი და დექსამეტაზონი სისხლის პლაზმაში ზრდის ალბენდაზოლის მეტაბოლიტის კონცენტრაციას, რომელიც განაპირობებს პრეპარატის სისტემურ ეფექტურობას.

08

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ინიშნება საკვებთან ერთად, სასურველია ერთსა და იმავე დროს.
თუ 3-კვირიანი მკურნალობა გამოჯანმრთელების შედეგს არ იძლევა, საჭიროა განმეორებითი კურსის ჩატარება.
თუ პაციენტი მთლიან ტაბლეტს ვერ იღებს, როკომენდებულია მისი დანაწევრება დასაკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლება.
ნაწლავური ინფექციები და კანის სინდრომი Larva Migrans

ინფექცია

ასაკი

დოზირება და ხანგრძლივობა

ენტერობიოზი,

ანკილოსტომიდოზი,

ნეკატოროზი,

ასკარიდოზი,

ტრიქოცეფალოზი

მოზრდილები და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

400 მგ ერთხელ დღეში / ერთჯერადად

1-2 წლის ბავშვები

200 მგ ერთხელ დღეში / ერთჯერადად

სტრონგილოიდოზი, ტენიოზი, ჰიმენოლეპიდოზი

მოზრდილები და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

400 მგ ერთხელ დღეში / 3 დღის მანძილზე

ჰიმენოლეპიდოზის დროს რეკომენდებულია კურსის გამეორება. ხანგრძლივობა 10-21 დღე

კლონორქოზი, ოპისტორქოზი

მოზრდილები და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

400 მგ ორჯერ დღეში / 3 დღის მანძილზე

კანის სინდრომი Larva
Migrans

მოზრდილები და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

400 მგ ერთხელ დღეში / ხანგრძლივობა 1-3 დღე

ლამბლიოზი

2-12 წლის ასაკის ბავშვები

400 მგ ერთხელ დღეში / 5 დღის მანძილზე

სისტემური ჰელმინთოზების დროს ინიშნება ხანგრძლივი თერაპია უფრო დიდი დოზებით.
დოზირება დგინდება ინდივიდუალურად ასაკის, სხეულის წონის და ინფექციის სიმძიმის გათვალისწინებით.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული დიდი დოზების გამოყენება.
პაციენტებში 60 კგ-ზე მეტი სხეულის წონით, პრეპარატის დოზა შეადგენს 400 მგ 2-ჯერ დღეში. პაციენტებში 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით, პრეპარატის დოზას ანგარიშობენ 15 მგ/კგ/დღეში განაწილებული 2 მიღებაზე.
მაქსიმალური დღიური დოზა – 800 მგ.

ინფექცია

მკურნალობის ხანგრძლივობა

კისტოზური ექინოკოკოზი

ხანგრძლივობა - 28 დღე. არაოპერაბელური ფორმის დროს რეკომენდებულია სამი 28-დღიანი მკურნალობის ციკლის ჩატარება, მათ შორის 14-დღიანი შესვენებების დაცვით.

ოპერაციამდე რეკომენდებულია ორი 28-დღიანი ციკლის ჩატარება, მათ შორის 14-დღიანი შესვენების დაცვით. თუ ოპერაციამდე ჩატარებული კურსი 14 დღეზე ნაკლებია ან აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი კისტები, მაშინ ოპერაციის შემდეგ ტარდება ორი 28-დღიანი მკურნალობის ციკლი, მათ შორის 140დღიანი შესვენების დაცვით

ალვეოლური ექინოკოკოზი

ხანგრძლივობა - 28 დღე. მეორე 28 დღიანი მკურნალობის კურსი ტარდება 2-კვირიანი შესვენების შემდეგ. მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე თვე ან წელი

ნეიროცისტიცერკოზი

მკურნალობის ხანგრძლივობა 7-31 დღე.

მეორე კურსის ჩატარება დასაშვებია 2-კვირიანი შესვენების შემდეგ

ჰეპატიკოლოზი

400 მგ ერთხელ დღეში / 10 დღის მანძილზე

გნატოსტომოზი

400 მგ ერთხელ დღეში / 10-20 დღის მანძილზე

ტრიქინელოზი, ტოქსოკაროზი

400 მგ ორჯერ დღეში / 5-10 დღის მანძილზე

09

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, ჰეპატიტი;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;
დერმატოლოგიური რეაქციები: სხვადასხვა გენეზის ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, შექცევადი ალოპეცია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, პანციტოპენია;
სხვადასხვა: ცხელება, არტერიული წნევის მატება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

10

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

გარსით დაფარული ტაბლეტი 200 მგ; 5 ტაბლეტი ბლისტერში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.