მონოგრაფია Nº 03367 ურეცეპტო
A313 მალამო
A313
200 000 ს.ე. 50გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი №1
- მოქმედი ნივთიერება
- Retinol palmitate
- მწარმოებელი
- FARDI MEDICALS, იტალია
- იმპორტიორი საქართველოში
- FARDI MEDICALS
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
მოქმედი ნივთიერება: სინთეთიკური A ვიტამინი(კონცენტრატი) ზეთოვანი სახით 200 000 სე 100 გ მალამოში.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კანის დამცავი საშუალება (დერმატოლოგია)
შემადგენლობა
ნივთიერება: სინთეთიკური A ვიტამინი (კონცენტრატი) ზეთოვანი სახით 200 000 სე 100 გ მალამო
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 400. მაკროგოლი 4000, პოლისორბატი 80.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
მალამო 50 გ ტუბი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი A გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისება. კოლაგენის წარმოქმნის სტიმულირების გზით ხელს უწყობს კანზე არსებული ჩანაჭდევების ამოვსებას დანაოჭების გადასწორებას. კანს ანიჭებს ჯანსაღ ელფერს, ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაქრობას. მალამო A313 უზრუნველყობს კანის ღრმა შრეების დატენიანებას და ამავდროულად იწვევს ეპიდერმისის (ზედა შრის) გამოშრობას და ამის გამო გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ.
ჩვენებები
· აკნეს შემდგომი ნაწიბური
· ეგზემის მშრალი ფორმები
· პერორალური დერმატიტი
· მშრალი კანი მიდრეკილი ნახეთქებისკენ
· კუპეროზები
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება კანის ზედაპირზე ერთხელ ან ორჯერ დღეში
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.არ გამოიყენოთ ძუძუთი კვების პერიოდში რადგან დედის რძესთან ერთად პრეპარატი შეიძლება ბავშვის ორგანიზმში მოხვდეს.
განსაკუთრებული მითითებები
A ვიტამინის სისხლში შეწოვის რისკის გამო მოერიდეთ მალამოს კანის დიდ ფართობზე გამოყენებას, ასევე არ გამოიყენოთ იგი ოკლუზიური სახვევების ქვეშ, დაზიანებულ კერძოდ დამწვარ კანზე, ლორწოვან გარსებზე დღენაკლულებსა და მცირეწლოვან ბავშვებში. არ გამოიყენოთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაგდან არსებობს აქტიური ნივთიერებების სისხლში შეწოვის რისკი
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
მითითებულია კოლოფზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.