აღწერა
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" (ყოფილი "ემბრიოტოქსი") დაარსდა 2007 წელს და ამ მოკლე პერიოდში უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი არის უნიკალური სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება: ორსულობისათვის მომზადება, ორსულობის მეთვალყურეობა და მშობიარობა.
ცენტრის მისიას წარმოადგენს ყველა სახის რეპროდუქციული დარღვევების პროფილაქტიკა, ადრეული, ზუსტი დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა, რაც საბოლოო შედეგის მიღწევას – ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას უზრუნველყოფს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არათუ საქართველოში, არამედ შესაძლოა მსოფლიოშიც, იშვიათად მოიძებნება დაწესებულება, სადაც ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ჩაიტარონ რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. სწორედ ასეთ შესაძლებლობებს იძლევა ცენტრში არსებული ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები ორივე სქესის პაციენტებში (ბავშვთა ასაკიდან კლიმაქტერული პერიოდის ჩათვლით) რეპროდუქციული დარღვევების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობისათვის.
ჩვენი უპირატესობა:
· რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" არის უნიკალური სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება: ორსულობისათვის მომზადება, ორსულობის მეთვალყურეობა და მშობიარობა.
· ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ჩაიტარონ რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. სწორედ ასეთ შესაძლებლობებს იძლევა ცენტრში არსებული ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები ორივე სქესის პაციენტებში (ბავშვთა ასაკიდან კლიმაქტერული პერიოდის ჩათვლით) რეპროდუქციული დარღვევების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობისათვის.
· კლინიკაში არსებული კომფორტული გარემო, მსოფლიო დონის უახლესი აღჭურვილობა, კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები (ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩათვლით), კეთილგანწყობილი, გამოცდილი, მუდმივად განახლებადი ცოდნის მქონე ავტორიტეტული, მაღალკვალიფიციური კადრები განაპირობებენ სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხს და პაციენტთა კმაყოფილებას და ნდობას;
· პრაქტიკული საქმიანობის გარდა ცენტრში "უნივერსი" დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევებში, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მომზადებაში, საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციების, სემინარების მუშაობაში, ასევე უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში. ყოველივე ეს ქმნის იმის გარანტიას, რომ პაციენტებისათვის მიწოდებული მომსახურება შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს და მუდმივად განახლებადია ინოვაციურ ცვლილებებთან მიმართებაში;
· ცენტრის საქმიანობის როგორც პრაქტიკულ, ასევე სამეცნიერო პრიორიტეტს წარმოადგენს უშვილობა და ორსულობის განმეორებითი დანაკარგები. ცენტრს "უნივერსი" ამ მიმართულებით მუშაობის ექსკლუზიური გამოცდილება გააჩნია. ცენტრის მიერ ამ სფეროში ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები ინტერესს იმსახურებს, არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, რაც ბოლო წლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებზე ცენტრის თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი არაერთი ნაშრომის კონკურსებში გამარჯვებით აღინიშნა;
ექიმები
22 ექიმი
ალანა მაჭავარიანი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ანი ჯინჯიხაძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
დევი ტაბიძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
დოდო გორგოშიძე
რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ეკატერინე ბუკია
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ეკატერინე კორკოტაშვილი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, სამედიცინო გენეტიკა
ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
თამარ ინწკირველი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
თამარ ხოჯაშვილი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ირაკლი სიმონია
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, ზოგადი ქირურგია, ენდოსკოპია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ლანა თვალიაშვილი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ლევან მაყაშვილი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ლუიზა მაჭავარიანი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
მაია ჭიოკაძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
მაია ჯაშიაშვილი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
მარი მიქაძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
მარინა გოგლიძე
რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
მარინა მდივნიშვილი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ნათია ჯაფარაშვილი
რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ნანა ქიქოძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ნინო იოსავა
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
რაისა არაბიანი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ჯენარო ქრისტესაშვილი
რეპროდუქტოლოგია
უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი