განათლება და გამოცდილება
მურმან კიკვიძე ალერგოლოგ იმუნოლოგი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.
1973–1975წწ. იყო ლენტეხის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1975–1977წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1977–1978წწ. მცხეთის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგე; 1979 წლიდან აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ალერგიული განყოფილების გამგე. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, 1990 წელს გამოქვეყნებული აქვს მეთოდური რეკომენდაცია "ოთახის მტვრისმიერი ბრონქული ასთმის სპეციფიკური მკურნალობის თავისებურებანი". ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოთახის მტვრისმიერი ბრონქული ასთმის კლინიკურ–იმუნოლოგიური თავისებურებანი მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1993 წელს.
წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.153
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ევროპის ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი
საქართველოს ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი
სხვა ექიმები
იგივე სპეციალობით ან კლინიკიდან.
ალექსანდრე (დავითი) თელია
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
ბიძინა მაჭავარიანი
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
კავკასიის მედიცინის ცენტრი
გიორგი კამკამიძე MD, MS, PhD
ალერგოლოგია-იმუნოლოგია, პედიატრია
ნეოლაბი
დალი ლეჟავა
ალერგოლოგია-იმუნოლოგია, პედიატრია
მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
ვიკა მღებრიშვილი
ალერგოლოგია-იმუნოლოგია, ლაბორატორიული მედიცინა
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი
თამარ საათაშვილი
ალერგოლოგია-იმუნოლოგია, პედიატრია
ავერსის კლინიკა