8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00039 Rx · რეცეპტით

ადაპტოლი

ADAPTOL

300მგ ტაბლეტი #20

დან21.50 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
ადაპტოლი, 300მგ ტაბლეტი #20
მოქმედი ნივთიერება
მებიკარი /ტემგიკოლურილი/ (Mebicar)
მწარმოებელი
ავერსი ფარმა, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ოლაინფარმი - ლატვია
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP ყველაზე იაფი

    Adaptol - ადაპტოლი 300 მგ. 20 ტაბლეტი

    1.08 ₾ / ც. × 20

  • ავერსი

    ადაპტოლი 300მგ #20კაფს

    1.32 ₾ / ც. × 20

    26.34 ₾

    30.99 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: მებიკარი /ტემგიკოლურილი/. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: 2,4,6,8-ტეტრამეთილ-2,4,6,8-ტეტრააზაბიციკლო(3,3,0)ოქტანდიონი-3,7;

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით;

02

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

2,4,6,8-ტეტრამეთილ-2,4,6,8-ტეტრააზაბიციკლო(3,3,0)ოქტანდიონი-3,7 – 300 მგ ან 500 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი.

03

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ტაბლეტები, 300 მგ ან 500 მგ.

10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

04

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანქსიოლიზური საშუალება (ტრანქვილიზატორი). ათქ-კოდი: N05B.

05

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადაპტოლი წარმოადგენს ანქსიოლიზურ საშუალებას, რომელიც მოქმედებს ლიმბო-რეტიკულურ კომპლექსში შემავალი სტრუქტურების აქტივობაზე, კერძოდ, ჰიპოთალამუსის ემოციოგენურ ზონებზე. იგი ახდენს ნეირომედიატორული (გამა-ამინოერბომჟავა, ქოლინ-, სეროტონინ- და ადრენერგული) სისტემების ბალანსირებას, ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების ინტეგრაციას, მათ შორის ფსიქიკური ფუნქციების, ასევე ემოციური მდგომარეობის ნორმალიზებას. პრეპარატი ხსნის ან ასუსტებს მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობასა და გაღიზიანებას. ადაპტოლის დამამშვიდებელი მოქმედება არ იწვევს მიორელაქსაციასა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება სამუშაო დღის განმავლობაში (“დღის ტრანქვილიზატორი”), რადგან მას არ ახასიათებს გონებრივი ან ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. პრეპარატს არ გააჩნია საძილე ეფექტი, თუმცა იგი აძლიერებს საძილე საშუალებების მოქმედებას და არეგულირებს ძილს მისი დარღვევის შემთხვევაში. პრეპარატის გამოყენებისას არ აღინიშნება ეიფორიის ან ამაღლებული განწყობილების ჩამოყალიბება. ადაპტოლი ხსნის ან ამსუბუქებს ნიკოტინით გამოწვეულ აბსტინენციას.

დამამშვიდებელი მოქმედების გარდა პრეპარატი ავლენს ნოოტროპულ მოქმედებას. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ პრეპარატის აქტიური მოქმედი ნივთიერება ზრდის აზროვნების სისწრაფესა და ლოგიკურობას, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, გონებრივი შრომისუნარიანობის მატებას. ამავე დროს იგი არ ასტიმულირებს პროდუქტიული ფსიქოპათოლოგიური დარღვევების სიმპტომატიკას (ბოდვა, პათოლოგიური ემოციური აქტივობა).

პრეპარატი აუმჯობესებს ნეიროლეფსიური საშუალებებისა და ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ტრანქვილიზატორების ამტანობას.

ადაპტოლს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, ამიტომ სხვადასხვა გენეზის ოქსიდანტური სტრესის დროს იგი მოქმედებს როგორც მემბრანომასტაბილიზებელი, ადაპტოგენური და ცერებროპროტექტორული საშუალება.

06

ფარმაკოკინეტიკა

ადაპტოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 70-80%-ს. მიღებული დოზის 40% უკავშირდება ერითროციტებს. დანარჩენი ნაწილი პლაზმაში იმყოფება თავისუფალი სახით, რის გამოც პრეპარატის მოქმედი ნივთიერება შეუფერხებლად ვრცელდება ორგანიზმში და თავისუფლად გადის უჯრედულ მემბრანებს. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30 წთ-ის შემდეგ და მისი მაღალი დონის შენარჩუნება ხდება 3-4 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ იგი თანდათანობით მცირდება. მიღებული დოზის 55-70% გამოიყოფა შარდთან ერთად, დანარჩენი – ფეკალურ მასებთან ერთად უცვლელი სახით დღე-ღამის განმავლობაში.

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ორგანიზმში არ მეტაბოლიზდება და არ გროვდება.

07

ჩვენებები

  • ნევროზები და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს გაღიზიანებით, ემოციური არამდგრადობით, მღელვარებითა და შიშით;
  • ნეიროლეფსიური საშუალებებისა და ტრანქვილიზატორების ამტანობის გაუმჯობესება მათ მიერ გამოწვეული სომატოვეგეტატიური და ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების კუპირების მიზნით;
  • სხვადასხვა გენეზის კარდიალგია (რომელიც არ არის დაკავშირებული გულის იშემიურ დაავადებასთან), განპირობებული ისეთი დაავადებებით, როგორიცაა დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, ქრონიკული გასტრიტი, ქოლეცისტიტი, მწვავე ენტეროკოლიტი, გულის ნევროზი, ტონზილოგენური დისტონია, კლიმაქტერული კარდიომიოპათია, ჰიპერტონია;
  • ნიკოტინისადმი დამოკიდებულება (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
08

მიღების წესი და დოზირება

ადაპტოლი მიიღება პერორალურად 300-500 მგ 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10 გ-ს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდე. ნიკოტინისადმი დამოკიდებულების მკურნალობისას ინიშნება 600-1000 მგ 3-ჯერ დღეში, 5-6 კვირის განმავლობაში. შეჩვევა და მოხსნის სინდრომი ადაპტოლის მიმართ არ ვითარდება.

პრეპარატის მიღება საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის.

პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებითი მიღების გარეშე. აუცილებლობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ხანდაზმულ და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზები შესწავლილი არ არის, ამიტომ პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

09

გვერდითი მოვლენები

ადაპტოლი ხასიათდება კარგი ამტანობით. პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (მაგ., კანის ქავილი) ან დისპეფსიური მოვლენების განვითარება. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითება და ჰიპოთერმია, რომლებიც თავისთავად ნორმალიზდება, ასევე სისუსტე, თავბრუსხვევა.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

10

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

შესაძლებელია ადაპტოლის გამოყენება სხვა ტრანქვილიზატორებთან (ბენზოდიაზეპინის ჯგუფის), ანტიდეპრესანტებთან, ფსიქოსტიმულატორებთან, საძილე და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან.

12

ჭარბი დოზირება

ადაპტოლი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს სისუსტე, ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა. მკურნალობა: ტარდება დეზინტოქსიკაციური (მ.შ. კუჭის ამორეცხვა) და სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

13

ორსულობა და ლაქტაცია

სათანადო კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ადაპტოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

14

განსაკუთრებული მითითებები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება და სისუსტე, რაც ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

15

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

16

ვარგისობის ვადა

4 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.