აღწერა
ქ. თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი დაფუძნდა 2005 წელს ონკოპრევენციული პროგრამების განხორციელების მიზნით.
დღეისათვის ცენტრში ხორციელდება როგორც პაციენტთა დიაგნოსტიკა, ასევე ყველა ტიპის ოპერაციული და მედიკამენტოზური მკურნალობა, მათ შორის ქიმიოთერაპიული საშუალებებით.
ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები:
მამოლოგია
გინეკოლოგია
კანი და რბილი ქსოვილები
თავ- კისერი
ქიმიოთერაპია
უროლოგია
პროქტოლოგია
მუცლის ღრუს ქირურგია
ლაპარასკოპია
ენდოკრინოლოგია
ორთოპედია- ტრავმატოლოგია
ნევროპათოლოგია
დაწესებულებაში ფუნქციონირებს ამბულატორიული და სტაციონარული დეპარტამენტები.
ამბულატორიული დეპარტამენტი უზრუნველყოფს პაციენტთა კონსულტირებას ექიმთა პირველადი და განმეორებითი ვიზიტების გზით, დიაგნოზის დაზუსტებისათვის აუცილებელ ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ გამოკვლევებს (ექოსკოპია, მამოგრაფია, კოლპოსკოპია და სხვა), საბოლოო დიაგნოსტირებასა და მკურნალობის სქემის შედგენას.
სტაციონარული განყოფილება უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერაციული მკურნალობას, პრე და პოსტოპერაციულ მოვლას, მათ შორის პოსტოპერაციული ინტენსიური მოვლისა და რეანიმაციული საწოლების გამოყენებით.
დაწესებულებაში არსებობს ორი საოპერაციო და სტაციონარი 26 საწოლზე.
ცენტრში მომუშავე ლიცენზირებული, გამოცდილი სპეციალისტები უზრუნველყოფენ პროფესიონალურ მომსახურებას დღეისათვის არსებულ კონკურენტუნარიან და ხელმისაწვდომ ფასებში.
კლინიკაში შესაძლებელია ტელემედიცინის გამოყენების საშუალებით განხორციელდეს ნებისმიერი სახის კონსულტაციის ჩატარება ან კონსილიუმების განხორციელება ევროპისა და აზიის წამყვან სამედიცინო ცენტრებში მომუშავე სპეციალისტებთან .
ჩვენი დაწესებულება არის წამყვანი სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა და შესაბამისად, უფასოდ და თანადაფინანსებით ემსახურება დაზღვეულებსა თუ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის მოსარგებლეებს. უფასო გამოკვლევები და მანიპულაციები ტარდება ონკოპრევენციის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ეროვნული სკრინინგ - ცენტრის თაოსნობით და ფინანსდება ქ. თბილისის მერიისა და UNFPA-ის მიერ . პროგრამა ვრცელდება ქ. თბილისში რეგისტრირებულ მაცხოვრებელ და დევნილ მოსახლეობაზე .
კლინიკას გააჩნია საკმარისი ტექნიკური და ადამიანური რესურსები, რათა უზრუნველყოს არარეზიდენტი მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.
ქ . თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს :
1. “თ. ორაგველიძის კარდიოლოგიური კლინიკა” სადაც ტარდება:
- კარდიოლოგის კონსულტაცია
- ელექტროკარდიოგრა ფია
- ექოკარდიოგრაფია
- ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილით
- 24 საათიანი ე. კ. გ. მონიტორირება ჰოლტერის მეთოდით
2. ოფთალმოლოგიური კლინიკა “შპს 21 საუკუნე”, რომელიც ახორციელებს შესაბამისი პაციენტების მკურნალობას:
- სრული ოფთალმოლოგიური კვლევა
- სათვალეების შერჩევა კომპიუტერით
- კატარაქტის უნაკერო ოპერაცია
- გლაუკომის ოპერაცია
3. ISO სტანდარტის ლაბორატორია: სადაც პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა.
ექიმები
22 ექიმი
ავთანდილ მურმანიშვილი
ტრავმატოლოგია–ორთოპედია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ავთანდილ ფურცელაძე
ტრავმატოლოგია–ორთოპედია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ბექა კევლიშვილი
პროქტოლოგია
ავერსის კლინიკა, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ბექა სამხარაძე
ონკოლოგია - მამოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ა. ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი)
დინა ქურდიანი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ეკა ბარამაძე
ონკოლოგია - მამოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ეკა დგებუაძე
ონკოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ვახტანგ ბუცხრიკიძე
ონკოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ზურაბ რაინაული
უროლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ირაკლი კიკნაძე
უროლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ირაკლი სიხარულიძე
ონკოლოგია - მამოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ლადო ბათლიძე
უროლოგია
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ლელა ბაჩილავა
ონკოლოგია - მამოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ლელა ყიფშიძე
ენდოკრინოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
მამუკა მჭედლიძე
უროლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
მამუკა რაზმაძე
ონკოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
მანანა გორდეზიანი
ნევროლოგია
მენტალვიტა, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
მანანა სოსიაშვილი
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
მარია სიმონოვა
ონკოქირურგი, მამოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
მიხეილ ჯანჯალია
ონკოლოგია - მამოლოგია
ინოვა, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ნინო ნუგზარიშვილი
რადიოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ცისანა მესხი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი