კლინიკა
ნეოლაბი
თბილისი, ვარლამ თოფურიას 2ბ
აღწერა
კლინიკა „ნეოლაბის“ ლაბორატორია აღჭურვილია დასავლეთ ევროპული კომპანიების მიერ წარმოებული აპარატურით. ლაბორატორიაში მომუშავე მაღალკვალიფიციური პერსონალი წარმოადგენს მიღებული შედეგების სიზუსტისა და ხარისხის გარანტიას.
კლინიკა “ნეოლაბი” ჩართულია C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში
კლინიკა „ნეოლაბში“ ტარდება შემდეგი სახის გამოკვლევები:
· კლინიკური და ბიოქიმიური: სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციები, თირკმლის ფუნქციები, შარდის ანალიზი, განავლის ანალიზი
· სეროლოგიური გამოკვლევები: იმუნოფერმენტული (ELISA) და იმუნობლოტინგის მეთოდებით (A, B, C, D ჰეპატიტის ვირუსებზე; ჰერპესის ჯგუფზე – მარტივი ჰერპესის, ჩუტყვავილა-ზოსტერის, ებშტეინ-ბარის ვირუსები, ციტომეგალოვირუსი, წითელას და წითურას ვირუსები და მრავალი სხვა მიკროორგანიზმის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა)
· ჰორმონებზე გამოკვლევა: ფარისებრი ჯირკვლის, სასქესო, და სხვ.
· მოლეკულური დიაგნოსტიკა: რეალურ-დროითი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) გამოყენებით სისხლში B და C ჰეპატიტების ვირუსების თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა, C ჰეპატიტის ვირუსის, ჰერპესვირუსის და ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის (HPV) გენოტიპირება, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დეტექცია როგორც შარდის, ისე ნაცხის სინჯებში, როგორებიცაა ქლამიდიოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, მიკოპლაზმური და ურეაპლაზმური ინფექცია, ასევე ბაქტერიული ვაგინოზის რაოდენობრივი შეფასება.
· ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა:
– საერთო IgE-ს განსაზღვრა სისხლის შრატში
– ალერგენ-სპეციფიკური IgE ტიპის ანტისხეულების რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლის შრატში – კვებითი, მცენარეული, საყოფაცხოვრებო, მედიკამენტური და სხვა ალერგენების მიმართ.
- იმუნობლოტინგის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ალერგოტესტები - ინჰალაციური, კვებითი, შერეული და პედიატრიული ალერგენული პანელებით.
– კომპიუტერული სპიროგრაფია
· პარაზიტული დაავადებების დიაგნოსტიკა
ნეოლაბი გთავაზობთ პარაზიტული დაავადებების გამოკვლევების ფართო სპექტრს: განავლის გამოკვლევა ჰელმინთებზე, ასევე ლამბლიოზის, ამებიაზის, კრიპტოსპორიდიოზის გამომწვევების ანტიგენზე; ტოქსოპლაზმოზის, ექინოკოკოზის, ფასციოლოზისა და ლეიშმანიოზის სეროლოგიური დიაგნოსტიკა.
· კუჭ-ნაწლავის სისტემის ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული დაავადებების დიაგნოსტიკა
განავლის გამოკვლევა ხორციელდება ისეთ პათოგენებზე, როგორებიცაა ჰელიკობაქტერია, კამპილობაქტერია, კლოსტრიდიუმ დიფიცილე, როტავირუსები, ადენოვირუსები, ასტროვირუსები, ნოროვირუსები, და სხვ.
ექიმები
11 ექიმი
გიორგი კამკამიძე MD, MS, PhD
ალერგოლოგია-იმუნოლოგია, პედიატრია
ნეოლაბი
დავით სხირტლაძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
ნეოლაბი
თამარ ახვლედიანი
ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, ნეოლაბი
თამარ მგალობლიშვილი MD
შინაგანი მედიცინა (თერაპია), გასტროენტეროლოგია
ნეოლაბი
თეიმურაზ ანიკაშვილი
უროლოგია
ნეოლაბი
მაია ბუწაშვილი MD, MS, PhD
ინფექციური დაავადებები
ნეოლაბი
მაია ქაჯაია MD, MS
შინაგანი მედიცინა (თერაპია)
ნეოლაბი
მერი დავითაძე
ენდოკრინოლოგია
ნეოლაბი, “მედიქალ ჰაუსი” - საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა
მირანდა დემურია
ნევროლოგია
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, კონსილიუმ მედულა, ნეოლაბი
ნელი თოფურიძე MD, PhD
ალერგოლოგია-იმუნოლოგია, პედიატრია
ნეოლაბი
ნინო მაღლაკელიძე
ნეფროლოგია
ნეოლაბი