კლინიკა
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
თბილისი,ნუცუბიძე, ერმილე ბედიას 33
აღწერა
განახლებული ჟორდანიას კლინიკა
ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა.
პროფესიონალ ექიმთა გუნდი, თითოეულ პაციენტს აწვდის ხარისხიან სამედიცინო სერვისებს მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებისა და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომების გათვალისწინებით.
განახლებული ჟორდანიას კლინიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
მეან-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია- ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა, საოფისე გინეკოლოგია, ენდოსკოპიური ქირურგია, ბავშვთა გინეკოლოგია, გენეტიკა, მამოლოგია, დერმატოლოგია, სრულყოფილი ლაბორატორიული გამოკვლევები, გენეტიკური კვლევები.
ჟორდანიას კლინიკაში დანერგილია უნაყოფობის ანუ უშვილობის მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტური და წარმატებული, თანამედროვე მეთოდები ემბრიოლოგებისა და ექიმების მაღალკვალიფიციური გუნდის მონაწილეობითა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით:
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება, ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი და დიაგნოზი.
ინ ვიტრო განაყოფიერება, კვერცხუჯრედის დონორის, სპერმის დონორისა და სუროგატი დედის მონაწილეობით, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე.
საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად, გართულებების რისკის მინიმუმამდე დაყვანის და ეფექტური მკურნალობის მიზნით, რასაც მივყავართ სასურველ ორსულობამდე,
ჟორდანიას კლინიკაში შესაძლებელია
ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ეფექტური მკურნალობა მიუხედავად სირთულისა და განმაპირობებელი მიზეზისა.
ქალისა და მამაკაცის სასქესო და რეპროდუქციული ორგანოების განვითარების მანკების დიაგნოსტიკა, გენეტიკოსისა და ბავშვთა გინეკოლოგის ერთობლივი მონაწილეობით.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა მოზარდებში და მათი ინფორმირებულობა ამ საკითხებთან დაკავშირებით.
- ქალის ქირურგიული მკურნალობა ზუსტი დიაგნოზის დასმისა და მისი რეპროდუქციული ასაკის გათვალისწინებით, ფერტილობის ანუ რეპროდუქციული ფუნქციის მაქსიმალური შენარჩუნების მიზნით.
ინვაზიური გინეკოლოგიური გამოკვევების ჩატარება ანესთეზიის, ანალგეზიისა და ხშირად სპეციალური მომზადების გარეშე.
დიდი ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილება ბევრად უფრო ატრავმული მიკროქირურგიული მეთოდით, საოფისე ჰისტეროსკოპიის პირობებში.
- მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მათი მიზანმიმართული მკურნალობა.
- ფერტილობის შენარჩუნება, ონკოლოგიურ პაციენტებში; სპერმისა და კვერცხუჯრერდების გაყინვა.
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პუბერტატული, რეპროდუქციული, პერიმენოპაუზალური და მოპაუზალური ასაკის ქალებში.
- კლიმაქტერული პერიოდისა და პოსტმენოპაუზალური პერიოდის დარღვევები.
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი და არანთებითი დაავადებების მკურნალობა
- საკვერცხეების პოლიკისტოზისა და აკნეს მკურნალობის თანამადროვე მეთოდები
- ენდომეტრიოზთან, როგორც უნაყოფობის ერთ-ერთ მიზეზთან ბრძოლა, პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით, საკვერცხის რეზერვისა და ქალის ასაკის გათვალისწინებით.
- ძუძუს პათოლოგიების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მამოლოგის კონსულტაციები.
ფიზიოლოგიური და ასევე მაღალი რისკის მქონე ორსულების მეთვალყურეობა, უშვილობის, ჩვეული აბორტისა და სხვა სომატური დაავადებების ანამნეზით.
- ორსულების პრენატალური გენეტიკური დიაგნოსტიკა, სრულყოფილი ულტრაბგეერითი დიაგნისტიკა ნაყოფის განვითარების ანომალიის ადრეულ ვადაზე გამოვლენის მიზნით.
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა -კოლპოსკოპია, კობოსწინარე მდგომარეობების დროული გამოვლენა და მკურნალობა: დამიზნებითი ბიოფსია, საშვილოსნოს ყელის კონიზაცია, სასქესო ორგანოების პოლიპების, კონდილომების მკურნალობა.
- საშვილოსნოს ანომალიების დროული დიაგნოსტიკა საოფისე ჰისტეროსკოპიის გამოყენებით.
- კომპლექსური პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება, გენეტიკოსის კონსულტაცია, ორსულობის დაგეგმვა.
- ულტრაბგერითი კვლევების ჩატარება თანმედროვე ულტრაბგერითი აპარატების გამოყენებით.
კონტრაცეფციის მეთოდის ინდივიდუალური შერჩევა.
ჩვეული აბორტის დიაგნოსტიკა და პრევენცია პაცინეტისადმი ინდივიდუალური და ამავდროულად კომპლექსური მიდგომებით.
ექიმები
60 ექიმი
მერაბ ვარძუკაშვილი
ტრავმატოლოგია–ორთოპედია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
მერი ხორავა
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ნათია ფირცხალაიშვილი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, ენდოსკოპიური ქირურგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, კონსილიუმ მედულა
ნათია ფიცხალაიშვილი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ნანა ვახანია
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
დ. გაგუას კლინიკა, ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ნანა ყურაშვილი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ნანა ჯანელიძე-ყურაშვილი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ნესტან ბოსტოღანაშვილი
ენდოკრინოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ნიკო ქორიძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ნინო იამანიძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი
ნინო ირემაშვილი
რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ნინო კაკაბაძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ნინო კარგაძე
ნეონატოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ნინო ყიფიანი
რადიოლოგია
მე-5 კლინიკური საავადმყოფო - ღია გული, გორის სამედიცინო ცენტრი, ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ოლიკო მურღულია
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
სალომე სვანაძე
პლასტიკური ქირურგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
სოსო სანიკიძე
ზოგადი ქირურგია, ონკოლოგიური ქირურგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, რუსთავის მედიცინის სახლი - N 1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი
სოფო კვალიაშვილი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ციტო
სოფო ხარძეიშვილი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ქეთევან კოტრიკაძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ქეთევან მანჯგალაძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ქეთევან ჯინჯოლავა
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ქეთი კოტრიკაძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ქეთი ჯინჯოლავა
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
შალვა ჟურულიშვილი
ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
შორენა წიწილაშვილი
რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ციური დანელიძე
რადიოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ცოტნე დადიანი
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია, ენდოსკოპია
დ. გაგუას კლინიკა, ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ხათუნა გაბრიჭიძე
გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ხიმენა გომეს სალას
რეპროდუქტოლოგია
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი