8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03401 ურეცეპტო

აკლიფი

AKLIEF

30გრ გელი, მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოთი

დან101.14 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
აკლიფი, 30გრ გელი, მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოთი
მოქმედი ნივთიერება
Trifarotene
მწარმოებელი
LABORATOIRES GALDERMA, საფრანგეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
რეტინოიდები
იმპორტიორი საქართველოში
გეა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

50მკგ/გ · 30გრ

  • PSP

    აკლიფი - Aklief კრემი 50მკგ/გ 30გ

    119.00 ₾

    ყიდვა ↗

50მკგ · 30გრ

  • ავერსი ყველაზე იაფი

    აკლიფი 50მკგ/გ 30გ კრემი

    101.14 ₾

    118.99 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC

    აკლიფი კრემი 50მკგ 30გრ #1

    101.15 ₾

    119.00 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო

    აკლიფი კრემი 50მკგ 30გრ #1

    101.15 ₾

    119.00 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

:
ტრიფაროტენი

მოქმედი ნივთიერება:

ერთი გრამი კრემი შეიცავს 50 მიკროგრამ ტრიფაროტენს.

დამხმარე ნივთიერებები

ალანტოინი, სიმულგელი 600 PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილ

დიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტან ოლეატი),

ციკლომეტიკონი, ეთანოლი, ფენოქსიეთანოლი, პროპილენგლიკოლი (E1520), ტრიგლიცერიდები, გასუფთავებული წყალი

გამოშვების ფორმა:
მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოთი, 30გრ.

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

აკნეს სამკურნალო ტოპიკური რეტინოიდები

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

აკლიფის კრემი შეიცავს 50 მიკროგრამ (მკგ/გ) (w/w) ტრიფაროტენს, რომელიც არის ქიმიურად სტაბილური, ტერფენილ მჟავას წარმოებული და ახასიათებს რეტინოიდების მსგავსი აქტივობა. იგი არის ძლიერი RARγ აგონისტი (რეტინოიდული მჟავების რეცეპტორის γ აგონისტი), რომელიც ხასიათდება მისი მაღალი სპეციფიკურობით ამ რეცეპტორის მიმართ RARα-თან და RARβ-თან შედარებით (50-ჯერ და 8-ჯერ, შესაბამისად, რეტინოიდ X რეცეპტორის (RXR) აქტივობის გარეშე).

გარდა ამისა, ტრიფაროტენი მოდულირებას უკეთებს რეტინოიდის სამიზნე გენებს (დიფერენციაცია და ანთებითი პროცესები) იმორტალიზებულ კერატინოციტებში და აღადგენს ეპიდერმისს.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

ტრიფაროტენმა Rhino-mouse (რინო-თაგვის) მოდელში აჩვენა შესამჩნევი კომედოლიტური აქტივობა კომედონების რაოდენობის შემცირებით და ეპიდერმისის სისქის შესამჩნევი მომატებით. ამ მოდელში ტრიფაროტენმა წარმოქმნა სხვა რეტინოიდების მსგავსი კომედოლიტური ეფექტი, დაახლოებით 10-ჯერ დაბალი დოზით.

ტრიფაროტენმა, ასევე, აჩვენა ანთების საწინააღმდეგო და დეპიგმენტაციური მოქმედება.

04

ჩვენებები

:
აკნეს სამკურნალო ტოპიკური გელი

აკლიფი ნაჩვენებია სახეზე და/ან ტანზე საშუალო და მძიმე აკნეს ტოპიკური მკურნალობისთვის (მრავლობითი კომედონების, პაპულების და პუსტულების არსებობისას), 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.

05

მიღების წესი და დოზირება

აკლიფის კრემის თხელი ფენა დაიტანება სახის და/ან ტანის დაზიანებულ უბნებზე დღეში ერთხელ, საღამოს, სუფთა და მშრალ კანზე.
გამოიყენება მხოლოდ კანზე .

ტუმბოს პირველად გამოყენებამდე მოამზადეთ იგი რამდენჯერმე დაჭერით (მაქსიმუმ 10-ჯერ), სანამ მცირე რაოდენობის პრეპარატი არ გამოიყოფა. ტუმბო ახლა მზად არის გამოსაყენებლად.

ტუმბოს ერთი ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს სახის (ანუ შუბლის, ლოყების, ცხვირის და ნიკაპის) დასაფარად.

ტუმბოს ორი ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს ტანის ზედა ნაწილის დასაფარად (ანუ ზურგის ზედა ნაწილი, მხრები და მკერდი). ერთი დამატებითი ტუმბოს ამოქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზურგის შუა და ქვედა ნაწილზე, თუ აკნე იქაც გავრცელებულია.

06

უკუჩვენებები

ორსულობა ;

ქალები, რომლებიც გეგმავენ დაორსულება;

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.

07

განსაკუთრებული მითითებები

შესაძლებელია გამოყენებისას აღინიშნებოდეს კანის გაღიზიანება ( ერითემა, აქერცვლა, კანის სიმშრალე და წვის შეგრძნება).

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია:

დამატენიანებელი კრემის გამოყენება.

დამატენიანებლის გამოყენება რეკომენდებულია საჭიროებისამებრ ხშირად , აკლიფის კრემით მკურნალობის დაწყებიდანვე.

საჭიროა გარკვეული ინტერვალის დაცვა დამატენიანებელსა და აკლიფის კრემის დატანებს შორის.

საწყის ეტაპზე პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირება (მაგ ყოველ მეორე დღეს) ან დროებით შეაჩერება.

მწვავე რეაქციების გაგრძელების შემთხვეაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია

აკლიფის კრემი არ გამოიყენება ჭრილობებზე, ეგზემატოზურ ან მზისგან დამწვარ კანზე.

მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული:

მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება, მათ შორის მზის ნათურები ან ფოტოთერაპია. რეკომენდებულია ფართო სპექტრის, წყალგამძლე მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება მზისგან დამცავი ფაქტორით (SPF 30 და მეტი), დამცავი ტანსაცმლის გამოყენება ნამკურნალებ ადგილებზე, როდესაც მზის სხივებისგან თავიდან აცილება შეუძლებელია.

„ცვილის“ გამოყენება დეპილაციური მეთოდის სახით

სხვა აკნეს სამკურნალო ან კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება რომელთაც ააქვთ ამქერცლავი, გამაღიზიანებელი ან გამშრობი ეფექტი.

მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში, ქუთუთოებზე , ტუჩებზე ან ლორწოვან გარსებზე . ამ უბნებზე პრეპარატის მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით .

აკლიფის გამოყენებისთანავე აუცილებელია ხელების დაბანა.

განსაკუთრებული პოპულაცია

ხანდაზმული პაციენტები

აკლიფის უსაფრთხოება და ეფექტურობა 65 წლის და უფროსი ასაკის გერიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა

აკლიფი არ არის შესწავლილი თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

პედიატრიული პოპულაცია

აკლიფის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

08

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

აკლიფის კრემის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

წამლისმიერი ურთიერთქმედების კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ტრიფაროტენის ადგილობრივმა გამოყენებამ არ იმოქმედა პერორალური გზით მიღებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების (ეთინილ ესტრადიოლისა და ლევონორგესტრელის) ცირკულაციურ კონცენტრაციაზე.

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება აკლიფის კრემზე

სიფრთხილეა საჭირო კანის ამქერცლავი ან ცხიმიანობის მარეგულირებელ სამკურნალო ან კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, კანის გაღიზიანების თავიდან არიდების მიზნით

09

გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღენიშნოს არასასურველი რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა: კანის გაღიზიანება, აქერცვლა, სიმშრალე, ერითემა და წვა/ჩხვლეტა.

ხშირი(10 დან 1 პაციენტში) - პრეპარატის დატანის ადგილას კანის გაღიზიანება და ქავილი, მზით დამწვრობა.

არახშირი (100 დან 1 პაციენტში) პრეპარატის დატანის ადგილას კანის სიმშრალე, გაღიზიანება, ტკივილი, კანის გაუფერულება, ეროზია, გამონაყარი, შეშუპება, ალერგიული დერმატიტი.

უცნობი სიხშირის: ერითემა, ჭინჭრის ციება, ბუშტუკები, ეგზემა „ასტეატოზური“ სებორეული დერმატიტი, კანის წვის შეგრძნება, ნახეთქები კანზე, კანის ჰიპერპიგმენტაცია, ქუთუთოს აქერცვლა, ქუთუთოს შეშუპება, ქეილიტი,
წამოწითლება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ ექიმს.

10

ჭარბი დოზირება

აკლიფი განკუთვნილია დღეში ერთხელ მხოლოდ კანზე გამოსაყენებლად.

თუ პრეპარატი გამოიყენება ჭარბი რაოდენობით, ამით არ მიიღწევა უფრო სწრაფი ან უკეთესი შედეგი და შეიძლება აღინიშნოს სიწითლე, აქერცვლა ან კანის დისკომფორტი. ამ შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და დაელოდეთ სანამ კანი არ აღდგება.

შემთხვევითი გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი სიმპტომური ზომები.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

გარეგანი გამოყენების გელი, მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოში, 30გრ.

11

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვედომელ ადგილას.

12

ვარგისობის ვადა

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ . ვარგისობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო რიცხვს.

გახსნიდან ვარგისია 6 თვის განმავლობაში.

გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.